პამელა ანდერსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პამელა ანდერსონი

პამელა ანდერსონი 2019 წელს
დაბადების სახელი პამელა დენიზ ანდერსონი
დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1967 (1967-07-01) (56 წლის)
ლედისმითი, ბრიტანეთის კოლუმბია
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
პროდიუსერი
მწერალი
აქტიური 1989–დღემდე
მეუღლე(ები) ტომი ლი
(1995–1998, განქორწინებულია)
კიდ როკი (2006–2007, განქორწინებულია)
რიკ სალომონი (2007–2008, ანულირებულია)
საიტი pamelaanderson.com

პამელა დენიზ ანდერსონი (ინგლ. Pamela Denise Anderson; დ. 1 ივლისი, 1967) — ამერიკელი მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი, მწერალი, აქტივისტი და ყოფილი მოცეკვავე. წარმოშობით კანადელი. ცნობილია თავისი როლებით ტელესერიალებში, როგორებიცაა: „დიდი რემონტი“, „მაშველები“, „V.I.P“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პამელა ანდერსონი დაიბადა კანადის ქალაქ ლედისმითში, მამამისის ღუმელის შემკეთებლის — ბარი ანდერსონისა და დედამისის — მოსამსახურის კეროლის ოჯახში.[1] მისი დიდი პაპა უჰო ჰუუტიაინენი ეროვნებით ფინელი იყო, საარიიარვის მკვიდრი, რომელმაც დატოვა ფინეთის დიდი სამთავრო 1908 წელს.[2] შემდეგ მან გვარი ანდერსონით შეიცვალა.

პამელა ანდერსონის წინაპრები დედის მხრიდან რუსები არიან.[3] ჰაილენდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1985 წელს ანდერსონი საცხორებლად ვანკუვერში გადადის, სადაც მუშაობას იწყებს ფიტნეს ინსტრუქტორად. 1989 წელს პამელა ანდერსონი ჟურნალ პლეიბოის გარეკანზე გამოჩნდა. გადაწყვიტა სამოდელო კარიერის გაგრძელება და ლოს-ანჯელესში დაბინავდა. 1990 წელს იგი გახდა პლეიბოის პლეიმეიტი.[4] შემდეგ გადაწყვიტა მკერდის გადიდება. 1990-2000 წლებში პამელა ანდერსონი რამდენიმეჯერ გამოჩნდა „პლეიბოის“ გარეკანზე. ტომი ლისთან დაქორწინების შემდეგ პამელა ანდერსონი გარკვეული დროის განმავლობაში ცნობილი იყო პამელა ანდერსონ ლი სახელით (პამელა ლი).[5]

დიდი ხანია რაც ანდერსონი პროპაგანდას უწევს ვეგეტარიენელობას, ხოლო 1999 წელს აქტიური მოღვაწეობისათვის მიენიჭა ლინდა მაკ-კარტნის პრემია. 2001 წელს გამოვიდა „Kentucky Fried Chicken“-ის წინააღმდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pamela Anderson Biography (1967–). Filmreference.com. ციტირების თარიღი: 2010-08-02.
  2. News. Pamwatch. ციტირების თარიღი: 2010-08-02.
  3. Bang Showbiz. "Pamela Anderson's mom wish", The Boston Globe, 19 June 2008.
  4. Pamela Anderson at Playboy.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-10. ციტირების თარიღი: 2011-11-10.
  5. Pamela Anderson became U.S. citizen. Moono.com (2004-05-14). ციტირების თარიღი: 2007-04-26.