მეხუთე ელემენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მეხუთე ელემენტი“
რეჟისორი ლიუკ ბესონი
პროდიუსერი პატრის ლედუ
სცენარის ავტორი
როლებში
მუსიკა ერიკ სერია
ოპერატორი ტიერი არბოგასტი
მონტაჟი სილვი ლანდრა
სტუდია Gaumont
დისტრიბუტორი

Gaumont Buena Vista International[1] (France)

Columbia Pictures (აშშ)
გამოსვლის თარიღი
  • 7 მაისი, 1997 (1997-05-07)
ხანგრძლივობა 127 წთ.
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 90 მილიონი აშშ დოლარი[2][3][4][5][ა]
შემოსავალი 263.920.180 აშშ დოლარი[6]

მეხუთე ელემენტი“ (ინგლ. The Fifth Element, ფრანგ. Le Cinquième élément) — 1997 წლის ინგლისურენოვანი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომლის სცენარისტი და რეჟისორია ლიუკ ბესონი. ფილმი მის მიერ შექმნილ ამბავს ეფუძნება. მთავარ როლებს ასრულებენ ბრიუს უილისი, გერი ოლდმენი და მილა იოვოვიჩი. ფილმის მოქმედება ძირითადად XXIII საუკუნეში მიმდინარეობს. მასში მოთხრობილია პლანეტის გადარჩენის მისიის შესახებ, რომელიც მოულოდნელად ეკისრება ტაქსისტ და ყოფილ მაიორ კორბენ დალასს (უილისი) და ახალგაზრდა ქალს (იოვოვიჩი). უკანასკნელთან ერთად დალასი ეძებს ოთხ იდუმალ ქვას, რომელიც აუცილებელია დედამიწის დაღუპვისგან გადასარჩენად.

ბესონმა ფილმის საფუძვლად ქცეული ამბის წერა 16 წლის ასაკში დაიწყო, ხოლო ფილმი გამოვიდა მაშინ, როდესაც ავტორი 38 წლის იყო. ლიუკს თავდაპირველად მისი გადაღება საფრანგეთში სურდა, მაგრამ ადგილები ამისთვის არ მოიძებნა. ამიტომ გადაღებები მიმდინარეობდა ლონდონსა და მავრიტანიაში. კომიქსების ავტორები ჟან ჟირო და ჟან-კლოდ მეზიერე, რომელთა კომიქსის შთაგონებით შეიქმნა ფილმის სხვადასხვა მონაკვეთი, მიიწვიეს დიზაინზე სამუშაოდ. კოსტუმების დიზაინის ავტორია ჟან-პოლ გოტიე.

„მეხუთე ელემენტმა“ ძირითადად დადებითი შეფასებები მიიღო, თუმცა იყო უარყოფითი გამოხმაურებებიც. იმავე პერიოდში მან მიიღო, როგორც ყველა დროის საუკეთესო საზაფხულო ბლოკბასტერის, ასევე ყველა ცუდის წოდებაც. ფინანსურად იგი წარმატებული იყო და 90 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით შემქმნელებს 263 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა. თავისი დროისთვის იგი იყო ყველაზე ძვირადღირებული ევროპული ფილმი და 2011 წლის „ხელშეუხებელნის“ გამოსვლამდე ყველაზე შემოსავლიან ფრანგულ ფილმად რჩებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სხვადასხვა წყაროში მითითებულია, რომ ფილმის ბიუჯეტი შეადგენდა 50-იდან 100 მილიონამდე, თუმცა ყველაზე ხშირად უთითებენ 90 მილიონს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Le Cinquième élément French. Ciné-Ressources. ციტირების თარიღი: 11 December 2014.
  2. Ebert, Roger. (9 May 1997) The Fifth Element. RogerEbert.com. ციტირების თარიღი: 11 December 2014.
  3. Edelstein, David. (11 May 1997) Unmitigated Gaul: The Fifth Element and Irma Vep. Slate. ციტირების თარიღი: 11 December 2014.
  4. Hayward 2009, p. 91.
  5. Mazdon 2000, p. 110.
  6. The Fifth Element (1997). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 11 December 2014.