ანტონიო ბანდერასი
იერსახე
| ანტონიო ბანდერასი | |
|---|---|
|
ანტონიო ბანდერასი 2014 წელს | |
| დაბადების სახელი | ხოსე ანტონიო დომინგეს ბანდერასი |
| დაბადების თარიღი |
10 აგვისტო, 1960 მალაგა, ესპანეთი |
| საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, მომღერალი, მოცეკვავე |
| აქტიური | 1982-დღემდე |
| მეუღლე(ები) |
ანა ლეზა (1987-1996) მელანი გრიფიტი (1996-2014) |
ხოსე ანტონიო დომინგეს ბანდერასი (ესპ. José Antonio Domínguez Banderas; დ. 10 აგვისტო, 1960, მალაგა) — ესპანელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მომღერალი. სამსახიობო კარიერა პედრო ალმოდოვარის ფილმებში შესრულებული როლებით დაიწყო, შემდეგ კი მოღვაწეობა ჰოლივუდში განაგრძო და ითამაშა 1990-იანი წლების ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორებიცაა „ფილადელფია“, „ინტერვიუ ვამპირთან: ვამპირის ქრონიკები“, „დაქირავებული მკვლელები“, „ევიტა“, „ზოროს ნიღაბი“ და სხვა.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
|---|---|---|---|---|
| 1988 | ფ | ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე | Mujeres al borde de un ataque de nervios | კარლოსი |
| 1993 | ფ | ფილადელფია | Philadelphia | მიგელ ალვარესი |
| 1994 | ფ | ინტერვიუ ვამპირთან: ვამპირის ქრონიკები | Interview with the Vampire: The Vampire Chronicles | არმანი |
| 1995 | ფ | სასოწარკვეთილი | Desperado | ელ მარიაჩი |
| 1995 | ფ | დაქირავებული მკვლელები | Assassins | მიგელ ბეინი |
| 1996 | ფ | ევიტა | Evita | ჩე |
| 1998 | ფ | ზოროს ნიღაბი | The Mask of Zorro | ზორო |
| 1999 | ფ | მეცამეტე მეომარი | The 13th Warrior | აჰმად იბნ ფალდანი |
| 2001 | ფ | ორიგინალური ცოდვა | Original Sin | ლუის ვარგასი |
| 2002 | ფ | ფრიდა | Frida | დევიდ ალფარო სიკერიოსი |
| 2010 | ფ | შენ გაიცნობ მაღალ შავგრემან უცნობს | You Will Meet a Tall Dark Stranger | გრეგ კლიმენტი |
| 2011 | ფ | კანი, რომელშიც ვცხოვრობ | La piel que habito | რობერტ ლედგრადი |
| 2011 | ანფ | ჩექმებიანი კატა | Puss in Boots | ჩექმებიანი კატა |
| 2012 | ფ | რუბი სპარქსი | Ruby Sparks | მორტი |
| 2013 | ფ | მაჩეტე კლავს | Machete Kills | გრეგორი კორტეზი |
| 2014 | ფ | შეუჩერებელნი 3 | The Expendables 3 | გალგო |
| 2022 | ანფ | ჩექმებიანი კატა: უკანასკნელი სურვილი | Puss in Boots: The Last Wish | ჩექმებიანი კატა |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: