ბორატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ბორატი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ბორატი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ტერმინს „ბორატი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბორატ საგდიევი (პერსონაჟი).
„ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ“
რეჟისორი ლარი ჩარლზი
პროდიუსერი საშა ბარონ კოენი
ჯეი როუჩი
სცენარის ავტორი საშა ბარონ კოენი
ენტონი ჰაინზი
პიტერ ბეინემი
დენ მეიზერი
ნაწარმოები საშა ბარონ კოენი
ენტონი ჰაინზი
პიტერ ბეინემი
ტოდ ფილიპსი
როლებში საშა ბარონ კოენი
კენ დავიტიანი
ლუნელ კემპბელი
პამელა ანდერსონი
მუსიკა ირენ ბარონ კოენი
ოპერატორი ლუკ გაისბიულერი
ენტონი ჰარდუიკი
მონტაჟი კრეიგ ელპერტი
პიტერ ტეშნერი
ჯეიმზ თომასი
სტუდია 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • 3 ნოემბერი, 2006 (2006-11-03)
ხანგრძლივობა 84 წთ.[1]
ქვეყანა აშშ[2]
გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
სომხური
ებრაული
ბიუჯეტი 18 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 261 572 744 აშშ დოლარი[3]

ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, მოკლედ ბორატი (ინგლ. Borat! Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan) — „Mockumentary“[კომ. 1] ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერიც და მთავარი როლის, ბორატ საგდიევის შემსრულებელი არის ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი. ფილმის გადაღება და დისტრიბუცია მოახდინა კინოკომპანია „20th Century Fox“-მა, ხოლო რეჟისორი იყო ლარი ჩარლზი. ძირითადად, ფილმში ნაჩვენებია ბორატის და სხვა ამერიკელების ურთიერთობა, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ მათ ფილმში იღებდნენ, ხოლო ბორატი ეგონათ უცხოელი სტუმარი, რომელსაც ზედაპირული გაგება ჰქონდა ამერიკულ კულტურაზე.[4] ბარონ კოენის მიერ შექმნილი „Da Ali G Show“-დან, ბორატი არის მეორე პერსონაჟი, რომლის ისტორიაზეც ფილმი გადაიღეს. პირველი ფილმი, „ალი ჯი პარლამენტში“ გამოვიდა 2002 წელს, ხოლო მესამეს, „ბრუნოს“ პრემიერა 2009 წელს შედგა. ფილმის პროდიუსირებაზე იზრუნა ბარონ კოენის კომპანია „Four By Two“-მ (სლენგზე, „Four By Two“ ნიშნავს ებრაელს).[5]

ფილმი დადებითად იქნა მიღებული მაყურებლის მიერ და აგრეთვე კომერციულად წარმატებული გამოდგა; შემოსავალმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბარონ კოენმა შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიგო, ხოლო ფილმი კომედიურ და მუსიკალურ ჟანრში საუკეთესო კინოსურათის ნომინანტთა შორის მოხვდა.[6] ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე, ბორატი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში.

ფილმი, გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, არაერთი უთანხმოებისა თუ სკანდალის ცენტრში მოექცა. გადამღები ჯგუფისა თუ მსახიობთა გუნდის არაერთმა წევრმა სურათის შემქმნელები გააკრიტიკა, ზოგმა სასამართლო დავაც კი წამოიწყო. ფილმი აკრძალეს ყველა არაბულ ქვეყანაში (გარდა ლიბანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, სადაც ცენზურაში გატარებული ვერსია აჩვენეს),[7] ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა კინოთეატრებს, ფილმი არ ეჩვენებინათ.[8] „ბორატი“ DVD-ზე 2007 წლის 5 მარტს გამოვიდა.

2020 წლის სექტემბერში დადასტურდა, რომ ბორატის გაგრძელება — „ბორატი: შემდგომი კინოფილმი“ საიდუმლოდ იყო გადაღებული და მზად იყო პრემიერისთვის. 2020 წლის 23 ოქტომბერს ფილმი გამოვიდა ვიდეოჰოსტინგ Amazon Prime-ზე.[9]

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ყაზახეთის ინფორმაციის სამინისტროს დავალებით, ჟურნალისტი ბორატ საგდიევი მიემგზავრება აშშ-ში, დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. ბორატმა აშშ მოიხსენია, როგორც „აშ და შ“ და „ყველაზე მაგარი ქვეყანა მსოფლიოში“. ყაზახეთში, ბორატმა დატოვა თავისი მშობლიური სოფლის მაცხოვრებლები, მათ შორის მეუღლე ოქსანა, მისი და ნატალია, „ნომერ მეოთხე ბოზი მთელ ყაზახეთში“ და მეზობელი ნურსულთან ტულიაკბაი. შეერთებულ შტატებში, მასთან ერთად პროდიუსერი, აზამატ ბაგატოვი და ქათამი გაემგზავრნენ.

ნიუ-იორკში ყოფნისას, ბორატი ნახულობს „Baywatch“-ის ერთ-ერთ ეპიზოდს და უყვარდება პამელა ანდერსონის გმირი, სი ჯეი პარკერი. ფემინისტებთან ინტერვიუს ჩატარების დროს, ბორატი იგებს მსახიობის სახელს და მის ადგილმდებარეობას (კალიფორნიის შტატი). სასტუმროში დაბრუნებისას, ბორატი იღებს ტელეგრამას ყაზახეთიდან და იგებს, რომ მისი მეუღლე ოქსანა დათვმა მოკვლა. ახალი ამბით კმაყოფილი, იგი იღებს გადაწყვეტილებას კალიფორნიაში წავიდეს და პამელა ანდერსონი ცოლად მოიყვანოს. მას და აზამატს კალიფორნიაში წასვლა მანქანით უწევთ, რადგანაც აზამატი შიშობს, რომ, ებრაელებმა შესაძლოა 11 სექტემბრის ტერაქტები გაიმეორონ. ბორატი მანქანის ტარების გაკვეთილებს იღებს, რის შემდეგაც ნაყინის გასაყიდ სატვირთო მანქანას ყიდულობს.

მოგზაურობისას, ბორატი იძენს „Baywatch“-ის ჟურნალს და აგრძელებს დოკუმენტური ფილმისთვის მასალის შეგროვებას. ვაშინგტონში ყოფნისას, იგი ხვდება გეი აღლუმის მონაწილეებს, ალან ქეისს, ბობ ბარს და აფრო-ამერიკელ ახალგაზრდებს. ბორატი ინტერვიუს აძლევს ადგილობრივ ტელევიზიას და ამინდის პროგნოზის ტრანსლიაციის დროს, წამყვანს უშლის ხელს. იგი აგრეთვე ესწრება როდეოს, სადაც სიტყვის გამოსვლისას, ჯინგოისტური რემარკების წყალობით, თავიდან შეკრებილი საზოგადოებისგან აპლოდისმენტებს იღებს; მოგვიანებით, იგი მღერის ყაზახეთის ეროვნული ჰიმნის გამოგონილ ვერსიას „The Star-Spangled Banner“-ის მუსიკის ფონზე, რასაც უკვე ნეგატიური რეაქცია ჰყვება.

გზაში, ბორატი და აზამატი ერთ-ერთი ოჯახის სახლში რჩებიან და იგებენ, რომ მასპინძლები ებრაელები არიან. ოთახში ყოფნისას, ისინი ესვრიან ფულს ჟუნჟრუკებს, რომლებიც, მათი აზრით, სინამდვილეში ტრანსფორმირებული მასპინძლები არიან. სახლიდან გაქცევის შემდეგ, აზამატი ითხოვს ნიუ-იორკში დაბრუნებას, რომელშიც, მისი აზრით, ებრაელები არ არიან. აზამატის დასაშოშმინებლად, ბორატი თავდაცვისთვის ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვას ცდილობს, მაგრამ, ვერ ახერხებს ამას გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ის მოქალაქე არ არის. ამის გამო, ბორატი დათვს ყიდულობს.

ეთიკის მასწავლებლის რეკომენდაციით, ბორატი სადილს ესწრება, სადაც სხვებს თავისი და მისი შვილის შიშველ ფოტოებს აჩვენებს, ხოლო შემდეგ იწვევს აფრო-ამერიკელ პროსტიტუტ ლუნელს, რიომლის მოსვლის შემდეგაც ორივე მათგანს სახლიდან აგდებენ. ბორატი ლუნელს უმეგობრდება და მასთან ერთად ბარში მიდის, ხოლო მეორე დღეს, ანტიკვარის მაღაზიაში, ამტვრევს არაერთ ნივთს, რითიც თავისი და აზამატის ისედაც მწირ ფინანსურ რესურსებს კიდევ უფრო ამცირებს.

სასტუმროში ყოფნისას, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ, ბორატი ხედავს, რომ აზამატი პამელას სურათის ყურებისას მასტურბაციით არის დაკავებული. გაბრაზებული ბორატი ამბობს, რომ მთელი მოგზაურობა კალიფორნიაში ზუსტად პამელას გამო წამოიწყო. ამას აზამატი წყობიდან გამოჰყავს, რის შემდეგაც ისინი შიშვლები იწყებენ ჩხუბს, რომლის დროსაც მათ ოთახს დიდი მატერიალური ზიანი ადგება. ჩხუბს ისინი ოთახიდან გასვლის შემდეგაც, ამჯერად, ხალხით სავსე ლიფტში აგრძელებენ.

ჩხუბის შემდეგ, აზამატი ბორატს ტოვებს და თან მიაქვს მისი პასპორტი, მთელი ფული და დათვი. კალიფორნიისკენ მიმავალ ბორატს მანქანაში საწვავი უთავდება, რის შემდეგაც იგი ავტოსტოპით აგრძელებს გზას. მალევე, მას უჩერებენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სტუდენტები, რომლებისგანაც ის იგებს, რომ პამელა ანდერსონი ქალიშვილი არ არის. ბორატი ახალი ამბით იმედგაცრუებული რჩება; იგი წვავს „Baywatch“-ის ჟურნალს და შეცდომით ცეცხლში ყაზახეთში დასაბრუნებელ ბილეთსაც აგდებს.

ბორატი ესწრება ქრისტიანთა შეხვედრას, სადაც აგრეთვე იმყოფებიან კონგრესმენი ჩიპ ფიკერინგი და მისისიპის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯეიმზ სმითი. შეხვედრაზე, ბორატი იბრუნებს რწმენას და იღებს გადაწყვეტილებას, აპატიოს პამელას და აზამატს და ეკლესიის წევრებს ლოს-ანჯელესში გაჰყვეს. იგი ხვდება აზამატს და მასთან ერთად მიდის შეხვედრაზე „Virgin Megastore“-ში, სადაც პამელა წიგნებზე აწერს ხელს. ბორატი პამელას თავის „ტრადიციულ საქორწინო ტომარას“ აჩვენებს და მის გატაცებას ცდილობს, რასაც ხელს დაცვა უშლის.

პამელას გატაცების წარუმატებელი ცდის შემდეგ, ბორატი ნახულობს ლუნელს და მასთან ერთად ყაზახეთში ბრუნდება, სადაც აგრეთვე ჩააქვს ამერიკული ტექნოლოგიები. გარდა ამისა, ბორატის ძალისხმევით, მისი სოფლის მაცხოვრებლები ქრისტიანები ხდებიან (თუმცა, ქრისტიანობის ყაზახური ვერსია ითვალისწინებს ებრაელების ჯვარცმას და წამებას).

ტიტრების დროს, როდეოზე ბორატის მიერ ნამღერი ჰიმნთან ერთად კადრშია საბჭოთა დროის ქარხნები და სხვა საწარმო ობიექტები.

მსახიობები და პერსონაჟები

საშა ბარონ კოენი, ჩაცმული როგორც ბორატი ფილმის პრემიერაზე
  • საშა ბარონ კოენი ბორატ საგდიევის როლში. ბორატი თავდაპირველად შეიქმნა ბარონ კოენის შოუ „Da Ali G Show“-თვის.
  • კენ დავითიანი აზამატ ბაგატოვის როლში. აზამატის პერსონაჟი სპეციალურად ფილმისთვის შექმნეს.
  • ლუნელ კემპბელი ლუნელის როლში.
  • პამელა ანდერსონი თამაშობს საკუთარ თავს. ეკრანზე ჩნდება ფილმის ბოლოში, როდესაც ბორატი მის გატაცებას ცდილობს.[10]
  • ეთიკის მასწავლებლის რეკომენდაციაზე დაყრდნობით, სადილის დროს, ბორატი სხვებს აჩვენებს თავისი შვილის (რომელიც, მისივე თქმით, მოზარდია[11]) შიშველ ფოტოებს. ამ ფოტოებზე გამოსახულია პორნოვარვსკვლავი „Stonie“,[12][13][14][15] რომელიც აირჩიეს იმ მიზეზით, რომ „პროდიუსერები ეძებდნენ ვინმეს, ვინც გამოიყურებოდა როგორც 13 ან 14 წლის, იყო სრულწლოვანი და არ იქნებოდა წინააღმდეგი შიშველი ფოტოების გადაღების“.[16]
  • პოლიტიკოსები ალან ქეისი და ბობ ბარი ფილმში ბორატის რესპონდენტების როლებს ასრულებენ.

ფილმის შექმნა

მსახიობი და მოდელი პამელა ანდერსონი

ბორატის, აზამატის, ლუნელის და პამელა ანდერსონის გარდა, არც ერთი პერსონაჟი მსახიობს არ განუსახიერებია.[4][10][17] ფილმის სცენათა უმრავლესობას სცენარი არ ჰქონია, თუმცა, ტიტრებში მადლობას უხდიან „შიშვლად ჩხუბის კოორდინატორს“.[4] ძირითადად, ფილმში მონაწილეებს არ აფრთხილებდნენ გადაღების შესახებ, თუმცა, ხელს აწერინებდნენ დოკუმენტზე, რომ ისინი არ უჩივლებდნენ სასამართლოში ფილმის შემქმნელებს.[18]

გადაღებები დაიწყო ჯერ კიდევ 2005 წლის იანვარში, როდესაც ბარონ კოენი როდეოში მღეროდა და სიტყვით გამოდიოდა.[19] „Rolling Stone“-თვის მიცემულ ინტერვიუში, ბარონ კოენმა აღნიშნა, რომ ფილმისთვის მთლიანობაში 400 საათის ხანგრძლივობის მასალა გადაიღეს.[20]

ადგილმდებარეობა

ყაზახეთს, როგორიც ის ფილმში აჩვენეს, თითქმის ან საერთოდ არ აქვს რაიმე საერთო ნამდვილ ყაზახეთთან. დისკლეიმერში, შემქმნელები აფრთხილებენ მაყურებელს, რომ მათი მხრიდან არ ყოფილა მცდელობა, „გადმოეცათ ყაზახეთთან დაკავშირებული ადამიანების ნამდვილი რწმენა, ტრადიციები თუ ქცევა“. სცენა, სადაც ნაჩვენებია ბორატის მშობლიური სოფელი, გადაიღეს სოფელ გლოდში, რუმინეთი.[21] ბორატის მეზობლის სახელი, ნურსულთან ტუიაკბეი არის ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის და ოპოზიციის ლიდერის ჟარმახან ტუიაკბეის სახელებისა და გვარების ნარევი.

ენა

ყაზახურ ენაზე ფილმში საუბარი არ მიდის. ბორატის მეზობლები განასახიერეს გლოდის მაცხოვრებლებმა, რომლებმაც არ იცოდნენ, თუ რაზე იყო ფილმი. კირილიცა, გამოყენებული ფილმში არის რუსულ და არა ყაზახურ ფორმაში. დასახელებები, რომლებიც ფილმში კირილიცაზეა დაწერილი, ან შეცდომებს შეიცავს, ან სულაც უაზროა. ფილმის დასაწყისში ნაჩვენებ თვითმფრინავზე არსებული წარწერა არის ამობრუნებული რუმინული ანბანის ასოები, ხოლო ფილმის სარეკლამო პოსტერებზე ეწერა „BORДT“, რომელშიც ასო A შეცვალეს Д-თი, რითიც წარწერას უფრო „რუსული გარეგნობა“ მიანიჭეს. ფილმში, ბარონ კოენი ებრაულზე, ხოლო კენ დავითიანი სომხურ ენაზე საუბრობს.[22] ისინი აგრეთვე იყენებენ ფრაზებს სლავური ენებიდან. ბორატის „იაშკემაშ“ (jak się masz) და „ჩენქუი“ (dziękuję) პოლონურ ენაზე ითარგმნება როგორც „როგორ ხარ“ და „მადლობა“.[23] სახლის ჩვენებისას, ბორატი თავის ძროხას ეუბნება „ტიშეს“, რაც რუსულად (ისევე როგორც ბევრ სხვა სლავურ ენაში) ნიშნავს „ჩუმად“ ან იყავი „ჩუმად“.[24]

წაშლილი სცენები

ფილმის DVD ვერსიას მოყვებოდა წაშლილი სცენებიც, მათ შორის ბორატისა და პოლიციელების დიალოგი შუქნიშანთან, მისი ვიზიტი ცხოველთა თავშესაფარში დათვის წასაყვანად, სასტუმროში მასაჟის სეანსის მიღებას და ამერიკელ ექიმთან კონსულტაციას. DVD ვერსიაში ასევე არის ფილმიდან ამოჭრილი სცენებიც. წაშლილ სცენებში აგრეთვე არის ბორატისა და სუპერმარკეტის მეპატრონის დიალოგი, რომლის ფარგლებშიც ბორატი მეპატრონეს ყველის სექციაში ყველა პროდუქტზე უსვამს კითხვას, ხოლო იგი პასუხობს, რომ „ეს ყველია“ („That's cheese“); ადგილობრივი ტელეარხის რეპორტაჟი როდეოზე მომხდარ ინციდენტზე და „ბედნიერი დასასრული“, რომლის ფარგლებშიც ბორატი, აზამატი, ლუნელი და ალექსანდრა პოლი „Baywatch“-ის პაროდიაში, „Sexydrownwatch“-ში იღებენ მონაწილეობას. სცენა, რომელშიც ბორატი „იქცეოდა ისე, თითქოს დააპატიმრეს“ აგრეთვე იქნა გადაღებული, თუმცა, შემქმნელებს მოუწიათ მისი წაშლა, რადგან ციხის ოფიციალურმა პირებმა, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ „დოკუმენტური ფილმი“ სატირა იყო, კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება გადაწყვიტეს.[25] ინტერვიუში, ფილმის ერთ-ერთმა სცენარისტმა, დენ მაცერმა დაადასტურა, რომ ფილმიდან ამოჭრეს სცენა, რომელშიც ბორატი უყურებდა ნამდვილი პორნოგრაფიული ვიდეოს გადაღებას. მაცერმა განაცხადა, რომ სცენა ამოჭრეს, რადგან მას არ გაეწია კონკურენცია „შიშვლად ჩხუბისთვის“, მაგრამ, დაამატა, რომ იყო შესაძლებლობა, რომ სცენა მოხვდებოდა DVD გამოშვებაში.[26] 2016 წელს, ბარონ კოენმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ ასეთი სცენა არსებობდა.[27]

ფილმის გამოშვება

ბარონ კოენი, ჩაცმული როგორც ბორატი, 2006

პრემიერამდე

ბორატის წინასწარი ჩვენება პირველად შედგა 2006 წლის 21 ივლისს, სან-დიეგოში „Comic-Con International“-ზე.[28] პირველი ფასიანი ჩვენება შედგა 2006 წლის „Traverse City Film Festival“-ზე,[29] სადაც ფილმმა ჯილდოც მიიღო.[30]

ფილმის ოფიციალური დებიუტი შედგა ტორონტოში, 2006 წლის 7 სექტემბერს, რაირსონის უნივერსიტეტის კინოთეატრში ტორონტოს საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე. ბარონ კოენი ჩვენებაზე ურემით მივიდა; იგი ბორატის ნაირად იყო ჩაცმული, ხოლო ურემს გლეხურ ტანსაცმელში ჩაცმული ქალები აწვებოდნენ. ჩვენების დაწყებიდან ოცი წუთის შემდეგ, პროექტორი გაფუჭდა. პროექტორის შეკეთებამდე მაყურებლის გასახალისებლად ბარონ კოენმა იმპროვიზირებული წარმოდგენა წამოიწყო, თუმცა, აპარატურის მწყობრში მოყვანა ვერ მოხერხდა.[31][32] ფილმის ხელმეორე ჩვენება შემდეგ ღამეს მოხდა. ჩვენებას დასტინ ჰოფმანიც ესწრებოდა.[33]

ისრაელში ფილმის პოსტერი, რომელზეც ბორატი გამოსახული იყო ბიკინიში, შეცვალეს პოსტერით, სადაც ბორატს უჩვეულო კოსტუმი ეცვა.[34] ფილმის წყალობით, მოხდა ტერმინ „მანკინის“ პოპულარიზაცია.

პრემიერა

ფილმმა მალევე დაიკავა პირველი ადგილი შეერთებულ შტატებში პოპულარობის მიხედვით და პირველობა ორი კვირის შეინარჩუნა. მეორე კვირას, ფილმის შემოსავალმა შეადგინა 28,269,900 დოლარი, პირველ კვირას კი 26,455,463 დოლარი. ამის მიზეზი არის ის, რომ მეორე კვირას ფილმი უფრო მეტ ეკრანზე იყო ნაჩვენები.[35]

ბორატის პირველი პრემიერა შედგა 2006 წლის 1 ნოემბერს, ბელგიაში, ხოლო 3 ნოემბერს პრემიერა შედგა აშშ-ში, კანადაში და 14 ევროპულ ქვეყანაში. პრემიერიდან მალევე, ბორატი ჰიტად იქცა და პირველ კვირას მოაგროვა 26,4 მილიონი აშშ დოლარი, რაც იყო საუკეთესო მაჩვენებელი ფილმისთვის, რომელიც 1,000-ზე ნაკლებ კინოთეატრში აჩვენეს;[36] რეკორდი 2008 წელს, „Hannah Montana & Miley Cyrus: Best of Both Worlds Concert“-მა მოხსნა.[37] თუმცა, პრემიერის პირველ დღეს, ბორატმა მოაგროვა უფრო მეტი (დაახლოებით 9,2 მილიონი[38]), ვიდრე ჰანა მონტანას კონცერტმა (დაახლოებით 8,6 მილიონი).[39] ჩვენების მეორე კვირას ბორატმა პირველი კვირის შემდეგი გააუმჯობესა და 29 მილიონი მოაგროვა.[40]

რეაქცია

კრიტიკა

საიტ „Rotten Tomatoes“-ზე ფილმმა მიიღო 91-პროცნტიანი რეიტინგი, დაფუძნებული 218 გამოხმაურებაზე, საშუალო რეიტინგით 8/10. საიტის კრიტიკოსთა კონსენსუსის მიხედვით, ბორატი არის „ცოტათი სატირა, ცოტათი „shockumentary“[კომ. 2] ბორატი იღებს „high-fives“-ს[კომ. 3] იმისთვის, რომ არის შეურაცხმყოფელი ყველაზე სასაცილო გზით. იაშკემაშ![კომ. 4][41] „Metacritic“-ზე ფილმს აქვს 89 ქულა 100 შესაძლებელიდან 38 კრიტიკოსის რეცენზიაზე დაყრდნობით. საიტზე აღნიშნულია, რომ ფილმმა „საყოველთაო აღიარება“ დაიმსახურა.[42]

„The Atlantic Monthly“-მ, კომედიის ჟანრში მიმდინარე ცვლილებებისთვის მიძღვნილ სტატიაში აღნიშნა, რომ „ის [ბორატი] შესაძლოა ათწლეულში ყველაზე სასაცილო ფილმი იყოს“.[43] მაიკლ მედვედმა ფილმს 4 ვარვსკვლავიდან 3,5 მიანიჭა და აღნიშნა, რომ „ის [ბორატი] არის ერთდროულად სასაცილო და სახის შემკუმშველი, სავსე გენიალური ეპიზოდებით, რომელთა აღწერაც მეგობრებისთვის მოგინდებათ და აღწერის დროს კვლავ გაგეცინებათ“.[44]

„The Guardian“-მა ფილმი „ნულოვანი წლების ათი საუკეთესო ფილმის“ რეიტინგში შეიყვანა.[45]

ფილმზე ნეგატიური რეცენზია დაწერა ამერიკელმა კრიტიკოსმა ჯო ქუინანმა, რომელმაც ბარონ კოენს „ოდიოზური ხეპრე“ უწოდა.[46] მწერალმა კრისტოფერ ჰითჩენსმა, „Slate“-თვის დაწერილ სტატიაში წარმოადგინა კონტრ-არგუმენტი ფილმში ანტი-ამერიკანიზმის არსებობის აზრის წინააღმდეგ. ჰითჩენსის აზრით, ფილმში ნაჩვენებია ნამდვილი ადამიანების მიერ გამოჩენილი უჩვეულო ტოლერანტობა, განსაკუთრებით კი სამხრეთში ჩატარებულ სადილზე მყოფი სტუმრების მიერ.[47]

სხვადასხვა ეპიზოდები ფილმიდან „YouTube“-ზე აიტვირთა, რამაც გამოიწვია არაერთი დისკუსია ინტერნეტ-მომხმარებლებს შორის სხვადასხვა ეროვნებებზე (ყაზახებზე, ამერიკელებზე, პოლონელებზე, რუმინელებზე, ებრაელებზე და ბრიტანელებზე), რომელთა წარმომადგენლების ზოგიერთი თვისება ბარონ კოენმა ბორატის შესაქმნელად გამოიყენა.[48]

შემოსავალი

ამერიკელ მაყურებელს ფილმი ძალიან მოეწონა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩვენება მხოლოდ 837 კინოთეატრში მოხდა, სეანსებზე ყველა ბილეთი იყიდებოდა. პრემიერის პირველ კვირას, ბორატის შემოსავალმა 26,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[36] საშუალოდ, ბორატმა კინოთეატრში 31,511 დოლარი გამოიმუშავა.[49] მეორე კვირას, ფილმი აჩვენეს 2,566 კინოთეატრში, შემოსავალმა კი მთლიანობაში 67.8 მილიონი დოლარი შეადგინა.[40]

გაერთიანებულ სამეფოში ბორატის შემოსავალმა პირველ კვირას 6,242,344 ფუნტ-სტერლინგი (11,935,986 დოლარი) შეადგინა,[50] რაც გაერთიანებულ სამეფოში, 2007 წლის მარტის მდგომარეობით, შემოსავლიანობის მიხედვით 43-ე შედეგია.[51] პრემიერის შემდეგ, ბორატმა მსოფლიოს მასშტაბით 260 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა.[52]

ჯილდოები და ნომინაციები

ბორატი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე, მაგრამ ჯილდო ფილმმა „მიცვალებულები“ მიიღო.[53] ბორატი აგრეთვე ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე მუსიკალური ან კომედიური ჟანრის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში, მაგრამ ამჯერად გამარჯვება „Dreamgirls“-მა მოიპოვა.[6] „The Broadcast Film Critics Association“-მა ბორატი 2006 წლის საუკეთესო კომედიურ ფილმად აღიარა, ხოლო ამერიკის მწერალთა გილდიის ჯილდოს საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში ბორატი კვლავ ერთ-ერთი ნომინანტი იყო.[54][55]

ბარონ კოენმა მოიგო ოქროს გლობუსი მუსიკალური ან კომედიური ჟანრის ფილმში შესრულებული როლისთვის.[6] ასეთივე ჯილდო მან მიიღო „სან ფრანცისკოს კინოკრიტიკოსთა წრისგან“, „იუტას კინოკრიტიკოსთა ასოციაციისგან“, „ტორონტოს კინოკრიტიკოსთა ასოციაციისგან“ და „ფილმების კრიტიკოსთა ონლაინ-საზოგადოებისგან“.[56][57][58][59] „ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ“ ჯილდო საუკეთესო როლისთვის მიანიჭა ბარონ კოენსა და ფორესტ უიტაკერს. ბარონ კოენი აგრეთვე ნომინირებული იყო ასეთ ჯილდოზე „ლონდონის კინოკრიტიკოსთა წრის“ მიერ.[60][61]

„ბორატი“ 2006 წლის ტოპ-10 ფილმის სიაში არაერთმა გამოცემამ შეიყვანა, მათ შორის „American Film Institute“, „Time Magazine“, „Rolling Stone“, „David Ansen for Newsweek“, „Lou Lumenick for the New York Post“.[62][63][64][65]

ბორატის „პენსიაზე გასვლა“

ბარონ კოენის მესამე ფილმი „ბრუნო გამოვიდა 2009 წელს. „Universal Studios“-მა ფილმისთვის 42 მილიონი აშშ დოლარი გამოყო.[66]

რუპერტ მარდოჩმა 2007 წლის იანვარში გამოაცხადა, რომ ბარონ კოენმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც „Fox“-თან ერთად ბორატზე კიდევ ერთ ფილმს გადაიღებდა.[67] ამ განცხადებას ეწინააღმდეგება თვითონ ბარონ კოენის სიტყვები — მსახიობის თქმით, ბორატის პერსონაჟი უკვე ძალიან ცნობილი იყო და ვერ აიცილებდა თავიდან ამოცნობას.[68] „Fox“-ის პრეს-სპიკერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამგვარი ფილმის დაგეგმარების დაწყება ადრე იყო, მაგრამ, კომპანია განიხილავდა მოვლენათა განვითარების ასეთ სცენარს.[69]

შემდგომ, ბარონ კოენმა განაცხადა, რომ „კლავდა“ ბორატისა და ალი ჯის პერსონაჟებს გამომდინარე იქიდან, რომ ისინი უკვე ძალიან ცნობილნი იყვნენ და იგი ვეღარ შეძლებდა ხალხის მოტყუებას. მიუხედავად ამ ორი პერსონაჟის „პენსიაზე გასვლისა“, 2014 წლის 26 თებერვალს ისინი კვლავ გამოჩნდნენ „Ali G: Rezurection“, რომელშიც იყო ალი ჯის შოუს თვრამეტივე გამოშვებაში არსებული სკეტჩები და ახალი ჩანაწერი, სადაც ბარონ კოენი, ალი ჯის როლში, შოუს ესწრებოდა.[70]

ბარონ კოენმა „გააცოცხლა“ ბორატის პერსონაჟი 2015 წლის დეკემბერში, შოუ „Jimmy Kimmel Live!“-ში, თავისი ახალი ფილმის, ძმები გრიმსბიდან ახალი ტრეილერის წარდგენის მიზნით.[71]

სკანდალები

მონაწილეთა რეაქცია

ფილმის პრემიერის შემდეგ, დარმა ართურმა, არხ „WAPT“-ის (ჯექსონი, მისისიპი) ახალი ამბების პროდიუსერმა დაწერა წერილი „Newsweek“-ში, სადაც აღნიშნა, რომ ტელევიზიაში ბორატის გამოჩენამ მას სამსახური დააკარგვინა: „მის გამო, ჩემმა უფროსმა დაკარგა რწმენა ჩემს შესაძლებლობებში და დაიწყო ჩემს მიერ გაკეთებული საქმის კრიტიკა... საწყენია, რომ ადამიანი, რომელიც თავის გზაზე ამდენ ზიანს ტოვებს, კომედიურ გენიოსად ითვლება“. ართურის თქმით, ბორატის გამო ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა, „Associated Press“-სს მან უთხრა, რომ სამსახურიდან თვითონ წამოვიდა.[72] მისი თქმით, ბორატის ეთერში გამოჩენაზე დათანხმებამდე, იგი გაეცნო საზოგადოებასთან ურთიერთობის ვებ-გვერდს, რომელიც მას ბორატის პროდიუსერებმა აჩვენეს.[73]

2006 წლის იანვარში როდეოს ინციდენტისთვის მიძღვნილ სიუჟეტში, ბობი როუიმ, როდეოს ორგანიზატორმა მოყვა, თუ როგორ გახდა ტყუილის მსხვერპლი. მისი თქმით, ბორატის გამოსვლამდე „თვეებით“ ადრე, მასთან მივიდა „ადამიანი კალიფორნიაში ბაზირებული კინოკომპანიიდან, რომელიც იღებდა დოკუმენტურ ფილმს რუს იმიგრანტზე“. როუი დათანხმდა, მიეცა „იმიგრანტისთვის“ აშშ-ის ჰიმნის სიმღერის ნება, მას შემდეგ, რაც მოისმინა მისი ნამღერის ჩანაწერი.[19] ფილმის პრემიერის შემდე, როუიმ თქვა: „ზოგიერთები მოდიან ჩემთან და მეუბნებიან: ჰეი, შენ მაგარ წარმატებას მიაღწიე; კი, მივაღწიე წარმატებას, მაგრამ არა ისე, როგორც მე მინდოდა“.[74] სინდი სტრეიტმა, ბორატის ეთიკის მასწავლებელმა დაიქირავა ადვოკატი, გლორია ალრედი, რომელიც ითხოვდა, რომ კალიფორნიის გენერალურ პროკურორს გამოეძიებინა შესაძლო თაღლითობა ბარონ კოენისა და ფილმის პროდიუსერების მხრიდან.[75]

„The Salon Arts & Entertainment“ აიღო ინტერვიუ ებრაელების ოჯახთან (რომლებიც ფილმში ბორატის და აზამატის მასპინძლები იყვნენ) — მათ ფილმს „ღირსშესანიშნავი“უწოდეს, ხოლო ბარონ კოენი მოიხსენიეს, როგორც „ძალიან მშვენიერი და ძალიან ზრდილობიანი“ და „გენიოსი“.[4] „The Boston Globe“-მა აგრეთვე აიღო ინტერვიუ ებრაელი წყვილისგან. ინტერვიუში მათ აღნიშნეს, რომ ფილმი, მათი აზრით, უფრო ანტი-მუსულმანურია, ვიდრე ანტი-სემიტური; მათ დაამატეს, რომ შიშობდნენ, რომ ბარონ კოენი და მისი მეწყვილე სახლში პორნოგრაფიას გადაიღებდნენ.[76]

„ამერიკელი ვეტერანი ფემინისტების“ ორგანიზაციაში გაწევრიანებულმა ქალებმა, რომლებთანაც ბორატმა ინტერვიუ ჩაწერა, თქვეს, რომ თავი გასულელებულად იგრძნეს და აღნიშნეს, რომ „იგრძნეს რომ რაღაც უცნაურს ჰქონდა ადგილი“ ბორატთან ინტერვიუს დაწყებამდეც და მის შემდეგაც. მოგვიანებით, „The Guardian“-მა დაწერა, რომ იმ ქალებიდან, რომლებისგანაც ბორატმა ინტერვიუ აიღო, ერთი მაინც თვლიდა, რომ ფილმის სანახავად კინოთეატრში ღირდა წასვლა.[77]

„The New York Post“-მა 2006 წლის ნოემბერში დაწერა, რომ პამელა ანდერსონმა გადაწყვიტა გაშორებოდა მეუღლეს, რობერტ რითჩის, რომელსაც ნეგატიური რეაქცია ჰქონდა ანდერსონის ფილმში მონაწილეობაზე. გაზეთის მტკიცებით, რითჩიმ ანდერსონს უთხრა „რომ უბრალოდ მეძავი“ და „ფეთხუმი“ იყო.[78] „Howard Stern Show“-ში მიცემულ ინტერვიუში, ანდერსონმა დაადასტურა, რომ რითჩის ნეგატიური რეაქცია ჰქონდა მის მონაწილეობაზე, მაგრამ არ დაადასტურა, რომ ეს მათი გაშორების მიზეზი გახდა.[79]

სასამართლო გარჩევები

სოფელ გლოდის მაცხოვრებლებმა ბორატის პროდიუსერების წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. მათი თქმით, ისინი მოატყუეს ფილმის შინაარსის შესახებ და გამოაჩინეს, როგორც ინცესტის მიმართ მიდრეკილების მქონენი და უვიცები. ზოგიერთი მაცხოვრებლის თქმით, მათ გადაღებაში მონაწილეობისთვის 3 ლეი გადაუხადეს (2004 წლის მონაცემებით, 1.28 აშშ დოლარი); სხვების თქმით, ჰონორარი 70-დან 100 ამერიკულ დოლარამდე ვარირებდა, თუმცა არ იყო საკმარისი გაწეული ხარჯის კომპენსირებისთვის.[21] გლოდის მოსახლეობა ზიანის აღმოსაფხვრელად 38 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს.[70] მათ მიერ შეტანილი სარჩელი არ მიიღო ამერიკელმა მოსამართლე ლორეტა პრესკამ, გამომდინარე იქიდან, რომ „სარჩელში წამოყენებული ბრალდებები ძალიან ბუნდოვანია“. გლოდელების თქმით, ისინი სარჩელის შეტანას კიდევ ერთხელ აპირებენ.[80]

სტუდენტებმა, რომლებთანაც ერთად ბორატმა იმგზავრა, აგრეთვე შეიტანეს სარჩელი ფილმის შემქმნელების წინააღმდეგ და ისინი დიფამაციაში დაადანაშაულეს.[81][82][83] მათი სარჩელი 2007 წლის თებერვალში უარყვეს.[82] სტუდენტებმა აგრეთვე სცადეს ფილმის DVD-ზე გამოსვლის შეჩერება, მაგრამ, ამჯერადაც მარცხი განიცადეს.[81][82][83][84]

კიდევ ერთი სარჩელი შიეტანა სამხრეთ კაროლინას მაცხოვრებელმა, რომლის თქმითაც რესტორან „Columbia“ სააბაზანო ოთახში ბარონ კოენი, ბორატის როლში, მის გენიტალიებზე კომენტარებს აკეთებდა, რაცეზ მას [დაზარალებულს] თანხმობა არ მიუცია. სარჩელში დაზარალებული აგრეთვე ითხოვდა ამ ეპიზოდის ამსახველი კადრების ამოღებას DVD-დან და ინტერნეტიდან.[85]

მომღერალმა ესმა რეჯეპოვამ აგრეთვე უჩივლა ფილმის პროდიუსერებს მისი სიმღერის „Chaje Šukarije“ ნებართვის გარეშე გამოყენების გამო და კომპენსაციად 800,000 ევრო მოითხოვა.[86][87] საბოლოო ჯამში, მან მიიღო 26,000 ევრო, რადგანაც აღმოჩნდა, რომ მისმა ლეიბლმა მისცა ბარონ კოენს სიმღერის გამოყენების უფლება, თუმცა, თვითონ არტისტს ამის შესახებ არ შეატყობინა.[88]

ფელიქს ჩედენომ, 31 წლის ამერიკელმა, უჩივლა „20th Century Fox“-ს და 2.25 მილიონი დოლარი მოითხოვა. იგი კადრში მოხვდა იმ მომენტში, როდესაც ბორატს მეტროში ჩემოდნიდან ცოცხალი ქათამი „ამოუხტა“. მოგვიანებით, ჩედენომ სარჩელი გამოიტანა და ვერც კომპენსაცია მიიღო.[89][90]

ბალტიმორის მაცხოვრებელმა, მაიკლ ფშენისკამ სასამართლოში უჩივლა ბარონ კოენს, „20th Century Fox“-ს და ფილმთან დაკავშირებულ სხვა პირებს. პშენისკას, გავრცელებული ცნობებით, 500 დოლარი გადაუხადეს, რათა მას „ყაზახი ჟურნალისტისთვის“ მანქანის მართვის გაკვეთილი მიეცა. პშენისკას თქმით, მას უთხრეს, რომ „ეს იყო დოკუმენტური ფილმი უცხოელების ამერიკულ ცხოვრებაში ინტეგრაციაზე“; მისივე თქმით, ფილმის რეალური მიზნების ცოდნის შემთხვევაში, ის ფილმში მონაწილეობას არ მიიღებდა. მან აგრეთვე დაამატა, რომ კინოსურათის რეკლამაში შემქმნელებმა მისი ფოტოები გამოიყენეს.[91] საქმე 2008 წლის სექტემბერში დაიხურა.[92]

ჯეფრი ლემერონდმა, რომელიც ნიუ-იორკში ბორატისგან გარბოდა და ყვიროდა „მომშორდი“-ს, აგრეთვე შეიტანა სარჩელი ფილმის შემქმნელების წინააღმდეგ. მისი თქმით, კინოსურათში მისი მონაწილეობით გადაღებული სცენის ჩასმა არალეგალური იყო; მან აღნიშნა, რომ დაექვემდებარა საჯარო „დაცინვას, დეგრადაციასა და დამცირებას“. არც ლემერონდის სარჩელი აღმოჩნდა წარმატებული.[93]

ბარონ კოენმა აღნიშნა, რომ ერთხელ მიუვიდა წერილი, სადაც ადვოკატი ატყობინებდა, რომ იმ კვირის ბოლოს მის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანდნენ. მისი თქმით, წერილის ბოლოში ეწერა „P.S[კომ. 5] ფილმი მომეწონა. შეგიძლია[თ] ხელი მოაწეროთ პოსტერს ჩემი შვილი ჯერემისთვის?“.[კომ. 6][70]

რეაქცია ყაზახეთში

ყაზახეთის ხელისუფლებამ თავიდან ბორატის პერსონაჟი დაგმო. 2005 წელს, „MTV Movie Awards“-ზე ბორატის გამოჩენის შემდეგ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბარონ კოენს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა, ხოლო ყაზახურ დომენზე დარეგისტრირებული საიტი, www.borat.kz ხელისუფლებამ გათიშა.[94][95] ყაზახეთის მთავრობამ აგრეთვე წამოიწყო კამპანია „ევრაზიის გული“, რომელიც მიზნად ისახავდა ბორატის მიერ შექმნილი შთაბეჭდილების შეცვლა-გაქარწყლებას. საპასუხოდ, ბარონ კოენმა, ბორატის როლში, თეთრი სახლის წინ პრეს-კონფერენცია მოაწყო, სადაც კამპანია დაგმო და მას უზბეკი „ბოროტი სულელების“ პროპაგანდა უწოდა.[96][97] ფილმში უზბეკეთი ბორატის მიერ ყაზახეთის მეორე ყველაზე დიდ პრობლემადაა მოხსენიებული; პირველ ადგილზე ებრაელები არიან. 2006 წლის ნოემბერში, ყაზახი ტელეპერსონა, ჟანტემირ ბაიმუხამედოვი ლონდონში გაემგზავრა. ვიზიტის მიზანი, მისი თქმით, იყო ბარონ კოენისთვის ცხენის ხორცის და შარდის გადაცემა; ბორატის თქმით, ეს ყაზახეთში ეროვნული საჭმელი და სასმელი იყო. ბაიმუხამედოვმა ბარონ კოენთან შეხვედრა ვერ მოახერხა.[98]

2006 წელს, „Gemini Films“-მა, „20th Century Fox“ დისტრიბუტორმა ცენტრალურ აზიაში შეასრულა ყაზახეთის მთავრობის მოთხოვნა და არ გაუშვა ფილმი ჩვენებაში.[8] იმავე წელს, ყაზახმა ელჩმა, ერლან იდრისოვმა ფილმს უყურა და მის ზოგიერთ ეპიზოდს სასაცილოდ უწოდა და დაწერა, რომ ფილმმა „ყაზახეთი მსოფლიოს რუკაზე გამოაჩინა“.[99] 2012 წელს, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერჟან კაჟიანოვმა განაცხადა ქვეყანაში ტურიზმის და გაცემული ვიზების რაოდენობის ზრდაზე. კაჟიანოვმა დაამატა: „მადლობას ვუხდი ბორატს ყაზახეთში ტურისტების მოზიდვისთვის“.[100]

იერლან ასკარბეკოვმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ყაზახმა სპეციალისტმა 2016 წელს დაწერა, რომ მისმა ბევრმა კოლეგამ ყაზახურ მედიაში ბორატი პიარისთვის ფასეულ შესაძლებლობად მიიჩნია. მისი თქმით, ბორატმა ყველაზე მეტად გააბრაზა ყაზახი სტუდენტები, რომლებიც აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში სწავლობდნენ. სტუდენტებს, ასკარბეკოვის აზრით, ესმოდათ ფილმის სატირული განზრახვა, თუმცა, შიშობდნენ, რომ მათ მეგობრებს ფილმში ასახული „ფაქტები“ ნამდვილი ეგონებოდათ. მისივე აზრით, ინტერესი პერსონაჟის მიმართ ყაზახეთის შიგნით გაქრა, მას შემდეგ რაც ყაზახებმა მიიჩნიეს, რომ ფილმის შექმნის მიზანი იყო „ამერიკელების ცრურწმენების წარმოჩენა და უცხოელების აზრის ჩვენება აშშ-ს შესახებ“.[98]

ყაზახურმა ტაბლოიდმა „Karavan“-მა ბორატი წლის საუკეთესო ფილმად აღიარა. გაზეთის აზრით, ფილმი „ნამდვილად არ ყოფილა ანტი-ყაზახური, ანტი-ბოშური ან ანტი-სემიტური“, არამედ იყო „დაუნდობლად ანტი-ამერიკული... გასაოცრად სასაცილო და ამავე დროს სატირელი“.[101] ბორატი ასევე მოეწონა ყაზახ ნოველისტ საპაბეკ ასიპ-ულის, რომლის აზრითაც ბარონ კოენი „ხელოვნების მეცენატთა ყაზახური კლუბის“ ჯილდოს მიღების ნომინანტი უნდა გამხდარიყო. გაზეთ „Время“-ში გამოქვეყნებულ წერილში, ასიპ-ულიმ დაწერა, რომ „ბორატმა მოახერხა გამოეწვია მსოფლიო ინტერესი ყაზახეთის მიმართ—ის, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში. თუ სახელმწიფოს ოფიციალურ პირებს საერთოდ არ აქვთ იუმორის გრძნობა, მათი ქვეყანა დასაცინი ხდება“.[102] „Amazon“-ის გაერთიანებული სამეფოს ფილიალის მონაცემებით, ფილმის DVD ვერსიაზე შეკვეთა ყაზახეთის ტერიტორიიდან საკმაოდ დიდი მასშტაბით მიდიოდა.[103]

პაროდიული ჰიმნის გამოყენება

2012 წლის მარტში, ყაზახეთის ეროვნული ჰიმნის პაროდიული ვერსია, რომელიც ფილმში იქნა გამოყენებული და აღნიშნავს, რომ ყაზახეთი განთქმულია მაღალხარისხიანი კალიუმის ექსპორტით და „რეგიონში სისუფთავით მეორე პროსტიტუტი ქალებით“, შემთხვევით გამოიყენეს ქუვეითის ემირის მიერ მოწყობილი სასროლო ტურნირის დაჯილდოებისას. ოქროს მედლის გამარჯვებული, მარია დმიტრიენკო ჰიმნის „შესრულების“ დროს ფიცარნაგზე იდგა. ყაზახეთის დელეგაციის ჩივილის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონია ხელმეორედ ჩაატარეს. ინციდენტი, დიდი ალბათობით, მოხდა ინტერნეტიდან არასწორი მელოდიის გადმოწერის გამო.[104][105][106]

ბრალდებები ეთნიკურ დიფამაციაში

„ანტიბოშური კვლევის ევროპული ცენტრმა“, რომელიც იბრძვის ბოშების მიმართ არსებული ნეგატიური განწყობების წინააღმდეგ, შეიტანა სარჩელი[107] გერმანიის პროკურატურაში 2006 წლის 18 ოქტომბერში, ფილმში ბოშების მიმართ გამოვლენილი მიდგომის გამო. სარჩელში, ფილმს ადანაშაულებენ ეთნიკური ჯგუფის დიფამაციასა და მის მიმართ ძალადობის წაქეზებაში.[108] საპასუხოდ, „20th Century Fox“-მა განაცხადა, რომ გერმანიაში ნაჩვენები ტრეილერებიდან, ისევე როგორც ფილმის ვებ-გვერდიდან, ამოიღებდა ბოშების ყველა ხსენებას.[109]

ფილმის პრემიერამდე, „ანტი-დიფამაციურმა ლიგამ“ (ადლ) გამოაქვეყნა განცხადება, სადაც გამოხატა აღშფოთება ბორატში არსებულ ანტი-სემიტიზმთან დაკავშირებით.[110] როგორც „ადლ„-მ, ისევე ბარონ კოენმა (რომელიც თვითონ არის ებრაელი) განაცხადა, რომ მთავარი გმირის ანტი-სემიტიზმი მიზნად ისახავს სხვებისთვის მისაღები ცრურწმენების ჩვენებას,[111] თუმცა, „ადლ“-მა გამოთქვა ვარაუდი, რომ მაყურებლის ნაწილი საერთოდ არ მიაქცევს ყურადღებას ფილმში არსებული იუმორის ამ ასპექტს, ხოლო „ზოგი ამას საკუთარი ფანატიზმის გასამაგრებელ საბაბად ჩათვლის“.[112]

ცენზურა არაბულ სამყაროში

ფილმი აკრძალეს მთელ არაბულ სამყაროში, გარდა ლიბანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისა (ამ ქვეყნებში ფილმი მკაცრ ცენზურას დაექვემდებარა).[7][113] იუსუფ აბდულ ჰამიდმა, დუბაელმა ცენზორმა ფილს „საძაგელი, შეურაცხმყოფელი და ძალიან ცუცურაკული“ უწოდა. მისი თქმით, ცენზურის შეგედაგ ამოჭრილი შეურაცხმყოფელი მომენტების გარეშე, ფილმში მხოლოდ ნახევარი საათის მასალა რჩებოდა.[113]

საუნდტრეკი

ბორატის საუნდტრეკი „iTunes“-ზე გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს, მაღაზიებში კი 31 ოქტომბერს. ხუთი ტრეკის დასახელება იყო „კინოფილმიდან ამოჭრილი დიალოგები“; ალბომში აგრეთვე შედიოდა სკანდალური ანტი-სემიტური სიმღერა „In My Country There Is Problem“[კომ. 7] „ალი ჯის შოუდან“.[114]

ალბომში შესულ სახალხო მუსიკას არ აქვს საერთო ნამდვილ ყაზახურ სახალხო მუსიკასთან. ალბომში მოხვდა სიმღერები ბოშა და ბალკანელი შემსრულებლებისგან (ძირითადად, ემირ კუსტურიცა და გორან ბრეგოვიჩი). ალბომში აგრეთვე არის თვითონ ბარონ კოენის, მისი ძმის, ერან ბარონ კოენის სიმღერები და ბორატის მიერ „შესრულებული“ სიმრერები.

გამოცემები

მეორე რეგიონში DVD გამოვიდა 2007 წლის 5 მარტს, პირველ რეგიონში კი შემდეგ დღეს.[115][116] ბონუსად, DVD გამოშვებას მოჰყვება წაშლილი სცენები, ფილმის საუნდტრეკის ალბომის ყალბი რეკლამა და ფილმის რუსული, ინგლისური, ფრანგული და ესპანური თარგმანი. აგრეთვე შესაძლებელია ებრაული გახმოვანების არჩევა, თუმცა, ამ შემთხვევაში ეკრანზე ჩნდება გაფრთხილება: „შენ გამოგიჭირეს, ებრაელო!“. გაფრთხილება მაყურებელს სთხოვს, არ შეიცვალოს არსებობის ფორმა და კლანჭები დასანახ ადგილზე ჰქონდეს. გარდა ამისა, ბონუსის სახით, DVD გამოშვებაში არის ბარონ კოენის, როგორც ბორატის, სტუმრობის ჩანაწერი სხვადასხვა შოუებში — მათ შორის „The Tonight Show with Jay Leno“, „Late Night with Conan O'Brien“, „Toronto International Film Festival“ და „Saturday Night Live“. ასევე, DVD ვერსიაში არის ადგილობრივი არხის რეპორტაჟი ბორატის და როდეოს ინციდენტთან დაკავშირებით და ინტერვიუ როდეოს მფლობელ ბობი როუისთან.

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში გავრცელებულ საავტორო უფლებების დარღვევაზე ხუმრობისთვის, პირველი (აშშ, კანადა), მეორე (ევროპა, იაპონია, სამხრეთ აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი) და მეოთხე რეგიონებისთვის (ლათინური ამერიკა, ოკეანია) განკუთვნილი პროდუქტი შეფუთულია, როგორც უცხოური წარმოშობის. ყდა არის ინგლისურ ენაზე, მაგრამ, ზოგიერთ ადგილებში, შეიმჩნევა კირილიცა. გარდა ამისა, ყდის ბეჭდვის ხარისხი სპეციალურად არის ცუდი. სიტყვა „ბორატი“ („Borat“) წერია, როგორც „BOЯAT“ (ასო R უკუღმაა დაწერილი და გამოიყურება, როგორც Я).[117] UMD ვერსიის იარლიყზე ის [დისკი] გასაღებულია, როგორც არარსებული UMD-R. „Fox“-ის რეკლამაშიც, წარწერები არის ცუდად დაბეჭდილი და გამოიყენება გატეხილი ინგლისური. რეკლამის თანახმად, „აშ და შ-დან უფრო მეტი ფილმის დისკებია ხელმისაწვდომი“[კომ. 8] და „აგრეთვე ლეგალურია ფლობა ყაზახეთში“.[კომ. 9]

სხვადასხვა ხუმრობები არის DVD დისკზე ჩაწერილ მასალაშიც. მენიუ გამოიყურება ისე, თითქოს ჩართული იყოს ძველ, კარგად ნამუშევარ პროექტორზე, ხოლო კირილიცაზე დაწერილი ტექსტი ნათარგმნია გატეხილ ინგლისურზე. თვითონ DVD-დისკი აღწერილია, როგორც „წინასწარ ჩაწერილი ფილმისდისკი განზრახვა სახლში კინოფილმის ყურებისთვის“[კომ. 10], ხოლო მაყურებელს აფრთხილებენ, რომ „ფილმის დისკის მეკობრული ასლების გაყიდვა გამოიწვევს დასჯას გასრესვით“. დისკზე ჩაწერილ ტრეილერებში, არის დაპირება, რომ ფერადი ფილმები „ყაზახეთში 2028 წელს გამოჩნდება“. 2007 წლის აპრილის მონაცემებით გაიყიდა 3,5 მილიონი დისკი, შემოსავალმა კი 55 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[118] ბორატი გამოვიდა Blu-Ray-ზე აშშ-ში 2009 წლის 9 ნოემბერს.[119]

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

  1. სიტყვის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ფილმი არის დოკუმენტური სტილის, თუმცა, მასში მოყვანილი „ფაქტები“ არ არის ნამდვილი და კომედიურ/სახუმარო ხასიათს ატარებს. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ-ინგლისურ ლექსიკონებში არ არის ამ სიტყვის თარგმანი, იგი ორიგინალურ (ინგლისურ) ენაზეა წარმოდგენილი.
  2. დოკუმენტურ სტილში გადაღებული ფილმი, რომელშიც მოცემული „ფაქტები“ ცუდი მნიშვნელობით იწვევს შოკს.
  3. ფილმში ბორატი უცნაური ხმითა და აქცენტით ხშირად სთხოვს სხვებს „ხელის ჩარტყმას“ (high five) იმ მომენტებში, როდესაც ეს ჟესტი საერთოდ არ არის შესაფერისი.
  4. ორიგინალში — Jagshemash
  5. Post Scriptum; ლათინურიდან პირდაპირ ითარგმნება, როგორც „დაწერილის შემდეგ“
  6. ორიგინალში — „P.S. Loved the movie. Can you sign a poster for my son Jeremy?“
  7. ითარგმნება, როგორც „ჩემ ქვეყანაში არის პრობლემა“.
  8. ორიგინალში — „More movie discs available from US&A“
  9. ორიგინალში — „Also legal to own in Kazakhstan“.
  10. ორიგინალში — „prerecorded moviedisc for purpose domestic viewing of moviefilm“

სქოლიო

  1. Borat – Cultural Learnings of America For Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan. British Board of Film Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-25. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2013.
  2. Borat Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan (2006). British Film Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-18. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2014.
  3. 3.0 3.1 Borat: Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan (2006). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 20 March 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Marchese, David and Paskin, Willa. What's real in "Borat"? Salon.com, 10 November 2006. Retrieved on 2007-03-07.
  5. Partridge, Eric (2002). "Dictionary of Slang and Unconventional English". p. 422. Routledge 2002
  6. 6.0 6.1 6.2 "Nominations & winners" დაარქივებული 14 May 2007 საიტზე Wayback Machine. , Hollywood Foreign Press Association, 2006. Retrieved on 17 March 2007.
  7. 7.0 7.1 „Arab countries ban Borat“. Guardian Unlimited Film. London: The Guardian. 1 December 2006. ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  8. 8.0 8.1 „Moscow gives 'Borat' a thumb's down“. International Herald Tribune. New York Times. 9 November 2006. ციტირების თარიღი: 9 April 2013.
  9. – ‘Borat’ sequel to be released by Amazon before election, AP
  10. 10.0 10.1 Carroll, Larry (6 November 2006). „Was Pamela Anderson In On The Joke? A 'Borat' Investigation“. MTV. ციტირების თარიღი: 1 September 2010.
  11. Gregorian, Dareh (25 October 2007). „Etiquette Expert Pranked in 'Borat' Sues“. Fox News. ციტირების თარიღი: 11 January 2011.
  12. Gay XXX Star, Stonie, Portrays Teen Son Of Borat. gaywebmasters.com (8 November 2006). ციტირების თარიღი: 14 December 2010.
  13. Hilton, Perez. (11 January 2008) Borat's Son Becomes Borat's Daughter!!!. perezhilton.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 May 2011. ციტირების თარიღი: 14 December 2010.
  14. Sechrest, Jason. (9 January 2008) Stonie Becomes A Woman. jasoncurious.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 December 2010. ციტირების თარიღი: 14 December 2010.
  15. Adams, JC. (10 January 2008) Meet Brittany Coxxx (a.k.a. Stonie). The Adams Report (gayporntimes.com). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2010. ციტირების თარიღი: 13 December 2010.
  16. Revealed: Borat's Son a Gay Porn Star. radaronline.com (27 October 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 August 2011. ციტირების თარიღი: 13 December 2010.
  17. Gonshor, Adam. Meet Actor Ken Davitian, the Real Azamat from Borat. დაარქივებული 10 July 2007 საიტზე Wayback Machine. andPOP.com, 7 February 2007. Retrieved on 2007-03-16.
  18. Engber, Daniel. Borat Tricked Me! Can't I Sue Him or Something? Slate.com, 24 October 2006. Retrieved on 2007-03-14.
  19. 19.0 19.1 Laurence Hammack (9 January 2005). „Rodeo in Salem gets unexpected song rendition“. The Roanoke Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აპრილი 2013. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი 2018.
  20. Strauss, Neil. "The Man Behind The Mustache". p. 2 დაარქივებული 19 December 2006 საიტზე Wayback Machine. Rolling Stone, 14 November 2006. Retrieved on 2007-03-09.
  21. 21.0 21.1 'If I See Borat, I Will Kill Him With My Own Hands'. ABC News. 17 November 2006. ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  22. Secret of Borat's fluent Kazakh – it's Hebrew. The Guardian, 20 December 2006. Retrieved on 2007-03-09.
  23. Basic Polish vocabulary for survival დაარქივებული 5 January 2007 საიტზე Wayback Machine. Zem.com. Retrieved on 17 March 2007.
  24. English-Russian associative dictionary დაარქივებული 2009-12-28 საიტზე Wayback Machine. . Retrieved on 30 October 2009.
  25. Tony Perry. (4 December 2006) Borat crew ends up shooting blanks in jail. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 12 February 2014.
  26. "Porn Scene Cut from Borat", FantasyMoguls.com. Retrieved on 18 January 2007
  27. Sean Fitz-Gerald. (3 March 2016) Sacha Baron Cohen Recalls the Time Borat Tried to Help Make a Porno. Vulture. ციტირების თარიღი: 9 July 2016.
  28. MovieWeb.com დაარქივებული 18 August 2006 საიტზე Wayback Machine. : "Comic-Con 2006: Fox Unveils Eragon", Reno 911 Miami, Borat and Pathfinder. Retrieved on 21 December 2006
  29. Snyder, Gabriel. Variety.com: "Moore takes the floor". Retrieved on 21 December 2006
  30. 2006 Traverse City Film Festival Awards დაარქივებული 7 February 2008 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, Traverse City Record Eagle, 7 August 2006. Retrieved on 21 December 2006.
  31. Borat satire turns to farce in Toronto. Yedioth Internet (9 October 2006). ციტირების თარიღი: 12 February 2014.
  32. 'Borat' satire turns to farce at Toronto festival. Scotsman.com (8 September 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 September 2006. ციტირების თარიღი: 21 December 2006.
  33. "What's happening at the Toronto Film Fest?", USA Today, 17 September 2006. Retrieved on 21 December 2006
  34. „Posters advertising Borat movie sanitized for Israeli consumption“. Haaretz.com. Haaretz. 20 November 2006. ციტირების თარიღი: 15 January 2007.
  35. Box Office and Business for Borat: Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan. IMDB. ციტირების თარიღი: 9 March 2007.
  36. 36.0 36.1 Rich, Joshua (5 November 2006). „Borat Shocks Hollywood“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 29 January 2012.
  37. „Hannah Montana/Miley Cyrus: Best of Both Worlds Concert Tour (2008) – Weekend Box Office Results“. 3 February 2008. ციტირების თარიღი: 31 July 2009.
  38. „Borat: Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan (2006) – Daily Box Office Results“. 4 November 2006. ციტირების თარიღი: 31 July 2009.
  39. „Hannah Montana/Miley Cyrus: Best of Both Worlds Concert Tour (2008) – Daily Box Office Results“. 2 February 2008. ციტირების თარიღი: 31 July 2009.
  40. 40.0 40.1 "Borat" makes benefit glorious with US$29 mln“. 14 ნოემბერი 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აგვისტო 2007. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი 2006.
  41. „Borat on Rotten Tomatoes“. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: 27 February 2018.
  42. http://www.metacritic.com/movie/borat-cultural-learnings-of-america-for-make-benefit-glorious-nation-of-kazakhstan
  43. Hirschorn, Michael (November 2006). „Thank You, YouTube: DIY video is making merely professional television seem stodgy, slow and hopelessly last century“. The Atlantic Monthly: 147.
  44. Borat. Michael Medved – Eye On Entertainment. Retrieved on 17 March 2007.[მკვდარი ბმული]
  45. Pulver, Andrew. (31 December 2009) Best films of the noughties. The Guardian. ციტირების თარიღი: 1 January 2015.
  46. Queenan, Joe. 'The Honeymoon is Over' (Joe Queenan dismisses Borat as an odious twit.) The Guardian, 24 November 2006. Retrieved on 2007-03-09.
  47. Hitchens, Christopher. Kazakh Like Me. Slate.com, 13 November 2006. Retrieved on 2007-03-11.
  48. Kaprāns, Mārtiņš (2011) 'Did we ignore the social commentary? Responding to Borat on YouTube' დაარქივებული 6 May 2012 საიტზე Wayback Machine. , Platform: Journal of Media and Communication (November): 24–40. Retrieved on 3 June 2012.
  49. Borat: Bigger Than Santa Clause!. Comingsoon.net (6 November 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  50. 2006. Sky-is-falling.co.uk. Retrieved on 12 March 2007.
  51. Openings – all time. Sky-is-falling.co.uk. Retrieved on 12 March 2007.
  52. Box Office Mojo – Borat: Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan. Retrieved on 16 March 2007.
  53. 79th Annual Academy Awards. OSCAR.com. Retrieved on 17 March 2007.
  54. Winners 2006. დაარქივებული 14 December 2005 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links BFCA.org. Retrieved on 17 March 2007.
  55. WGA Awards 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 July 2010. WGA.com. Retrieved on 17 March 2007.
  56. 2006 San Francisco Film Critics Circle Awards დაარქივებული 19 May 2007 საიტზე Wayback Machine. , San Francisco Film Critics Circle, 2006. Retrieved on 17 March 2007.
  57. Utah Film Critics Association Awards 2006. AltFG.com. Retrieved on 17 March 2007.
  58. Torontofilmcritics.com დაარქივებული 30 September 2007 საიტზე Wayback Machine. TFCA Awards 2006. Retrieved on 17 March 2007.
  59. Online Film Critics Society Awards 2006. დაარქივებული 2 March 2007 საიტზე Wayback Machine. Rotten Tomatoes. Retrieved on 17 March 2007.
  60. Los Angeles Film Critics announce 2006 award winners დაარქივებული 20 December 2006 საიტზე Wayback Machine. , Los Angeles Film Critics Association, 2006. Retrieved on 17 March 2007.
  61. 27th London Film Critics' Circle Awards – 2006 AltFG.com. Retrieved on 17 March 2007.
  62. AFI Awards 2006 დაარქივებული 2011-06-05 საიტზე Wayback Machine. . AFI.com. Retrieved on 6 January 2007.
  63. Time.com: დაარქივებული 2013-07-08 საიტზე Wayback Machine. 10 Best Movies, 25 December 2006. Retrieved on 2007-01-06.
  64. Rolling Stone: დაარქივებული 2010-04-15 საიტზე Wayback Machine. The 10 Best Movies of 2006. Retrieved on 6 January 2007.
  65. Metacritic: დაარქივებული 13 December 2007 საიტზე Wayback Machine. 2006 Film Critic Top Ten Lists. Retrieved on 6 January 2007.
  66. Baron Cohen 'gets £22 m film deal'. BBC News, 31 October 2006. Retrieved on 2007-03-10.
  67. Sacha Baron Cohen signs for 'Borat 2'. Reuters, 8 February 2007. Retrieved on 9 February 2007
  68. King of the Globes Sacha kills Borat დაარქივებული 4 February 2007 საიტზე Wayback Machine. . Monsters and Critics. 16 January 2007. Retrieved on 2007-02-09.
  69. Borat sequel put on hold. The Age, 9 February 2007. Retrieved on 9 February 2007
  70. 70.0 70.1 70.2 David S Morgan (22 December 2007). „Borat He Dead, I Kill Him, Gone“. Showbuzz.cbsnews.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 November 2007. ციტირების თარიღი: 12 July 2009.
  71. Borat Premieres the New Trailer for "The Brothers Grimsby".
  72. Carlson, Erin (13 November 2006), 'Borat' Victims Upset at Being Duped, washingtonpost.com
  73. „Dharma and … Borat? A 'Victim' Complains“. Fox News Channel. 2 November 2006. ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  74. Kremer, Aaron (24 October 2006). 'Borat' roped in Va. crowd“. excerpt-The Birmingham News. Richmond storyID=3544. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ნოემბერი 2005. ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  75. Sweetingham, Lisa. „Etiquette expert is latest to lash out at 'Borat' creator, claiming humiliation“. Court TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ნოემბერი 2006. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2006.
  76. Kahn, Joseph P. (18 November 2006). „Duped by Borat, couple rises above insults and has a laugh“. Boston Globe. ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  77. Toms, Katie (29 October 2006). „Oh, Borat, you Bounder“. Guardian.com. London: The Guardian. ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  78. Bonawitz, Amy (28 November 2006). „Did 'Borat' Cause Pam And Kid's Split?“. CBS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ნოემბერი 2010. ციტირების თარიღი: 1 September 2010.
  79. Anderson: "Kid Rock Was Unhappy About 'Borat'". Hollywood.com (18 December 2006). ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  80. NYC Judge Questions Viability Of Villagers' 'Borat' Lawsuit. Abclocal.go.com (5 December 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ნოემბერი 2007. ციტირების თარიღი: 12 July 2009.
  81. 81.0 81.1 „US students sue over Borat film“. BBC News. 10 November 2006. ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  82. 82.0 82.1 82.2 Finn, Natalie. Judge Nixes Borat Suit. E! Online 21 February 2007. Retrieved on 2007-03-07.
  83. 83.0 83.1 Bamboozled By Borat?. The Smoking Gun (13 November 2006). ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  84. Borat 'victims' fail to block DVD. BBC News, 12 December 2006. Retrieved on 2007-03-07.
  85. „S.C. man sues after deleted Borat bathroom scene appears on cable, Internet“. Florida Times-Union. Associated Press. 12 დეკემბერი 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2007. ციტირების თარიღი: 13 აპრილი 2007. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  86. Можна нова тужба за Борат. BBC Macedonian, 7 December 2006. Retrieved on 2007-3-19.
  87. Macedonian songstress to sue 'Borat' filmmakers. The Age, 16 December 2006. Retrieved on 2007-3-19.
  88. Esma wins lawsuit against Sacha Kohen. makfax.com.mk (29 July 2009). ციტირების თარიღი: 30 July 2009.[მკვდარი ბმული]
  89. Writs go crackers: Borat sued yet again. Chortle.co.uk. ციტირების თარიღი: 12 July 2009.
  90. In New York, One 'Borat' Case Falls, Three to Go (February 11, 2008). ციტირების თარიღი: February 5, 2017.
  91. „Borat's driving instructor sues“. BBC News. 5 December 2007.
  92. Glorious NYC lawsuit ruling for Borat filmmakers. USA Today (9 September 2008). ციტირების თარიღი: 12 February 2014.
  93. „Entertainment | Judge dismisses Borat legal case“. BBC News. 3 April 2008. ციტირების თარიღი: 12 July 2009.
  94. Wolf, Buck. Kazakhstan Not Laughing at 'Ali G'. ABC News, 15 November 2005. Retrieved on 8 March 2007
  95. Lee, Matthew. Films Listed Among Human Rights Victims[მკვდარი ბმული]. The Guardian, Associated Press, 8 March 2007. Retrieved on 2007-03-08.
  96. Borat Sagdiyev Delivers a Message to Washington. NPR (29 September 2006). ციტირების თარიღი: 12 February 2014.
  97. „A Recap From the World's Leading Boratologist“. Harper's. 4 October 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 March 2007. ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  98. 98.0 98.1 Askarbekov, Yerlan. (28 October 2016) What Kazakhstan really thought of Borat. ციტირების თარიღი: 2 November 2016.
  99. Gardner, Hannah (9 ნოემბერი 2006). „`Borat' Film Banned by Russian Regulator as Offensive“. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 9 აპრილი 2013.
  100. „Kazakhstan thanks Borat for 'boosting tourism'. BBC. 24 April 2012. ციტირების თარიღი: 9 April 2013.
  101. Birds get the best of Bond. The Guardian, 20 November 2006. Retrieved on 2007-03-17.
  102. „Cohen Nominated for Kazakh Award“. Internet Movie Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 დეკემბერი 2006. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი 2006.
  103. Borat DVD a top seller in Kazakhstan. CBC Arts, 12 March 2007. Retrieved on 2007-04-12.
  104. borat anthem played by mistake at medals ceremony. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 March 2012.
  105. „Borat anthem stuns Kazakh gold medallist in Kuwait“. BBC News. 23 March 2012.
  106. The Ridiculist: Borat National Anthem Played in Kazakhstan, CNN
  107. „Presse Erkl€ärung“ (PDF) (პრეს-რელიზი) (German). European Center for Antiziganism Research. 17 ოქტომბერი 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 1 დეკემბერი 2006. ციტირების თარიღი: 8 მარტი 2007.
  108. „Now Gypsies want Borat banned“. Sydney Morning Herald. 18 October 2006. ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  109. Roma und Sinti Verbände stoppen "Zigeuner" Kampagne zu Borat (PDF). Europäisches Zentrum für Antiziganismusforschung (27 October 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 November 2006. ციტირების თარიღი: 4 November 2006.
  110. Statement On The Comedy Of Sacha Baron Cohen, A.K.A. Borat. დაარქივებული 12 February 2007 საიტზე Wayback Machine. Ant-Defamation League, 28 September 2006. Retrieved on 26 March 2007
  111. „Cohen defends 'racist' Borat film“. BBC News. 16 November 2006. ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  112. „ADL: Concerned over Borat's depiction of anti-Semitism“. ynetnews.com. Ynetnews. 30 September 2006. ციტირების თარიღი: 17 March 2007.
  113. 113.0 113.1 Ali, Jaafar (30 November 2006). 'Borat' gross-outs fall flat in Mideast“. Variety. ციტირების თარიღი: 29 June 2007. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  114. Don't Throw 'Borat' Soundtrack Down the Well. დაარქივებული 2007-03-24 საიტზე Wayback Machine. SPIN.com, 12 October 2006. Retrieved on 2007-03-11.
  115. "Borat DVD to Be Released As Is on March 6". დაარქივებული 10 March 2007 საიტზე Wayback Machine. Movieweb.com, 9 January 2007. Retrieved on 2007-03-11.
  116. Borat: In DVD!. Allocine.co.uk. Retrieved on 11 March 2007.
  117. Couture, John. 'Borat' DVD gets pirated… NOT! VideoETA.com, 2 March 2007. Retrieved on 2007-03-11.
  118. Sales of Borat movie DVD
  119. Borat, Ais, 2009-11-09, https://www.amazon.com/Borat-Blu-ray-2006/dp/B002M4CEZG/ref=tmm_mfc_swatch_0?_encoding=UTF8&qid=&sr=. წაკითხვის თარიღი: 2018-05-17