რეკლამა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოკა-კოლას რეკლამა ტრამვაიზე

რეკლამა (ლათ. reclamo - „წამოვიყვირებ“) — ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და/ან ინტერესის გაღვივების მიზნით.

ალტერნატიული განსაზღვრებით, რეკლამა ფასიანი ცალმხრივი კომუნიკაციაა, რომელშიც განსაზღვრულია სპონსორი და ინფორმაცია კი მართვადი. რეკლამის ვარიანტებია: პუბლიკაცია, "პიარი", პროდუქტის ჩასმა, სპონსორობა, გაყიდვების წახალისება. ამგვარი ინფორმაციის გასავრცელებლად მედიის ყველა სახეობა გამოიყენება: ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი და ბილბორდები. ძველ საბერძნეთში და რომში სარეკლამო განცხადებებს წერდნენ , ცნობილია ბეჭდური სარეკლამო განცხადება ინგლისში , რომელიც 1473 წლით თარიღდება, ხოლო 1611 წელს ლონდონში შეიქმნა მსოფლიოში პირველი სარეკლამო ბიურო დღეს რეკლამა განიხილება როგორც მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. რეკლამა მეურნეობის სისტემაში- ეს არის საინფორმაციო პროპაგანდისტული და ღონისძიებების ერთობლიობა, გამიზნული მოსახლეობის მოთხოვნილებებზე. სარეკლამო ინფორმაცია- ეს არის პოტენციური მყიდველების შეტყობინება საქონელთა შესახებ, მათი დანიშნულებისა და თვისებების, გაყიდვის ადგილებისა და პირობების, აგრეთვე შეთავაზებული მომსახურების შესახებ. საქონელთა პროპაგანდა-ეს არის საქონლის შესახებ ცნობების გავრცელება და გაღრმავებული განმარტება მყიდველებზე ზემოქმედებისა და მასში ყიდვის მოთხოვნების გაჩენის მიზნით. რეკლამის ძირითადი პრინციპები- გეგმაზომიერება და ინფორმაციულობა.

პირველი ლეგალური სატელევიზიო რეკლამა ეთერში გავიდა 1941 წლის 1 ივლისს აშშ–ში. ბეისბოლის მატჩის შესვენების დროს გამოჩნდა საათების მწარმოებელი კომპანია Bulova-ს რეკლამა, რომელშიც მან 4 აშშ დოლარი გადაიხადა.[1]

პირველი სარეკლამო გმირი, რომელიც მთლიანად კომპიუტერის დახმარებით შეიქმნა (1993 წ.), არის თეთრი დათვი, რომელიც კოკა-კოლას მიირთმევს.[2]

რეკლამის წარმოშობისა და განვითარების ისტორია[რედაქტირება]

ედოს პერიოდის ტრადიციუი მედიცინის სარეკლამო ბროშურა, 1806 წ.

რეკლამას, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივი მოვლენებს აქვს თავისი წარმოშობის და განვითარების ისტორია. ზეპირი რეკლამა პირველად ჩაისახა მონათმფლობელურ ბაზარზე. მონის ყიდვას თან ახლდა მისი ღირსებების თავისებური ანოტაცია: “ მას ორივე ყურით შესანიშნავად ესმის, თვალებით კარგად ხედავს, მას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი, რომლებიც კარგად დარბიან"... შუასაუკუნეების ევროპის რეკლამის მძაფრ განვითარებას ხელი შეუწყო გაზეთებისა და ჟურნალების გამოჩენამ. მსოფლიოში პირველ გაზეთად, რომელიც სარეკლამო შეტყობინებებს აქვეყნებდა, ითვლებოდა ხელით დაწერილი რომაული გაზეთი „ცტა იუზნუ“ („ყოველდღიური ამბები“). ერთ-ერთი პირველი სარეკლამო მასალა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ეგვიპტური პაპირუსია, მასში მონის გაყიდვის შესახებ იუწყებიან.

1473 წელს ინგლისში გამოჩნდა პირველი ბეჭდური სარეკლამო განცხადება, ხოლო XV საუკუნის მიჯნაზე და XVI საუკუნის დასაწყისში ვენეციელმა წიგნის გამყიდველმა ა. მანუციმ მომხმარებლის მიზიდვის მიზნით, დაიწყო წიგნების სათაურების ქაღალდის ცალკე ფურცლებზე ბეჭდვა და თავისი მაღაზიის წინ ვიტრინებში გამოფენა. ამდენად მყიდველი კარებშივე ეცნობოდა წიგნების სარგებლობას, ხოლო უკვე 1611 წელს ლონდონში შეიქმნა ა. გორაჟისა და უ. კოპის პირველი სარეკლამო ბიურო.

რეკლამა ლათინური სიტყვაა და „ყვირილს“ ნიშნავს. რეკლამის განვითარების თვალსაჩინოებისთვის „მაუწყებლების“ არსებობაც კმარა, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში არსებობდნენ მაუწყებლები. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩებში დადიოდნენ და მეფის ახალ-ახალ ბრძანებულებებს თუ სხვა (მათ შორის კომერციულ) ინფორმაციას გაჰყვიროდნენ, სწორედ აქედან გაჩნდა სიტყვა „რეკლამა“, ანუ წამოძახილი.

ამერიკელმა პუბლიცისტმა ვენს პაკარდმა რეკლამას ასე უწოდა „ხელოვნება დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში“.

რეკლამა ეს არის ინფორმაცია გავრცელებული ნებისმიერი მეთოდით, ნებისმიერი ფორმით და ხერხით, მიმართული საზოგადოების ფართო მასებისთვის, რეკლამირების ობიექტის მიმართ მათი ყურადღების მიპყრობის და ინტერესის გაღვივების მიზნით.

დღეს რეკლამა განიხილება, როგორც მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.

თანამედროვე საზოგადოებაში რეკლამა განიხილება, როგორც ,,გაყიდვების სტიმულატორი”, რეკლამა – ესაა ინფორმირება ვინმესი, რაიმეს შესახებ! ინფორმაციის გავრცელების მრავალი საშუალება არსებობს: ტელევიზია, რადიო, ფილმები, ჟურნალები, გაზეთები, ინტერნეტი, კინო და ბილბორდები.

რაც შეეხება რეკლამის ამოცანებს და ფუნქციებს რეკლამას შეიძლება ქონდეს შემდეგი სამი ძირითადი ფუნქცია: ინფორმირება, მარკის ან საქონლის შესახებ მოქმედებისკენ წაქეზება, შეხსენება და იმიჯის შექმნა.

როგორც წესი, სარეკლამო საქმეს ეწევიან სპეციალური ფირმები და სააგენტოები, საწარმოებისა და სავაჭრო კომპანიების, მსხვილი დაწესებულებების გამომცემლობების და სხვ. სარეკლამო განყოფილებები. სარეკლამო შეზღუდვები: მსოფლიოს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში სპეციალური კომისია აკონტროლებს რეკლამის შინაარსა და სისწორეს. საქართველოში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც რეკლამა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 12 საათს, ზოგიერთ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტადაა შეზღუდული სარეკლამო ბლოკის ხანგრძლივობა. სარეკლამო ბაზარი საქართველოში უკვე კარგა ხანია დამკვიდრდა და დინამიკურადაც ვითარდება.

რეკლამა საქართველოში[რედაქტირება]

პირველი სატელევიზიო რეკლამა საქართველოში გავიდა 1950–იანი წლების ბოლოს. მაშინ ჯემს რეკლამას უწევდა ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე.[3] საბჭოთა კავშირში რეკლამა „ექსპლუატატორთა სოციალურ იარაღად“ მიაჩნდათ.[4] აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირში გავრცელებული იყო რეკლამის თავისებური სახე, რომელსაც საბჭოთა რეკლამას უწოდებენ. ის მოუწოდებდა მოსახლეობას შეენახა ფული შემნახველ სალაროებში, დაეცვათ საბჭოთა კავშირის საზღვრები, ჩაწერილიყვნენ მოხალისეებად და ა.შ.[5]

ამ სფეროში დიდი დატვირთვა ხმასაც გააჩნია, რასაც მოწმობს ავეჯის გადაზიდვის სერვისის რეკლამა.[6]

სქოლიო[რედაქტირება]