RSS
| ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|RSS}} |
| ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის გასწორებაში. გამოიყენეთ რედაქტორის სახელმძღვანელო. |
RSS (აბრევიატურა სიტყვებისა Really Simple Syndication" ან "Rich Site Summary") წარმოადგენს საიტზე გამოქვეყნებული სიახლეების სიას.
სიის თოთოეული წევრი შეიცავს როგორც სიახლის სათაურს და ტექსტს, ისე მის დამატებით მონაცემებს - გამოქვეყნების თარიღს, ავტორს და ა.შ. მისი საშუალებით მარტივად შეიძლება გავიგოთ არის თუ არა საიტზე რაიმე სიახლე.
სია შედგენილია განსაკუთრებული, კომპიუტერთათვის გასაგები XML ენის საშუალებით.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
- 1997 — Dave Winer-მა შექმნა სკრიპტ სიახლეები(ScriptingNews). RSS დაიბადა.
- 1999 — Netscape-მა გამოუშვა RSS 0.90. ეს იყო უბრალო XML,RDF სათაურით.
- 1999 — Dave Winer-მა UserLand-ზე შექმნა scriptingNews 2.0b1.
- 1999 — Netscape-მა შექმნა RSS 0.91. ამ ვერსიაში მოეხსნა RDF სათაური.
- 1999 — UserLand-მა შეწყვიტა scriptingNews-ის გამოყენება და ის იყენებდა მხოლოდ RSS 0.91.
- Netscape-მა შეწყვიტა RSS-ის შექმნა.
- 2000 — UserLand-მა მიიღო RSS 0.91-ის ოფიციალური სერტიფიკატი.
- 2000 — Rael Dornfest-ის ჯგუფმა O'Reilly-ზე შექმნა RSS 1.0. ეს ფორმატი იყენებდა RDF და namespaces.
- 2000 — Dave Winer-მა UserLand-ზე შექმნა RSS 0.92.
- 2002 — Dave Winer-მა Userland-ის დატოვების შემდეგ შექმნა RSS 2.0.
- 2003 — ოფიციალური RSS 2.0 სერთიფიკატი გამოშვებულია.
[რედაქტირება] რა განსხვავებებია?
RSS 1.0 არის მხოლოდ ვერსია, რომელიც შეიქმნაW3C RDF სტანდარტების გამოყენებით.
RDF-ის იდეა არის სემანტიკური ვების შექმნა. თუმცა მას არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ორდინალური მომხმარებლისათვის, მაგრამ ვებ-სტანდარტების გამოყენებით ადვილი იქნება პიროვნებისთვის და პროგრამისათვის მონაცემების გაცვლა.
[რედაქტირება] RSS-ის რომელი ვერსია გამოვიყენო?
RSS 0.91 და RSS 2.0 ვერსიები არის ბევრად ადვილი მოსახმარი, ვიდრე RSS 1.0.
[რედაქტირება] არსებობს RSS ვებ სტანდარტი?
არ არსებობს ოფიციალური სტანდარტი RSS-სათვის.
- RSS feed-ის 50 % იყენებს RSS 0.91
- 25 % იყენებს RSS 1.0
- დარჩენილი 25 % დაყოფილია RSS 0.9x და RSS 2.0 ვერსიებს შორის
[რედაქტირება] რა უნდა ვიცოდეთ
სანამ სწავლას დაიწყებდეთ უნდა იცოდეთ შემდეგი:
თუ გსურთ HTML-ის შესწავლა, იმოქმედეთ ბმულზე.
[რედაქტირება] რა რის RSS?
- RSS იშიფრება, როგორც ნამდვილად უბრალო სინდიკაცია(Really Simple Syndication)
- RSS საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ჩვენი ვებ გვერდის შემცველობის სინდიკაცია
- RSS განსაზღვრავს ადვილ გზას სათაურების და შემცველობის გამოსაქვეყნებლად და სანახავდ
- RSS ფაილები ავტომატურად ახლდება
- RSS საშუალებას გვაძლევს განვასახიეროთ სხვადასხვა ვებ გვერდების შემცველობა
- RSS იწერება XML-ზე
[რედაქტირება] რატომ გამოვიყენოთ RSS?
RSS შეიქმნა არჩეული მონაცემების საჩვენებლად. RSS-ის გარეშე, მომხმარებლებს მოუწევთ მთელი ვებ-გვერდის ყოველდღიურად შემოწმება, რათა იხილონ განახლებები. ამისათვის კი ბევრ მომხმარებელს არ აქვს დრო. RSS feed-ით ისინი ვებ-გვერდებს შეამოწმებენ სწრაფად RSS აგრიგატორის დახმარებით.
[რედაქტირება] ვინ გამოიყენებს RSS?
ვებმასტერებს, რომლებიც იშვიათად ანახლებენ თავიანთ ვებ-გვერდს, არ სჭირდებათ RSS. RSS გამოყენებადია ვებ-გვერდებისათვის, რომლებიც ახლდება ძალიან ხშირად, ისევე, როგორც:
- სიახლეების ვებ-გვერდები
- კომპანიები
- კალენდარები
- ვებ-გვერდის ცვლილებები
[რედაქტირება] RSS-ის სამომავლო გეგმები
RSS საკმაოდ სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ათასობით ვებ-გვერდი იყენებს RSS-ს და უფრო მეტი ხალხი ხვდება მის სარგებლიანობას. RSS-თან ერთად ინტერნეტში ინფორმაციის ძიება ადვილია და ვებ-პროგრამისტებს შეუძლიათ გაავრცელონ თავიანთი ინფორმაცია უფრო ადვილად. ეს არის უძლიერესი რამ
[რედაქტირება] RSS წამკითხველები
არსებობს მრავალი RSS წამკითხველი. ზოგიერთი მუშაობს, როგორც ვებ-სერვისი და ზოგიერთი კი მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე.
შეხსენება: Mozilla Firefox ბრაუზერს აქვს ჩაშენებული RSS წამკითხველი. თუ ჩვენ შევალთ ვებ-გვერდზე, რომელიც გვთავაზობს RSS წყაროებს, ჩვენ დავინახავთ Firefox RSS იარლიყს
მისამართების პანელში. ვიმოქმედოთ იარლიყზე, რათა წავიკითხოთ RSS.
ვიკიწიგნებში არის სტატია: RSS
ასევე არსებობს სკრიპტები რომელიც საშუალებას გვაძლევენ განვათავსოთ ჩვენს საიტზე RSS წამკითხველები. ეს უზრუნველყოფს ჩვენი საიტის მუდმივ განახლებას და მის მეტ ინფორმატიულობას!
სტატიის