ფსიქო (ფილმი)
| Psycho | |
|---|---|
| ჟანრი | ფსიქოლოგიური თრილერი, საშინელებათა ფილმი |
| დამდგმელი რეჟისორი | ალფრედ ჰიჩკოკი |
| პროდიუსერი | ალფრედ ჰიჩკოკი |
| სცენარის ავტორი | ჯოზეფ სტეფანო |
| ნაწარმოები | რობერტ ბლოხი |
| როლებში | ენტონი პერკინსი ვერა მაილზი ჯენეტ ლი |
| კომპოზიტორი | ბერნარდ ჰერმანი |
| ოპერატორი | ჯონ რასელი |
| მონტაჟი | ჯორჯ ტომაზინი |
| კინოსტუდია | Shamley Productions |
| დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
| გამოსვლის თარიღი | 16 ივნისი, 1960 |
| ხანგრძლივობა | 109 წუთი |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | 806.000 დოლარი |
| შემოსავალი | 32,000,000 დოლარი |
| წინა: | უჩინარი მესამე |
| შემდეგი: | ჩიტები |
| IMDb პროფილი | |
ფსიქო (ინგლ. Psycho) (აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს როგორც ფსიქოზი, ან გიჟი)— ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქოლოგიური თრილერი. გადაღებულია 1960 წელს მინიმალური დანახარჯებით. როლებს ასრულებენ ჯენეტ ლი, ვერა მაილზი და ენტონი პერკინსი. 1992 წლიდან ფილმი შეყვანილია ფილმების ეროვნულ რეესტრში.
ფილმი დაფუძნებულია რეალურად არსებული მკვლელის, ედ გეინის ისტორიაზე. ფილმი კომერციულად წარმატებული იყო და ჰიჩკოკის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.[1] გადაღებებისას ჰიჩკოკმა რამდენიმე შინაარსობრივ და ტექნიკურ ნოვაციას მიმართა. მთავარი გმირი ფილმის პირველ მესამედში იღუპება, ხოლო შხაპის სცენა კინოს ისტორიაში ყველაზე ხშირად განხილულ სცენად იქცა.
1998 წელს გამოვიდა ფილმის ახალი ვერსია, რომელიც ზუსტად იმეორებს წინამორბედის სიუჟეტს. მიუხედავად იმისა, რომ მასში მოვლენები გადმოტანილია ახალ დროში, მასში ასევე მეორდება ორიგინალური ფილმის კადრირება.
ჯილდოები[რედაქტირება]
„ფსიქო“ წარდგენილი იყო ოსკარის ოთხ ნომინაციაზე: ოსკარი საუკეთესო რეჟისურისთვის, ოსკარი საუკეთესო ოპერატურისთვის, ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში, ოსკარი საუკეთესო კოსტუმების დიზაინისთვის. ჯენეტ ლიმ მოიგო ოქროს გლობუსი ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Psycho — Rotten Tomatoes-ზე
- ფილმის რეცენზია (ინლისური). Bright Lights Film Journal. წაკითხვის თარიღი: 2011-08-17.
- ფილმის რეცენზია (ინგლისური). www.filmsite.org. წაკითხვის თარიღი: 2011-08-17.
- Gary Susman. What We've Learned from Alfred Hitchcock's Horror Classic (ინგლისური). Moviefone. წაკითხვის თარიღი: 2011-08-17.
- ფსიქო და ბერნარდ ჰერმანის მუსიკა (ინგლისური). წაკითხვის თარიღი: 2011-08-17.
- ფილმის სცენარი (ინგლისური). წაკითხვის თარიღი: 2011-08-17.
- Ulrich Behrens. ფილმის რეცენზია (გერმანული). Filmzentrale. წაკითხვის თარიღი: 2011-08-17.
- ფილმის მუსიკის ფსიქოდინამიური ზემოქმედება (გერმანული). Filmmusikwelt. წაკითხვის თარიღი: 2011-08-17.
- რობერტ ბლოხი. „ფსიქო“, რომანი (რუსული). www.lib.ru. წაკითხვის თარიღი: 2011-08-17.
- ფსიქო Allrovi.com-ზე
- გალერეა
- ფსიქოს სერიის ფილმები (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება]
|
||||||||||||||||||||||