C++
C++ (ჩვეულებრივ ქართულად გამოითქმის „სი-პლუს-პლუსი“) — საერთო დანიშნულების პროგრამირების ენა. მისი განვითარება დაიწყო ბიარნ სტრუსტრუპმა 1979 წელს ბელ-ლაბში C პროგრამული ენის გასაძლიერებლად. თავდაპირველად მას C with Classes ერქვა, ხოლო 1983 წელს C++ ეწოდა[1]. 1990-იანი წლებიდან C++ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომერციული პროგრამირების ენებიდან. C++ პროგრამული ენის სტანდარტის რატიფიკაცია მოხდა 1998 წელს, როგორც ISO/IEC 14882:1998; მისი თანამედროვე ვერსიაა 2003 წლის, ISO/IEC 14882:2003. ამჟამად დამუშავების პროცესშია სტანდარტის ახალი ვერსია (არაფორმალურად ცნობილი როგორც C++0x).
ძველი და ახალი ვარიანტი [რედაქტირება]
ათობით წლების მანძილზე იხვეწებოდა ენის სინტაქსი. საყურადღებოა სახელსივრცეების და სათაურების გამოყენების წესი. ქვემოთ მოყვანილია ორი ერთნაირი პროგრამის მაგალითი სხვადასხვა სტილით, პროგრამა არავითარ ფუნქციას არ ასრულებს, გაშვებისთანავე იხურება.
ძველი სტილი - პრეპროცესორით(#define) შემოტანილია სათაურის ფაილები, რომლებიც .h-ით მთავრდება:
#include <iostream.h> int main() { return 0; }
ახალი სტილი - საჭირო აღარაა, ყველა შემოტანილი ფაილი ერთიანდება ერთ std სახელსივრცეში:
#include <iostream> using namespace std; int main() { return 0; }
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ When was C++ invented?. ბიარნ სტრუსტრუპი, 7 მარტი, 2010. ATT.com.
|
||||||||||||||