პროგრამირების ენა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ენა.

პროგრამირების ენა არის ნიშნების ფორმალური სისტემა, რომელიც პროგრამების შესაქმნელად გამოიყენება. პროგრამირების ენას გააჩნია ლექსიკური, სემანთიკური და სინტაქსური წესები.

დღეისათვის არსებობს 2000–ზე მეტი პროგრამირების ენა და ყოველწლიურად მათი რიცხვი იზრდება. ზოგი ენა პოპულარობით სარგებლობს, ზოგსაც მხოლოდ ავტორები იყენებენ. პროფესიონალური პროგრამების შესაქმნელად შესაძლებელია რამდენიმე პროგრამირების ენის ერთდროული გამოყენებაც კი.

ძირითადი მახასიათებლები[რედაქტირება]

დონე[რედაქტირება]

განარჩევენ მაღალი დონი და დაბალი დონის პროგრამირების ენებს. დაბალი დონის ენებში ხდება პროცესორის, ოპერატიული მეხსიერების და კომპიუტერსი ნაწილების მართვა, მათ მიეკუთვნება ასემბლერი. მაღალი დონის ენებში ხშირია აბსტრაქცია – იქმნება მონაცემთა ისეთი ტიპები, რომლებიც არ არსებობს, მაგრამ კოდს მარტივ სამართავს გახდიან.

სინტაქსი[რედაქტირება]

ენების უმრავლებას აქვს ტექსტური სინტაქსი. იგი პროგრამირების ენის ელემენტების სწორად ჩაწერას განსაზღვრავს. (იხ. ასევე C-ის მსგავსი სინტაქსი)

ბიბლიოთეკა[რედაქტირება]

ენებს ძირითადად აქვთ თავისი ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში შესაძლებელია იყოს სტრუქტურები, მონაცემთა სხვადასხვა ტიპები, ფუნქციები...

დიზაინი[რედაქტირება]

პროგრამირების ენა წარმოადგენს პროგრამას, რომელიც ქმნის სხვა პროგრამებს. შეიძლება ერთ პროგრამირების ენას შეესაბამებოდეს ერთი პროგრამა, ან რამდენიმე პროგრამირების ენა გაერთიანებული იყოს. (იხ. ასევე თარგი:IDE (პროგრამირება))