ბანძის სინაგოგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბანძის სინაგოგა
გიორგი ათათიას ფოტო

ბანძის სინაგოგასინაგოგა სოფელ ბანძაში, (მარტვილის მუნიციპალიტეტი), ე. წ. ებრაელების უბანში. აშენდა XX საუკუნის დასაწყისში. დღეს სინაგოგა არ არის მოქმედი და დაკეტილია. [1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანძის სინაგოგასთან მდებარე ებრაული სასაფლაო
გიორგი ათათიას ფოტო

დასავლეთ საქართველოში XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ებრაულმა მოსახლეობამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი და დამკვიდრდა ყულევში, ქუთაისში, ფოთში, სენაკსა და მოგვიანებით ბანძაში.

XVIII საუკუნეში ბანძა დასავლეთ საქართველოში დაწინაურებული კერა იყო. აქ ჩამოსახლებულმა თავადმა ფაღავამ, მხარის ეკონომიკური ცხოვრების გასაგრმავებლად ჩამოიყვანა ებრაელი სოვდაგრის ერთი ოჯახი. თავადმა ფაღავამ ებრაელის მიმართ საკმაოდ თვალსაჩინო შეღავათები გაავრცელა.ამ ოჯახს მალე რამდენიმე ახალი კომლიც მოჰყვა. აშენდა ადგილზე მცირე სამლოცველო, გაიხსნა ებრაელთა სასაფლაოც. XX საუკუნის დასაწყისში აიგო მაღალი არქიტექტურული სამლოცველო ნაგებობა — სინაგოგა. ებრაელები მტკიცედ დაფუძდნენ ბანძაში.

გასული საუკუნის 70-იან წლებში ებრაელებმა დატოვეს ბანძა, დაემშვიდობნენ ადგილობრივ მცხოვრებლებს, მეზობლებს, მეგობრებს, სთხოვეს სინაგოგას და სასაფლაოს მოვლა და წავიდნენ თავიანთ აღთქმულ ქვეყანაში, ისრაელში.[2]

სინაგოგა დღემდე ხელშეუხებლად დგას ბანძაში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]