ბორატი: ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბორატი: ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ
რეჟისორი ლარი ჩარლზი
პროდიუსერი საშა ბარონ კოენი
ჯეი როუჩი
სცენარის ავტორი საშა ბარონ კოენი
ენტონი ჰაინზი
პიტერ ბეინემი
დენ მეიზერი
ნაწარმოები საშა ბარონ კოენი
ენტონი ჰაინზი
პიტერ ბეინემი
ტოდ ფილიპსი
როლებში საშა ბარონ კოენი
კენ დავიტიანი
ლუნელ კემპბელი
პამელა ანდერსონი
მუსიკა ირენ ბარონ კოენი
ოპერატორი ლუკ გაისბიულერი
ენტონი ჰარდუიკი
მონტაჟი კრეიგ ელპერტი
პიტერ ტეშნერი
ჯეიმზ თომასი
სტუდია 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • ნოემბერი 3, 2006 (2006-11-03)
ხანგრძლივობა 84 წთ.
ქვეყანა აშშ
გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
სომხური
ებრაული
ბიუჯეტი $ 18 მილიონი
შემოსავალი $ 261 572 744 [1]

ბორატი: ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, მოკლედ ბორატი (ინგლ. Borat: Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan) — კინოფილმი ბრიტანელი იუმორისტი საშა ბარონ კოენის მონაწილეობით. ფსევდოდოკუმენტური ფილმი-კომედია, რომელშიც მთავარ როლში კოენის მიერ განსახიერებულია პერსონაჟი ბორატი - ყაზახი ჟურნალისტი, რომელიც აშშ-ში მოგზაურობს და სხვადასხვა ხალხს ხვდება. კოენმა მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში.

ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 2006 წლის ნოემბერში და მისმა პრემიერამ ჩრდილოეთ ამერიკაში (პირველ უქმე დღეებში) 26.4 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა - რეკორდი ფილმისთვის, რომელიც 1000-ზე ნაკლებ კინოთეატრში იყო ნაჩვენები.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორატი მშობლიურ ყაზახეთს ტოვებს ფიქტიური „ყახაზეთის ინფორმაციის სამინისტროს“ ბრძანებით და აშშ-ში მიემგზავრება დოკუმენტური ფილმი-რეპორტაჟის მოსამზადებლად. ის შინ ტოვებს დედას, მეუღლეს, ქალაქის მოძალადეს და რეჟისორ აზამატთან ერთად მიემგზავრება. აშშ-ში ყოფნისას ბორატი ნახავს ტელესერიალ „მალიბუს მშველელებს“ (ინგლ. Baywatch) ეპიზოდს და მყისვე უყვარდება პამელა ანდერსონი. ამასობაში ის იღებს ცნობას შინიდან მისი მეუღლის გარდაცვალების შესახებ, რის შემდეგაც ბორატი ყიდულობს ნახევრადდანგრეულ ნაყინის ფურგონს და პამელა ანდერსონთან მიემგზავრება მისი „ვაჟინის“ მისაღებად და მასზე დასაქორწინებლად.

გზად ის აგრძელებს დოკუმენტური ფილმის გადაღებას; ხვდება ფემინისტებს, Cee-lo-ს მოთამაშე შავკანიან ახალგაზრდებს, შეივლის ანტიკვარიატთა მაღაზიაში სამხრეთის შტატების კონფედერაციის დროინდელი რელიკვიებით და ქვეყნის სამხრეთის მაღალ საზოგადოებაში ვახშმობს.

ფილმის მრავალ სცენაში ბორატი ამერიკელებს მიმართავს, რომლებიც მას სერიოზულად აღიქვამენ როგორც განთქმულ უცხოელ ჟურნალისტვს, რომელსაც ამერიკული ადათ-წესები არ ესმის.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთში „გოსკინო“-მ ფილმის სახალხო ჩვენება აკრძალა, რაც საკმაოდ უნიკალური შემთხვევაა, ვინაიდან მანამდე ქვეყნის მასშტაბით აკრძალულ იქნა მხოლოდ რამდენიმე პორნოგრაფიული ფილმი.

ფილმის სცენების უმრავლესობა გადაღებულ იქნა სცენარის გარეშე, და პერსონაჟთა უმრავლესობა მსახიობი არაა და არც რაიმე როლს ანსახიერებს (თავად ბორატის, აზამატის, პამელა ანდერსონის, შავკანიანი მეძავისა და ბორატის ოჯახის წევრების გარდა).

ყაზახეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში ფილმის მკაცრი კრიტიკით გამოვიდა, მიუთითა რა იმაზე, რომ ფილმში მისი ქვეყანა წარმოდგენილია როგორც უკიდურესად ჩამორჩენილი, სადაც უკიდურესად იჩაგრებიან ქალები, ჰომოსექსუალები და ებრაელები.

ფილმში აღწერილ „ყაზახეთს“ თავად ქვეყანასთან სახელის გარდა კავშირი არ აქვს. სცენები ფილმიდან ბორატის მშობლიურ სოფელში ყაზახეთში გადაღებულია რუმინეთში, თუმცა ქალი, რომელიც ბორატის ცოლს თამაშობს, რუმინეთში ემიგრირებული წამორშობით ყაზახია. ბორატის მეზობლის სახელი ნურსულთან ტუიაკბაი არის მიღებული ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევისა და ოპოზიციის პოლიტოკოსის ჟარმახან ტუიაკბაის სახელების შერწყმით. ტიტრებისას ფილმში ნაჩვენებია მამაკაცის გადიდებული ფოტოსურათი, რომელიც თითქოს ყაზახეთის პრეზიდენტია, თუმცა სინამდვილეში იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია.

ფილმში ყაზახური ენა საერთად არ ჟღერს. ზოგიერთი თითქოს „ყაზახი“ გმირი სინამდვილეში რუმინულ ენაზე ლაპარაკობს. თავად საშა ბარონ კოენი ივრითზე საუბრობს, ხოლო კენ დავითიანი, რომელიც აზამატის როლს ასრულებს - სომხურად. ფილმის გმირები ასევე იყენებენ რამდენიმე სლავური ენისთვის საერთო გამოთქმებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Borat: Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan (2006). Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 2010-03-20.