ყვითელი წყალქვეშა ნავი
| ყვითელი წყალქვეშა ნავი | |
|---|---|
| ჟანრი | მუსიკალური |
| ფილმის ტიპი | ნახატი ფილმი |
| რეჟისორი | ჯორჯ დანინგი დენის ები |
| პროდიუსერი | ელ ბროდექსი |
| კომპოზიტორი | ბითლზი ჯორჯ მარტინი |
| მონტაჟი | ბრაიან ჯ. ბიშოპი |
| სტუდია | Apple Corps King Features Syndicate |
| დისტრიბუტორი | United Artists |
| პრემიერა | 6 ივნისი, 1968 |
| ხანგრძლივობა | 90 წთ. |
| ქვეყანა | ბრიტანეთი |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | 250,000 გირვანქა სტერლინგი |
| IMDb პროფილი | |
ყვითელი წყალქვეშა ნავი (ინგლ. Yellow Submarine) — 1968 წლის ანიმაციური ფილმი ბითლზის შესახებ. ფილმი იქცა თავისი დროის კარგ დოკუმენტად - მისი გამოსვლა დაემთხვა ჰიპების კულტურის პოპულარობას. ყველაფერთან ერთად, ანიმაციური ფილმი ფსიქოდელიურ ფერებსაც ატარებს, რამაც როკ-სამყაროს ინტერესი უფრო მეტად მიიქცია. მეორე მხრივ, ნამუშევარი შედარებით წარუმატებელი იყო, ვიდრე თავის დროზე მძიმე დღის ღამე, თუმცა სიურეალისტური გარემოთი ნამდვილად იგებს, ფილმთან ჯადოსნური იდუმალი მოგზაურობა შედარებით.
სიუჟეტის მიხედვით, პეპერლენდის ქვეყანაში დიდი ამბოხია - ლურჯი არსებები იპყრობენ ამ მუსიკალურ ქვეყანას და ამყარებენ საკუთარ დიქტატურას. სერჟანტი პეპერი ჯდება ყვითელ წყალქვეშა ნავში და მიემართება ლივერპულში, რათა მოძებნოს ბითლზის წევრები და სთხოვოს მუსიკის დაბრუნებაში დახმარება.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მთლიანად ნახატია, ჯგუფის წევრები ჩნდებიან მის დასასრულს. თავად ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი და სტარი არ ახმოვანებდნენ საკუთარ პერსონაჟებს - ეს საქმე სხვა მსახიობებმა გააკეთეს.
მუსიკა[რედაქტირება]
ფილმში ჟღერს ბითლზის შემდეგი სიმღერები:
- Yellow Submarine
- Eleanor Rigby
- Love You To (ჯორჯ ჰარისონი)
- A Day in the Life
- All Together Now
- When I'm Sixty-Four
- Only a Northern Song (ჰარისონი)
- Nowhere Man
- Lucy in the Sky with Diamonds
- Think for Yourself (ჰარისონი)
- Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band
- With a Little Help from My Friends
- All You Need Is Love
- Baby, You're a Rich Man
- Hey Bulldog
- It's All Too Much (ჰარისონი)
- All Together Now
ყველა სიმღერის ავტორები: ჯონ ლენონი და პოლ მაკ-კარტნი, გარდა მითითებულისა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- ყვითელი წყალქვეშა ნავი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- Yellow Submarine — Allmovie-ზე
- Yellow Submarine — Rotten Tomatoes-ზე
|
||||||||||||||||