Opera
| Opera | |
|---|---|
| მწარმოებელი | Opera Software ASA |
| გამოვიდა | 2004 წლის 9 ნოემბერი |
| ბოლო გამოშვება | 3.5.7 / 5 იანვარი 2010 |
| საცდელი გამოშვება | 10.5 / 8 იანვარი 2010 |
| დაპროგრამების ენა | C++ |
| ოს | კროს-პლატფორმული |
| ენა | 45 ენა |
| სტატუსი | აქტიური |
| ჟანრი | ბრაუზერი |
| ვებ-გვერდი | www.Opera.com |
Opera (ოპერა) — უფასო კორპორატიული კომპიუტერული პროგრამა ინტერნეტ-ნავიგაციისათვის და ინტერნეტთან დაკავშირებული ისეთი მოქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა: წერილების მიღება-გაგზავნა, საკონტაქტო ინფორმაციის მართვა, საუბარი, სიახლეების მართვა და ა.შ.
პროგრამას აწარმოებს კომპანია Opera Software, რომელიც ოსლოში (ნორვეგია) მდებარეობს. პროგრამული პროდუქტი შექმნილია რამდენიმე ოპერაციული სისტემისათვის, მათ შორის: Windows, Mac OS X, Solaris, Linux. ასევე არსებობს პროგრამის Opera მინიატურული ვარიანტები Symbian, Windows Mobile და აგრეთვე MIDP-თავსებადი სისტემებისათვის. მას წამყვანი სტატუსი აქვს მობილურ ტელეფონებში და პერსონალურ ციფრულ ორგანიზატორებში.
Opera ეფუძნება საკუთარ დამოუკიდებელ ძრავს - Presto - და შესაბამისად არაა დამოკიდებული Windows-ის (Internet Explorer-ის) უზრუნველყოფაზე.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში