ბეტმენი: დასაწყისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბეტმენი: დასაწყისი“

ფილმის ოფიციალური პოსტერი
რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი
პროდიუსერი ემა თომასი
ლარი ფრანკო
ჩარლზ როვენი
ბენჯამინ მელნიკერი
მაიკლ ესლენი
სცენარის ავტორი დევიდ გოიერი
კრისტოფერ ნოლანი
ნაწარმოები ბეტმენი, ბობ კეინი და ბილ ფინგერი
როლებში კრისტიან ბეილი
მაიკლ კეინი
ლიამ ნისონი
კეტი ჰოლმსი
გერი ოლდმენი
კილიან მერფი
მორგან ფრიმენი
კომპოზიტორი ჰანს ციმერი
ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი
ოპერატორი უელი ფისტერი
მონტაჟი ლი სმითი
სტუდია DC Comics
Legendary Pictures
Syncopy Films
Patalex Productions
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი
  • 10 ივნისი, 2005 (2005-06-10) (რუსეთი)
  • 15 ივნისი, 2005 (2005-06-15) (აშშ)
ხანგრძლივობა 139 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 374,218,673 აშშ დოლარი[1]
შემდეგი ბნელი რაინდი

ბეტმენი: დასაწყისი (ინგლ. Batman Begins) — რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის 2005 წლის ფილმი. იგი ეფუძნება კომპანიის DC Comics პერსონაჟ ბეტმენის ისტორიებს. ფილმში მონაწილეობენ: კრისტიან ბეილი, მაიკლ კეინი, გერი ოლდმენი, ლიამ ნისონი, კეტი ჰოლმსი, კილიენ მერფი, მორგან ფრიმენი, ტომ უილკინსონი და რუტგერ ჰაუერი.

ფილმის სიუჟეტი ძირითადად წარმოადგენს ბეტმენზე ფილმების სერიის ერთგვარ გადატვირთვას. მას შემდეგ, რაც ფილმი ბეტმენი და რობინი წარუმატებელი გამოდგა, 2003 წელს ნოლანმა და გოიერმა დაიწყეს ახალ სცენარზე მუშაობა, რომელსაც უფრო რეალისტური ტონი ექნებოდა, ჰუმანურ საკითხებსა და რეალიზმზე ყურადღების გამახვილებით. ამოცანას წარმოადგენდა მაყურებლის მხრიდან როგორც ბეტმენისადმი, ასევე მისი რეალური მხარის, ბრიუს უეინისადმი თანარგძნობის გამოწვევა. ფილმის დიდი ნაწილი გადაღებული იქნა ინგლისსა და ჩიკაგოში. გადაღებებისას გამოიყენებოდა როგორც ტრიუკები, ასევე ობიექტების გადიდებული მოდელები. მინიმალური რაოდენობით იქნა ინტეგრირებული კომპიუტერული გრაფიკა. ფილმისათვის სპეციალურად შეიქმნა ახალი ბეტმობილი და ბეტმენის ახალი ჩაცმულობა.

კრიტიკული და კომერციული თვალსაზრისით, ფილმმა დიდი წარმატება იქონია. 2005 წლის 15 ივნისს შედგა მისი პრემიერა აშშ-სა და კანადაში. გამოსვლიდან პირველივე კვირის ბოლოს მან შექმნელებს 48 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანა, შემდგომში კი 372 მილიონამდე გაიზარდა. რესურსმა Rotten Tomatoes მას 84%-იანი რეკომენდაცია მიანიჭა. კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ფილმის ძირითადი თემა არის შიში და მას უფრო ბნელი ტონი აქვს, ვიდრე ბეტმენის შესახებ წინა ფილმებს. 2008 წლის ივლისში გამოვიდა მისი გაგრძელება ბნელი რაინდი, რომლის რეჟისორი ასევე კრისტოფერ ნოლანია.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Batman Begins at Box Office Mojo.
  2. Lee's Movie Info - DVD Sales Chart. Leesmovieinfo.net (2005-04-19). ციტირების თარიღი: 2011-01-02.