კარმელო ენტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარმელო ენტონი

ენტონი 2010 წელს Time 100 გალაზე
№ 7 – ნიუ-იორკ ნიქსი
მცირე ფორვარდი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 29 მაისი, 1984 (1984-05-29) (30 წლის)
ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
უმაღლესი სკოლა Towson Catholic
Oak Hill Academy
სიმაღლე 2.03
წონა 104 კგ
კარიერა
კოლეჯი Syracuse(2002–2003)
NBA-ის დრაფტი 2003 / რაუნდი: 1 / არჩევა: მე-3
არჩეული დენვერ ნაგეტსი
პროფესიონალური კარიერა 2003-–დღემდე
ლიგა NBA
კარიერის ისტორია
2003-2010 დენვერ ნაგეტსი
2010-დღემდე ნიუ-იორკ ნიქსი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები
სტატისტიკა NBA.com-ზე

კარმელო ქლაიან ენტონი (ინგლ. Carmelo Kiyan Anthony; დ. 29 მაისი, 1984), ზედმეტსახელად "მელო" — ამერიკელი პროფესინალური კალათბურთის მოთამაშე, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკ ნიქსში თამაშობს - ნბა-ში. მისი წარმატებული სასკოლო კარიერის შემდეგ, რომელიც მან Towson Catholic High School და Oak Hill Academy გაატარა, ენტონი გადასული იქნა სირაკუსის უნივერსიტეტში სადაც უნივერსიტეტის გუნდ Orangemen-ში თამაშობდა, სადაც შეძლო და დაეხმარა გუნდს ისტორიაში პირველად მოეგო ნაციონალური ჩემპიონატი 2003 წელს. მან ამ სეზონში შეძლო ყველაზე შეუჩერებელის ჯილდოს მოპოვება და ასევე დასახელებული იქნა NCAA აღმოსავლეთ რეგიონის ყველაზე ღირებულ კალათბურთელად. სირაკუსში 1 სეზონის გატარების შემდეგ, მან მიატოვა უნივერსიტეტი და 2003 წლის ნბა დრაფტზე წარდგა, სადაც არჩეული იქნა დენვერ ნაგეტსის მიერ მესამე არჩევნად. 2011 წლის ტრანსფერების დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე კი, ენტონი ნიუ-იორკ ნიქსში გადავიდა.

მისი NBA-ში დაწყებული კარიერიდან, ენტონი უმალვე გახდა ერთერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მოთამაშე მთელი ლიგის მასშტაბით. ის იქნა შეყვანილი ყველა ახალბედას გუნდში, ასევე 5-ჯერ იქნა NBA ALL STAR და 4-ჯერ ყველა-NBA გუნდში. ენტონი ლიდერობდა დენვერის ნაგეტს და დაეხმარა ორი დივიზიონის ტიტულის მოგებაში და ასევე 2004-2010 წლების სეზონების მანძილზე ყოველ ჯერზე შეძლო ფლეი-ოფში გაყვანა გუნდის. 1985 წლიდან მოყოლებული კი პირველად, 2009 წელს მან შეძლო გუნდის გაყვანა კონფერენციის ფინალში. როგორც აშშ ნაკრების წევრს, ენტონიმ მოიგო ბრონზის მედალი 2004 წლის ოლიმპიადაზე, ხოლო ოქროს მედალი 2008 წლის ოლიმპიადაზე.

ადრეული წლები და სკოლა[რედაქტირება]

ენტონი დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკში. ენტონის მამა პუერტო რიკოელი, ხოლო დედა კი აფრიკელ ამერიკელი არის. ენტონის მამა, ვისი სახელიც ჰქვია ენტონის, გარდაიცვალა მაშინ როდესაც ენტონი 2 წლის იყო კიბოს დაავადებით. როცა ენტოტი რვა წლის გახდა, მისი ოჯახი ბალტიმორში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ენტონი მის ათლეტურ შესაძლებლობებს გამოავლენს კიდეც. კენი მინორი, რომელიც ენტონის ბავშვობის მეგობარი იყო, თქვა: "ნარკოტიკების, მოკვლების და ყველაფერი ცუდი რაც ხდებოდა ქალაქში, ჩვენ ვხედავდით იმას, რაც ცხოვრებაში გასწავლიდა როგორ ყოფილიყავი გამძლე და ყოფილიყავი მიზან მიმართული შენ მიზანზე".

ენტონიმ მისი მაღალი კლასის პირველი სამი წელი Towson Catholic High School-ში გაატარა. 2000 წლის ზაფხულში, ენტონი სიმაღლეში გაიზარდა საგრძნობლად. მის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მალევე გაითქვა სახელი მისი თამაშით და ამ არეს ერთერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა, სადაც 2001 წელს დასახელებული იქნა The Baltimore Sun-ის წლის მოთამაშედ, ასევე ბალტიმორის კათოლიკური ლიგის წლის მოთამაშედ. მის მეორე წელს კი მან საშუალო 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 ასისტენტი და 2 მოპარვა დააგროვა. მისგმა გუნდმა Towson Catholic კი სეზონი საბოლოოდ 26-3 დაასრულა, ხოლო შტატის ტურნირში კი მესამე ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს კი ენტონიმ თითქმის გაიორმაგა შედეგი და საშუალოდ 23 ქულას, 10.3 მოხსნას აგროვებდა. მისი წარმატებული წლის შემდეგ, ენტონის მეგობრები გარანტიას აძლევდნენ რომ მომავალს ზუსტად ნბა-ში შეიქმნიდა. ამის გამო ენტონიმ დაიწყო კლასების გაცდენა და ასევე იქნა ჩემჩნეული რამდენიმე შემთხვევაში. საბოლოოდ Towson Catholic-მა შტატის ტურნირის გამარჯვება ვერ მოახერხა, მიუხედავად ამისა, ენტონი ბალტიმორის წლის საუკეთესო მოთამაშედ იქნა დასახელებული, ასევე წლის All-Metropolitan მოთამაშედ და წლის საუკეთესო Baltimore Catholic League მოთამაშედ.

მისი ესეთი შედეგის შემდეგ, I-A დივიზიონის მწვრთნელებმა ენტონი თავისთან მიიწვიეს აღმოსავლეთ სანაპიროს ლიგაში, სადაც საბოლოოდ სირაკუსის უნივერსიტეტში მოხვდა. მის სენიორ წლებში გადასვლამდე, მან გამოაცხადა, რომ ითამაშებდა სირაკუსის უნივერსიტეტის გუნდში. სადაც ენტონი საშუალო შეფასება C იყო, მისი ჩაგდების სტატისტიკა კი ACT, რომელიც მისაღებ სტანდარტზე დაბალი იყო, ამიტომ მან იცოდა რომ უნდა გაეუმჯობესებინა მისი კლასის აკადემიური სწავლა სირაკუსში. ასევე მის სენიორ წლების დროს, ენტონის დედას სურდა მისი გადაყვანა სხვა სკოლაში. ენტონი თავიდან ფიქრობდა ვირჯიინიის სამხედრო აკადემიაში წასვლა, მაგრამ რაც სტივ სმიტთან ჰქონდა საუბარი, რომელიც Oak Hill Academy-ს მთავარი მწვრთნელი იიყო, მან უცებ შეიცვალა აზრი და გადავიდა Oak Hill Academy-აში, რომელიც ვირჯინიაში მდევარეობს. ამ გუნდში ასპარეზობისას, მან შეძლო 2001 წლის ტურნირის MVP წოდების მოპოვება. 2001 წლის ზაფხულში კი ენტონი ლიდერობდა AAU ბალტიმორს, სადაც მისმა გუნდმა ადიდასის დიდი დროს ტურნირში შეძლო გამარჯვება, რომელიც ლას ვეგასში, ნევადის შტატში ჩატარდა. ენტონის ყურადღება კი NBA-ს მხრიდან გამოჩნდა, სადაც მისი საშუალო სტატისტიკა 25.2 ქულა იყო ტურნირის მანძილზე (რომელშიც ასევე ამარე სტაუდმაიერი მონაწილეობდა).

ენტონიმ ითამაშა აშშ კალათბურთის ახალგაზრდულ განვითარების ფესტივალზე, სადაც აღმოსავლეთ გუნდს დაეხმარა ვერცხლის მედლის მოპოვებაში. მან შეძლო ქულებით გათანაბრებოდა ლებრონ ჯეიმზს რომლებიც ლიდერობდნენ ლიგას 24 ქულით თითო თამაშში, რომელიც ასევე 66 % იყო თამაშიდან ჩაგდებული. ეს იყო პირველი დაპირისპირება ამ ორს შორის, საიდანაც მათი მეტოქეობა დაიწყო. ოაკ ჰილის აკადემია კი 2001-2002 წლის კომპანიაში ჩაება სადაც 42 თამაშიანი გამარჯვების სერია გამოაცხვეს. ენტონიმ გუნდთან ერთად შეძლო გამარჯვება Nike Academy National Invitational-ში ტეხასში, სეზონი კი ქვეყანაში მე-3 დაამთავრეს 32-1 შედეგით. მათ მხოლოდ და მხოლოდ წააგეს Mater Dei-ს წინააღმდეგ, რომელთანაც გადათამაშება ჰქონდათ, ამით კი წერტილი დაესვა მათ დაუმარცხებელ 67 თამაშიან სერიას. ენტონიმ კი საშუალოდ 22 წულა, 7.1 მოხსნა და 3.0 ასისტენტი მიითვალა მის პირველ სენიორ წელს. ენტონი საბოლოოდ დასახელებული იქნა McDonald's All-American გუნდში, სადაც მან 19 ქულის დაგროვება შეძლო. მისი ACT-თან ბრძოლის შემდეგ, მისი ოჯახი და მეგობრები ნერვიულობდნენ, რომ ენტონი დაივიწყებდა NBA-ში გადასვლის შესახებ. ის არ კარგავდა მინიმუმ ქულას და საბოლოდ მან გადაწყვიტა გადასულიყო სირაკუსის უნივერსიტეტში.

კარიერა კოლეჯში[რედაქტირება]

ენტონიმ მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა სირაკუსის უნივერსიტეტში 2002-2003 წლის სეზონში, სადაც მისი საშუალო 22.1 ქულა (მე-16 NCAA, და მე-4 დიდ აღმოსავლეთშ) ხოლო 10.0 მოხსნა (მე-19 იყო NCAA და მე-3 დიდ აღმოსავლეთში, ხოლო როგორც ალბედას სეზონში კი პირველზე). ის ლიდერობდა გუნდს ქულებით და მოხსნებით, ასევე ნათამაშები წუთებით (36.4 წუთი თითო თამაშში), თამაშიდან ჩაგდებულით და ასევე საჯარიმო ქულებით. ენტონის 33 ქულა რომელიც მან ტეხასის უნივერსიტეტთან მიიწერა თავის ანგარიშზე პლეი-ოფის მანძილზე იყო ყველაზე მაღალი შედეგი ახალბედას მიერ. საჩემპიონო თამაშში კი კანზას უნივერსიტეტთან, ენტონიმ 20 ქულა და 10 მოხსნა მაოგროვა, საბოლოოდ კი ყველაზე შეუჩერებლის ჯილდო მოიპოვა.ounds. დაჯილდოების შემდეგ, სირაკუსის მთავარი მწვრთნელი ჯიმ ბოეჰიმი ენტონის აღწერს "უახლოესი წარსულის საუკეთესო კალათბურთელი კოლეჯში"

ენტონიმ განაცხადა რომ მის გეგმებში შედიოდა დარჩენა სირაკუსში შემდეგ 2-3 სეზონის მანძილზე, მაგრამ იმ წელს მან ყველაფრის გაკეთება მოახერხა, რის შემდეგაც მან თავისი თავი ხელმისაწვდომი გახადა 2003 წლის NBA დრაფტზე გუნდებისთვის. მისი კარიერა საბოლოოდ 30-5 ჩანაწერითაა კოლეჯში, პირველად შეძლო გუნდის არსებობის ისტორიაში NCAA ტიტულის მოგებაში და გახდა ასევე NCAA წლის ახალბედა. ენტონი ასევე დასახელებული იქნა ყველა დიდი აღმოსავლეთის პირველ გუნდში.

ნბა კარიერა[რედაქტირება]

დენვერ ნაგეტსი (2003-2011)[რედაქტირება]

ახალბედას სეზონი[რედაქტირება]

ენტონის ნბა კარიერა 2003 წლის 26 ივნის დაიწყო, როდესაც პირველივე რაუნდში იქნა დენვერ ნაგეტსის მიერ არჩეული (მე-3 მთლიან დრაფტზე). ის იქნა არჩეული ლებრონ ჯეიმზის - 1 კლევლანდ კავალიერსის მიერ და მეორე კი დარკო მილიჩიჩი დეტროიტ პისტონის მიერ. მისი დებიუტი კი 2003 წლის 29 ოქტომბერს შედგა, სადაც საშინაო მატჩში დენვერმა 80-72 მოიგო სან ანტონიო სპურსის წინააღმდეგ. ენტონიმ საღამო 12 ქულით, 7 მოხსნით და 3 ასისტენტით დაამთავრა. მხოლოდ მის მე-6 თამაშში (7 ნოემბერს ლოს ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ), ენტონიმ 30 ქულის მითვლა შეძლო, რომლითაც ნბა ისტორიაში მეორე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა ვინც 30 ქულით მოპოვება შეძლო (19 წლის და 151 დღის; კობი ბრაიანტი კი უფრო ახალგაზრდამ დაამყარა ეს რეკორდი). 2004 წლის 9 თებერვალს კი, მემფის გრიზლის წინააღმდეგ, ენტონი მესამე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა რომელმაც 1 000 ქულას მიაღწია, როდესაც გუნდმა 86-83 გაიმარჯვა.

2004 წლის 30 მარტს, ენტონიმ 41 ქულა მოაგროვა სიეტლ სუპერსონიქსის წინააღმდეგ და დაამყარა დენვერის ახალი რეკორდი, - ერთ თამაში ყველაზე მეტი ქულა ახალბედას მიერ. მას შემდეგ რაც ენტონიმ აპრილის თვეში - თვის ახალბედა მოთამაშის ტიტული მოიპოვა, ის გახდა მეოთხე მოთამაშე ნბა ისტორიაში, ვინც შეძლო მოეპოვებინა ყველა თვის ახალბედის ტიტული 6-ჯერ. ეს კი იმ დროს როდესაც დევიდ რობინსონი, ტიმ დანკანი და ასევე ახალბედა ლებრონ ჯეიმზი თამაშობდნენ ბრწყინვალედ. სეზონში მისი საშუალო მაჩვენებელი 21.0 ქულა ჰქონდა თითოეულ თამაშში, ხოლო ნბა-ს წლის ახალბედაში, ენტონიმ მეორე ადგილი დაიკავა ხმების მიხედვით, სადაც მხოლოდ ლებრონ ჯეიმზს ჩამორჩა.

სეზონით ადრე, ვიდრე დენვერი ენტონის აირჩევდა, გუნდმა 17-65 დაასრულა, რომელიც ყველაზე ცუდი შედეგით გაუსწორდა ნბა ისტორიაში კლივლენდ კავალიერს. საბოლოოდ 2003-2004 წლის სეზონში, გუნდმა 43-39 დაასრულა, ხოლო ფლეი-ოფში კი მე-8 ადგილიდან მოხვდა. ენტონი გახდა პირველი ნბა ახალბედა, რომელმაც გუნდი ფლეი-ოფამდე მიიყვანა დევიდ რობინსონის შემდეგ, რომელმაც ეს სან ანტონიო სპურსთან ერთად 1989-1990 წლის სეზონში შეძლო. ფლეი-ოფში გასულებს კი კონფერენციის პირველ ადგილოსანი მინესოტა ტიმბერვულვზი შეხვდა. ენტონის კარიერაში პირველ პლეი-ოფის მატჩში, მან 19 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა, თუმცა დენვერმა მაინც 106-92 წააგო. ხოლო სერიები კი 5 მატჩიანი გამოდგა, სადაც 4-1 გაიმარჯვა მინესოტამ.

სეზონი: 2004-2005[რედაქტირება]

ენტონის მეორე სეზონში, მისი საშუალო შედეგი იყო 20.8 ქულა თითო მატჩში რამაც ის NBA რეიტინგში მე-19 დააკავებინა. ხოლო ყოველ 48 წუთში მოპოვებული ქულებით კი მან მე-16 დაიკავა. 2004 წლის 4 დეკემბერს, როდესაც დენვერი მაიამი ჰიტის წინააღმდეგ თამაშობდა, ენტონი გახდა მესამე ახალგაზრდა მოთამაშე რომელმაც NBA ისტორიაში 2 000 კარიერულ ქულას მიაღწია. მხოლოდ ლებრონ ჯეიმზი და კობი ბრაიანტი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებმაც ასეთ ნიშნულს მიაღწიეს ახალგაზრდა ასაკშივე. ახალბედა და სტაჟიან გუნდებს ჩატარებულ მატჩში (2005 წლის ოლ-სტარის დროს), რომელიც დენვერში ტარდებოდა, ენტონიმ თამაშის ყველაზე მაღალი ქულა -31 დააგროვა 2 ასისტენტთან და 2 მოპარვასთან ერთად, რაც საბოლოოდ მისი თამაშის MVP წოდება მოაპოვებინა.

ენტონისთან ერთად გუნდმა გააუმჯობესა 6 გამარჯვებით წინა სეზონთან შედარების, საბოლოოდ კი გუნდმა 49-33 დასრულა. ნაგეტსი მე-7 ადგილზე გავიდა დასავლეთ კონფერენციაში (ერთი საფეხურით მაღლა ვიდრე წინა წელს). დენვერი მე-2 საფეხურიდან გასულ სან ანტონიო სპურს შეხვდა, რომელსაც პირველი მატჩი მოუგო სან ანტონიოშივე ანგარიშით 93-87, თუმცა სპურსმა შემდეგი 4 მატჩი მოიგეს ზედიზედ და გამოთიშეს პლეი-ოფის ასპარეზობას დენვერელები.

სეზონი: 2005-2006[რედაქტირება]

ენტონი გოლდენ სტეიტ უორიორის წინააღმდეგ (2005-2006 წლის სეზონში).

2005-2006 წლის სეზონში ენტონიმ 80 თამაში დაიწყო. მისი საშუალო შედეგი იყო 26.5 ქულა (მე-8 NBA-ში), 2.7 ასისტენტი, 4.9 მოხსნა და 1.1 მოპარვა თითოეულ თამაშში. მან მოპოვებული ქულებით მე-8 ადგილზე დაასრულა მთლიან ლიგაში, რაც 1990-91 წლების შემდეგ პირველი იყო დენვერ ნაგეტსის მოთამაშის მიერ, ნახსენებ წლებში კი ეს მაიკლ ადამსმა მოახერხა ნაგეტსის ფორმით, რომელმაც მე-6 ადგილზე დაამთავრა მთლიან ლიგაში. 2005 წლის 23 ნოემბერს, ნაგეტსი ხვდებოდა 2-ჯერ გამარჯვებულ აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონ დეტროიტ პისტონს, სადაც ენტონიმ მისი მე-1000 მოხსნა მიითვალა კარიერაში. ერთი თვის მოგვიანებით კი, მან ფილადელფია სიქსერსი წინააღმდეგ ერთ თამაშში 45 ქულის მოგროვება შეძლო, რაც მის კარიერაში უმაღლესი შედეგი იყო, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ მაინც დამარცხდა დენვერი. 2006 წლის 17 მარტს კი მან 33 ქულა დააგროვა მემფის გრიზლის წინააღმდეგ, რაც მის კარიერაში 5 000 ქულის დაგროვებას ნიშნავდა, ამით კი მეორე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც ესეთი შედეგით დაიწყო კარიერა (ლებრონ ჯეიმზის შემდეგ). მარტის თვეში ნაგეტსმა 11-5 იასპარეზეს და ენტონი კი NBA თვის მოთამაშეს იქნა დასახელებული.

ამ სეზონის განმავლობაში, ენტონიმ შეძლო 5 გამარჯვების მომტანი სროლა განეხორციელებინა: 2006 წლის 8 იანვარს ჰიუსტონის წინააღმდეგ გასვლაზე; სახლში ფენიქს სანის წინააღმდეგ 10 იანვარს; მინესოტაში 24 თებერვალს; ინდიანაში 15 მარტს; ხოლო 6 აპრილს კი შინ - ლოს ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ. აქედან გამოსარჩევია მინესოტას წინააღმდეგ ნასროლი, როდესაც მან 3 ქულიანი ნასროლი ზუსტად ჩააგდო. 6 იანვარს კი დამატებულ დროში, ენტონიმ გამარჯვების ქულა ჩააგდო დალას მავერიკის წინააღმდეგ.

ნაგეტსმა სეზონი მე-3 ადგილზე დაამთავრა დასავლეთ კონფერენციაში, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონის გამარჯვება მოახერხა პირველად ენტონის კარიერაში. პლეი-ოფის პირველ რაუნდში კი მე-6 ადგილიდან გასული ლოს-ანჯელეს კლიპერსი შეხვდათ. პირველ ორ გასვლით შეხვედრაში, რომელიც ლოს ანჯელესში ტარდებოდა, დენვერი ორივეში დამარცხდა. მე-3 მატჩში კი მოახერხეს შინ გამარჯვება თუმცა ამას შინ დამარცხება და მე-5 თამაშში კვლავ ლოს ანჯელესში დამარცხება მოჰყვა და საბოლოოდ 1-4 დამარცხდნენ და გამოეთიშნენ ფლეი-ოფს. სეზონის დასრულების შემდეგ, ენტონიმ ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქს, რომელშიც ის 80$ მილიონს აიღებდა დენვერისგან.

სეზონი: 2006-2007[რედაქტირება]

ენტონი დენვერში ყოფნის დროს.

სეზონის მე-8 თამაშში, რომელიც 117-109 მოიგო დენვერმა ტორონტო რეპტორის წინააღმდეგ, ენტონიმ გაუთანაბრდა გუნდის რეკორდს, რომელიც ალექს ინგლიშის მიერი იყო დამყარებული და 6 ზედიზედ თამაშში 30 ქულას აგროვებდა თითოში, აქვე აღსანიშნავია რომ ზუსტად ამ დროს ინგლიში ტორონტოს მწვრთნელის ასისტენტი იყო და ამ ყველაფრის მომსწრე, თუმცა მან ვერ შეძლო ახალი რეკორდის დამყარება მე-9 თამაშში, რომელიც დენვერმა შინ 113-109 მოიგო ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ 21 ნოემბერს, როდესაც ენტონიმ სულ რაღაც 29 ქულა დააგროვა და მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა დააკლდა რეკორდისთვის. ჩიკაგოს შემდეგ, ენტონიმ კვლავ შემდეგ 6 თამაშში 30 ქულები აგროვა და როდესაც მისი და ინგლიშის რეკორდი კვლავ გაიმეორა, მე-7 თამაშში ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ გუნდი შინ დამარცხდა 98-96, სადაც ენტონიმ მხოლოდ 24 ქულის მოგროვება შეძლო. ხოლო მედისონ სკვერ გარდენში ჩატარებული მატჩის დროს რომელიც 16 დეკემბერს იყო, ენტონი იმ კალათბურთელთა შორის, რომელმაც იჩხუბეს ერთამენეთში და ცნობილია როგორც "ნიქსი-ნაგეტსის ჩხუბი". ვიდეო კადრებმა ანახა ასევე როდესაც ენტონიმ როგორ დაარტყა მუშტი ნიუ-იორკ ნიქსის მოთამაშე - მერდი კოლინსს. საბოლოოდ კი ენტონი მისი საქციელის გამო იქნა 15 მატჩით დასჯილი, რომელიც ნბა კომისარმა - დევიდ სტერნმა მიიღო. 22 იანვარს კი, ენტონი დაუბრუნდა პარკეტს სადაც მისი 15 მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველ მატჩში 28 ქულა, ხოლო მისმა პარტიონრმა ალან აივერსონმა კი 23 ქულა მოაგროვა.

2007 წლის 2 თებერვალს, ენტონი და მისი თანაგუნდელი ჯეი არ სმიტს მოუვიდათ ავტო საგზაო შემთხვევა, თუმცა არც ერთი არ იქნა დაზარალებული. გუდნმა კი ოფიციალურად განაცხადა რომ მანქანას სმიტი ატარებდა, სადაც ასევე ენტონი იმყოფებოდა. 3 დღის შემდეგ კი ენტონიმ კარიერაში პირველი ტრიპლ-დაბლი დადო, 31 ქულით, 10 მოხსნით და 10 ასისტენტით, თუმცა დენვერი მაინც დამარცხდა 113-108 ფენიქს სანის წინააღმდეგ. როდესაც დასავლეთ კონფერენციის ოლ-სტარის თამაშის რეზერვები იქნა დასახელებული, ენტონი შემადგენლობის გარეთ დარჩა, თუმცა იაო მინგის და კარლოს ბუზერის ტრავმების შემდეგ, ნბა კომისარმა დევიდ სტერნმა აირჩია ენტონი მათ შემცვლელად ჯოშ ჰოვარდთან ერთად. თამაშში კი ენტონიმ 20 ქულა, 9 მოხსნა დააგროვა ოლ-სტარის დებიუტში. ენტონი იყო პირველი დენვერ ნაგეტსის მოთამაშე რომელიც დასახელებული იყო ოლ-სტარის გუნდში ანტონიო მაკდაიესის შემდეგ (2001 წელს).

სეზონის განმავლობაში ენტონიმ 3-ჯერ შეძლო კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდების მოპოვება - 20-26 ნოემბრის, 27 ნოემბერ - 3 დეკემბრის და 5-11 თებერვლის პერიოდში, ხოლო თვის მოთამაშის ტიტული კი აპრილში მიიღო, როდესაც დენვერთან ერთად თვე 10-1 ჩაამთავრა. საბოლოოდ კი გუნდმა რეგულარული სეზონი მე-6 ადგილზე დაამთავრა დასავლეთ კონფერენციაში. ენტონიმ როგორც ყველაზე მეტი ქულის მომტანი, სეზონი მე-2 ადგილზე დაამთავრა რომელიც მხოლოდ კობი ბრაიანტს ჩამორჩებოდა. საბოლოოდ ენტონიმ საშუალოდ 28.9 ქულა, 6.0 მოხსნა, 3.8 ასისტენტი და 1.2 მოპარვა ჰქონდა თითოეულ თამაშში. მე-6 ადგილიდან გასულ დენვერ ნაგეტსს მე-3 ადგილიდან გასული სან ანტონიო სპურსი შეხვდა პლეი-ოფის პირველ რაუნდში, რომელიც 2005 წლის გამეორება იყო ამ ორ გუნდს შორის. დენვერმა პირველი მატჩი 95-89 მოიგო, მაგრამ სამწუხაროდ შემდეგ 4 მატჩში დამარცხდა და შესაბამისად სერიებიეც 4-1 წააგო.ზედიზედ მეოთხე წელი დენვერი კვლავ პლეი-ოფის პირველ რაუნდს ვერ გასცდა. სან ანტონიო სპურსის წინააღმდეგ ენტონის საშუალო მაჩვენებელი გუნდის ყველაზე მაღალი 26.8 ქულა და 8.6 მოხსნა იყო, ასევე მას 1.2 ასისტენტი და 1.0 მოპარვა მიითავალა თითეულ თამაშში.

სეზონი: 2007-2008[რედაქტირება]

2008 წლის 24 იანვარს, ენტონი მეორედ იქნა დასახელებული ნბა ოლ სტარ თამაშზე როგორც დამწყები. ხმის მიცემის დროს კი მან დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში ყველას გაუსწრო (1,723,701 ხმა), ხოლო მთლიან ლიგაში კი მეორე ადგილი დაიკავა კობი ბრაიანტის შემდეგ (2,004,940 ხმა) ყველა დასავლეთ კონფერენციის მოთამაშეს შორის. 8 თებერვალს, ენტონიმ მაშინდელი დროისთვის კარიერის ყველაზე მაღალი - 49 ქულა დააგროვა ვაშინგტონ ვიზარდსის წინააღმდეგ, სადაც დენვერმა 111-110 მოიგო. მისი თამაშიდან ჩაგდებულის პროცენტული მაჩვენებელი .760 იყო, რომელიც მან 25-იდან 19 ზუსტად გაუშვა. ეს პროცენტული მაჩვენებელი კი ბოლო 13 წლის მანძილზე მეორე ადგილზე იყო, როდესაც თამაშში 25 ან მეტს ესროდნენ (ბრაიანტი იყო პირველი .769 თამაშიდან ჩაგდებული პროცენტული მაჩვენებლით, რომელიც 20 ზუსტი იყო 26-დან, ლეიკერსმა კი 99-94 გაიმარჯვა ჰიუსტონ როკეტის წინააღმდეგ 2000 წლის 21 დეკემბერს). 27 მარტს, რომელიდ დალას მავერიკის წინააღმდეგ იმართებოდა დენვერში, ენტონიმ მის კარიერაში 9000-ე ქულა ჩაიწერა. საბოლოოდ რეგულარულ სეზონში 77 მატჩი ჩაატარა, ლიგაში კი მე-4 ადგილი დაიკავა ყველაზე მეტი ქულებს შორის, სადაც მას საშუალო მაჩვენებელი 25.7 ქულა თითო თამაშში, ასევე კარიერის უმაღლესი მოხსნა (7.4) ჰქონდა თითო თამაშში, ასევე მოპარვა 1.3 იყო. რაც შეეხება ბლოკს, მან კარიერის უმაღლესი გაიმეორა (0.5) და ასისტენტები კი 3.4 ჰქონდა თითო მატჩში.

დენვერმა 2007-2008 წლის სეზონი 50 გამარჯვებით დაასრულა (50-32 რითაც გუნდის ისტორიაში ყველაზე კარგ მაჩვენებელს შორის გაუთანაბრდა მე-3 ადგილს, მას შემდეგ რაც გუნდი 1976 წელს ოფიციალურად შეუერთდა NBA-ს), თუმცა სეზონი დასავლეთ კონფერენციაში გუნდმა მე-8 დაასრულა და ფლეი-ოფში პირველ ადგილოსან ლოს ანჯელეს ლეიკერსს შეხვდა, რომელსაც მხოლოდ 7 გამარჯვებით მეტი ჰქონდა მოპოებული. გუნდი 4 მატჩში დამარცხდა. ენტონიმ კი ფლეი ოფის სეზონის საშუალო მაჩვენებელი 22.5 ქულა, 9.5 მოხსნა (ფლეი ოფის კარიერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი), 2.0 ასისტენტი და 0.5 მოპარვა მიითვალა მის სტატისტიკაზე.

სეზონი: 2008-2009[რედაქტირება]

2008 წლის 10 დეკემბერს, დენვერმა ტიმვერვულვზი დაამარცხა სადაც ენტონიმ გაუთანაბრდა ჯორჯ ჯერვინის რეკორდს - ყველაზე მეტი ქულა ერთ პერიოდში 33 ქულით, ენტონიმ მე-3 პერიოდში მოაგროვა, რომელიც ნბა ისოტიარიაში უმაღლესი იყო. მესამე პერიოდის განმავლობაში ენტონიმ 15-ჯერ ესროლა ფარს და აქედან 12 ზუსტად წავიდა (80%), საბოლოოდ კი 45 ქულა, 11 მოხსნა, 3 ასისტენტი და 4 მოპარვა მიითვალა ამ თამაშში. 2009 წლის 4 იანვარს, ენტონიმ ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ ხელი. ეს კი მას 3-4 კვირის დასვენება დაუჯდა. 2009 წლის 30 იანვარს კი ენტონიმ ტრავმის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა შარლოტა ბობქეტსის წინააღმდეგ და 19 ქულაც მიითვალა.

ნაგეტსმა საბოლოოდ ჩრდილო-დასავლეთ დივიზიონი გაიმარჯვა და დასავლეთ კონფერენცია კი მე-2 ადგილზე დაასრულა 54 გამარჯვებით და 28 წაგებით. ენტონის საშუალო 22.8 ქულა, 37.1 სამ ქულიანიდან სროლა. მას შემდეგ რაც 2004-2008 წლებში გუნდი პირველივე შეხვედრაში 5-ივეჯერ დამარცხდა, ენტონიმ კი გუნდთან ერთად ნიუ-ორლეან ჰორნეტსი დაამარცხა პირველად გავიდა პლეი-ოფის მეორე რაუნდში, ხოლო საშინაო მატჩში სადაც დენვერმა 107-86 მოიგო, ენტონიმ კარიერის ყველაზე მაღალი პლეი-ოფის მაჩვენებელი 34 ქულა და 4 მოპარვა მიითვალა. მატჩის შემდეგ ენტონიმ განაცხადა: "კარგია, საბოლოოდ..." დენვერმა ჰორნეტსი 4-1 დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციის ნახევარ ფინალში კი დალას მავერიკის დამარცხებაში დაეხმარა გუნდს, სადაც 4-1 მოუგეს დალასელებს. ენტონიმ საშუალოდ 30 ქულას აგროვებდა 5ივე მატჩში. მე-3 მატჩში კი ენტონიმ ბოლო წამზე ისროლა 3 ქულიანი და ზუსტად ჩააგდო ბადეში, რაც დაეხმარა გუნდს 105-103 გამარჯვებაში. დენვერი გავიდა დასავლეთ კონფერენციის ფინალში მაგრამ სამწუხაროდ დამარცხდა 4-2 ლოს ანჯელეს ლეიკერსის მიერ, ბოლო მატჩი კი ენტონის დაბადების დღეს იყო სადაც გამოეთიშა გუნდი ასპარეზობას.

სეზონი: 2009-2010[რედაქტირება]

ენტონი წინა სასეზონო მატჩში ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ.

2009-2010 წლის პირველ ორ მატჩში, ენტონიმ 71 ქულა მოაგროვა იუტა ჯაზთან და პორტლანტ ბლაზერთან. ენტონი გახდა იმ სამ კალათბურთელს შორის დენვერის ისტორიაში, რომელმაც ეს შეძლო და 70 ან მეტი ქულა მიითვალა პირველ ორ შეხვედრაში, როდესაც ნიკ ვან ექსელს გაუთანაბრდა 71 ქულით, ხოლო ჩამორჩა ალექს ინგლიშს, რომელმაც ეს შედეგი ორჯერ მოახერხა 79 ქულა 1985 წელს და 74 ქულა 1988 წელს. ეს შედეგი ასევე პირველი იყო 1987 წლის შემდეგ, რაც ნაგეტსმა სეზონი 2-0 დაიწყო. მესამე მატჩში ენტონიმ 42 ქულა მიითვალა. ეს კი 1985 წლიდან პირველად იყო როდესაც გუნდმა 3-0 დაიწყო სეოზნი. ნოემბრის თვეში, ენტონი დასახელებული იქნა ნბა კვირის მოთამაშე და ასევე დასავლეთ კონფერენციის თვის მოთამაშედ, რომლის ლიდერობითაც ნაგეტსმა სეზონი 12-5 დაიწყო.

რეგულარული სეზონის მე-15 შეხვედრაში, როდესაც დენვერი მინესოტა ტიმბერვულვზის წინააღმდეგ იყო, ენტონი ლიგაში საშუალო თამაშში 30.2 ქულას ყრიდა, რითაც პირველი მოთამაშე იყო ლიგაში, რომელიც თითო თამაშში მინიმუმ 20 ქულას აგდებდა, მინესოტას წინააღმდეგ კი 22 ქულით დაამთავრა, სადაც მან დენვერის რეკორდი დაამყარა მე-15 მატჩში შეძლო 20 ქულის დაგროვება მინიმუმ, რომელიც წინა რეკორდი 14 ზედიზედ თამაში იყო ასეთი შედეგით ინგლიშის მიერ. შემდეგ მატჩში კი ენტონიმ კარიერის ყველაზე მაღალი - 50 ქულა მოიპოვა, ასევე მისმა გუნდელმა ჩოსნი ბილაფსმა კი 32 ქულა მოიპოვა ამავე თამაშში ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ. ამით კი ნბა ისტორიაში ისინი მესამე გახდნენ, ვინც შეძლო 50-30 ქულების დაგროვება ერთი გუნდიდან. 2 დღის შემდეგ, ენტონიმ პირველ პერიოდში 19 ქულა მიითვალსა. 2010 წლის 21 იანვარს კი ენტონი დასახელებული იქნა 2010 წლის ნბა ოლ-სტარში დამწყებად, სადაც დასავლეთის კონფერენციის ფორვარდებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ეს იყო ენტონის მესამე ოლ-სტარის მონაწილეობა და აქედან მეორე როგორც დამწყები. ენტონიმ გუნდის ყველაზე მაღალი 27 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, თუმცა დასავლეთის გუნდი მაინც დამარცხდა აღმოსავლეთ გუნდის წინააღმდეგ.

ოლ-სტარის შემდეგ, დენვერის პირველი მატჩი იყო სტუმრად ჩასვლა კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ, რომელსაც 13 ზედიზედ მოგება ჰქონდა. თამაში მეტად სანახავი გამოჩნდა ორივე მხარის ვარსკვლავების მიერ - ლებრონ ჯეიმზმა 43 ქულა, 13 მოხსნა და 15 ასისტი მიითვალა, თუმცა ამას არც ენტონი ჩამორჩა და 40 ქულა, 6 მოხსნა და 7 ასისტენტი დააგროვა. თამაში კი დამატებით დროში გადავიდა, სადაც ენტონიმ თამაშის დამთავრებამდე 1.9 წამით ადრე ჯეიმზის წინააღმდეგ შეძლო და ჩააგდო გამარჯვების ბურთი, რომელიც კავალიერსისთვის მოგებების სერიის დასასრული გამოდგა. 2010 წლის 26 მარტს, ენტონიმ შეძლო გამარჯვების ბურთის ჩაგდება ტორონტო რეპტორსის წინააღმდეგ. საბოლოოდ ნაგეტსმა 2009-2010 წლის რეგულარული სეზონი 53 გამარჯვებით და 29 წაგებით დაამთავრა და პლეი-ოფის პირველ რაუნდში კი ზედიზედ მეორედ იუტა ჯაზს შეხვდა. სერიების პირველ თამაშში ენტოიმ პლეი-ოფის კარიერის უმაღლესი - 42 ქულა მოიპოვა. თუმცა ეს არ დაეხმარა დენვერს, სადაც საბოლოოდ სერიებში 4-2 დამარცხდა, სადაც ენტონიმ პლეი-ოფის კარიერის საშუალო 30.7 ქულა, 8.5 მოხსნა, 2.3 ასისტენტი და 2.0 მოპარვა მიითავალა თითო თამაშში.

სეზონი: 2010-2011[რედაქტირება]

2010 წლის 15 ნოემბერს, ენტონიმ კარიერის ყველაზე მაღალი 22 მოხსნა მიითვალა და ასევე 20 ქულა, რომელიც პისი პირველი 20-20 იყო ფენიქს სანის წინააღმდეგ. ასევე მან გამარჯვების ბურთი ჩააგდო 2010 წლის 26 ნოემბერს ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ. 2010 წლის დეკემბერში მან 5 მატჩი გააცდინა მისი დის - მიშელის გარდაცვლების გამო. განაცხადში კი 2011 წლის 1 იანვარს დაბრუნდა საკრამენტო კინგსის წინააღმდეგ.

ნიუ-იორკ ნიქსი: 2011-დღემდე[რედაქტირება]

2011 წლის 22 თებერვალს, ენტონი ჩონსი ბილაფსთან ერთად იქნა შესყიდული ნიუ-იორკ ნიქსის მიერ, სადაც გუნდებმა მრავალ მოთამაშიანი გაცვლა მოახდინეს, სადაც ასევე მინესოტა ტიმბერვულვზი იყო ჩართული. მისი ნაგეტსიდან 15 ნომრიანი მაისურის მსგავსის მორგება ნიუ-იორკში ვერ მოხერხდა რადგან ნიუ-იორკს 15 ნომრიანი მაისური ყოფილი მოთამაშეების ირლ მონროს და დიქ მაკგირის გამო ჰქონდა გაუქმებული, ამიტომ კარმელომ 7 ნომრიანი მაისური აირჩია. პირველი მატჩი აახლ გუნდთან ერთად კარმელომ 114-108 მოიგო მილოუკ ბაქსის წინააღმდეგ, სადაც მან 27 ქული და 10 მოხსნა და ერთი ასისტენტი მიითვალა მის ანგარიშზე. ფლეი-ოფში თამაშისას კი, მე-2 მატჩში, რომელიც ბოსტონში იმართებოდა, ენტონიმ მისი კარიერის ყველაზე მაღალი 42 ქულა გაიმეორა, თამაშში კი 42 ქულის გარდა მან 17 მოხსნა და 6 ასისტენტი დააგროვა, თუმცა ეს ვერ დაეხმარა გუნდს მოგებაში. ნიქსი ფლეი-ოფს 4 რაუნდიან სერიაში დამარცხდა ანგარიშით 4-0 და გამოეთიშა ასპარეზობას.

აშშ ნაკრების გუნდი[რედაქტირება]

კარმელო ენტონი 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, დუეინ ვეიდთან, ლებრონ ჯეიმზთან და კრის ბაშთან ერთად

ენტონი იყო იმ 12 მოთამაშეს შორის, რომელიც იქნა დასახელებული 2002 წლის ზაფხულში აშშ კალათბურთის კაცთა ახალგაზრდულ გუნდში. აქ მონაწილეობით მან შეძლო 2002 წელს კაცთა ახალგაზრდულ ჩემპიონატში ბრონზის მედლის მოგება აშშ ნაკრებთან ერთად. მან დაიწყო გუნდის მიერ ხუთივე მატჩი და საშუალოდ გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი - 15.6 ქულას აგროვებდა 22 წუთში. მისი 6.2 მოხსნა გუნდში მეორე ადგილს იკავებდა. დომენიკების რესპუბლიკის წინააღმდეგ, პირველ რაუნდში ენტონიმ 15 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. მეორე რაუნში კი მექსიკის წინააღმდეგ 21 წუთში 21 ქულა მიითვალა, რომელიც მეორე გამარჯვებაში დაეხმარა გუნდს. მესამე მატჩში მან 75-73 გამარჯვებაში, როდესაც არგენტინა დაამარცხეს, გუნდს ლიდერობდა 23 ქულით. 2 ქულით დამარცხების შემდეგ რომელიც მასპინძელ ვენესუელასთან იქნა ნახევარ ფინალში, ენტონიმ 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. აშშ ნაკრებმა კი ბრონზის მედალი მოიპოვა მას შემდეგ რაც მესამე ადგილის ბრძოლისთვის არგენტინა 71-65 დაამარცხა.

მისი ნბა-ში პირველი ახალბედა სეზონის შემდეგ, ენტონი არჩეული იქნა 2004 წლის აშშ მთავარი გუნდის მიერ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს, სადაც გუნდმა ბრონზის მედალი მოიპოვა 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე. მისი საშუალო შედეგი თითოეულ თამაშში 2.4 ქულა და 1.6 ასისტენტი იყო. ენტონი იქნა დასახელებული კაპიტნად დუეინ ვეიდთან და ლებრონ ჯეიმზთან ერთად აშშ ნაკრებში 2006 წლის FIBA მსოფლიო ჩემპიონატზე. გუნდი კვლავ ბრონზის მედალს დასჯერდა. 2006 წლის 23 აგვისტოს, ენტონიმ აშშ ნაკრების ქულის რეკორდი დაამყარა, როდესაც მან იტალიის ნაკრების წინააღმდეგ 35 ქულა მიითვალა FIBA ტურნირზე. წინა რეკორდი კენი ანდერსონს ეკუთვნოდა, როდესაც მან 1990 წელს 34 ქულა მოაგროვა. ენტონი იქნა დასახელებულა FIBA მსოფლიო ჩემპიონის მთელი ტურნირის გუნდში, სადაც ის საშუალოდ 19.9 ქულით, 3.7 მოხსნით და 1.6 ასისტენტს აგროვებდა თითოეულ თამაშში.

2006 წლის იანვარს, FIBA მსოფლიო ჩემპიონატზე ბწრყინვალედ გამოჩენის გამო, ენტონი არჩეული იქნა აშშ კალათბურთის წლის კაც ათლეტად. ენტონი იყო ასევე წევრი 2007 წლის FIBA ამერიკის ჩემპიონატზე. გუნდი კი დაუმარცხებელი გამოდგა სადაც 10-0 დააგროვა. ენტონიმ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა მოპოვებული ქულით 21.2 ქულა თითოეულ მატჩში (191 ქულა 9 თამაშში), რომელიც მხოლოდ ბრაზილიელ ლეანდრო ბარბოსას ჩამორჩებოდა. ენტონიმ ამის გარდა საშუალოდ 5.2 მოხსნა და 1.4 ასისტენტი ჰქონდა თითოეულ მატჩში. მან შეძლო და რეკორდი გაიმეორე რომელიც ალან აივერსონს ეკუთვნოდა ტურნირზე 28 ქულის დაგროვებით, მოგვიანებით კი ეს რეკორდი ლებრონ ჯეიმზის მიერ იქნა მოხსნილი, რომელმაც 31 ქულა მოაგროვა და დაეხმარა გუნდს არგენტინის დამარცხებაში და ოქროს მედლის მოპოვებაშI.

ენტონი ასევე იყო დასახელებული 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ამჯერადაც ჯეიმზთან და უეიდთან ერთად, ოღონდ ამჯერად ამ სამეულს კობი ბრაიანტი და ჯეისონ კიდიც შეემატა. გუნი საშუალოდ 32.2 ქულის ფორით იგებდა, სადაც მეოთხედ ფინალში ავსტრალია 31 ქულის უპირატესობით და არგენტინა 20 ქულის უპირატესობითაც დაამარცხეს. ენტონიმ არგენტინის წინააღმდეგ 21 ქულა ჩააგდო, რომელიც 3/14 თამაშიდან ჩაგდებული და 13/13 საჯარიმო სროლა იყო. ამ უკანასკნელით კი ნაკრების რეკორდი დაამყარა ოლიმპიურ თამაშებზე როგორც საჯარიმო ქულებით, ასევე საჯარიმო ქულები პროცენტულად. ოქროს მედლის საბრძოლო მატჩში, რომელშიც აშშ ნაკრებმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები დაამარცხა, ენტონიმ 13 ქულა მოაგროვა. მისი საშუალო კი 11.5 ქულა (92 ქულა 8 თამაშში), 4.3 მოხსნა (34 მოხსნა 8 თამაშში) და 1.0 მოპარვა (8 მოპარვა 8 თამაშში) მიითვალა.

მოთამაშეს პროფილი[რედაქტირება]

ენტონი ძირითადა პატარა ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა მას ასევე ძლიერი ფორვარდის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. მისი ჩაგდება ბურთის არის მისი ძლიერი მხარე, აქედან გამომდინარე მას ზედმეტსახელად "Score Machine" კი უწოდეს. ის იწონის 103 კგ და არის 2.03 სიმაღლეს, რაც ხელს უწყობს მის ორთაბრძოლებში შესვლას.2005-2006 წლის სეზონში, ენტონიმ შეძლო 5 თამაშის მომგები ქულის მოტანა თამაშის დასრულებამდე 5 წამით ადრე. თუმცა მისი ბრწყინვალე თავდასხმის მიუხედავად, ის ყოველთვის იყო კრიტიკის საბაბიც მისი დაცვის სისუსტეში, რის გამოც არცერთხელ არ ყოფილა დასახელებულა ნბა ყველა-მცველის გუნდი.

ნბა კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება]

მნიშვნელობები: GP = ჩატარებული მატჩი; GS = თამაში დაიწყო; MPG = თითოეულ მატჩში ჩატარებული წუთი; FG% = თამაშიდან ჩაგდებული პროცენტულად;

3P% = 3 ქულიანი თამაშიდან ჩაგდებული პროცენტულად; FT% = საჯარიმო სროლა პროცენტულად; RPG = მოხსნა თითოეულ მატჩში; APG = ასისტენტი თითოეულ მატჩში;

SPG = მოპარვა თითოეულ მატჩში; BPG = ბლოკი თითოეულ მატჩში; PPG = ქულა თითოეულ მატჩში; გამუქებული/მწვანედ შეღებილი = კარიერის ყველაზე მაღალი შედეგი;

რეგულარული სეზონი[რედაქტირება]

წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2003-04 დენვერი 82 82 36.5 .426 .322 .777 6.1 2.8 1.2 0.5 21.0
2004 -05 დენვერი 75 75 34.8 .431 .266 .796 5.7 2.6 .9 0.4 20.8
2005-06 დენვერი 80 80 36.8 .481 .243 .808 4.9 2.7 1.1 0.5 26.5
2006-07 დენვერი 65 65 38.2 .476 .268 .808 6.0 3.8 1.2 0.3 28.9
2007-08 დენვერი 77 77 36.4 .492 .354 .786 7.4 3.4 1.3 0.5 25.7
2008-09 დენვერი 66 66 34.3 .443 .371 .793 6.8 3.4 1.1 0.4 22.8
2009-10 დენვერი 69 69 38.2 .458 .316 .830 6.6 3.2 1.3 0.4 28.2
2010-11 დენვერი 50 50 35.5 .452 .333 .823 7.6 2.8 .9 0.6 25.2
2010-11 ნიუ-იორკი 27 27 36.2 .461 .424 .872 6.7 3.0 .9 0.6 26.3
2011–12 ნიუ-იორკი 55 55 34.1 .430 .335 .804 6.3 3.6 1.1 .4 22.6
ტოტალი 646 646 36.2 .456 .322 .805 6.3 3.1 1.1 .5 24.7
ALL Star 5 4 25.6 .532 .125 .636 8.4 1.2 .8 .2 18.4

პლეი-ოფი[რედაქტირება]

წელი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2003-04 დენვერი 4 4 35.8 .328 .182 .800 8.3 2.8 1.2 .0 15.0
2004-05 დენვერი 5 5 36.0 .422 .000 .813 5.4 2.0 .6 .2 19.2
2005-06 დენვერი 5 5 38.6 .333 .000 .750 6.6 2.8 .8 .2 21.0
2006-07 დენვერი 5 5 42.0 .480 .500 .795 8.6 1.2 1.0 .0 26.8
2007-08 დენვერი 4 4 36.5 .364 .250 .828 9.5 2.0 .5 .2 22.5
2008-09 დენვერი 16 16 38.3 .453 .364 .826 5.8 4.1 1.8 .6 27.2
2009-10 დენვერი 6 6 42.3 .464 .316 877 8.5 3.2 2.0 .5 30.7
2010-11 ნიუ-იორკი 4 4 39.0 .375 .346 .853 10.3 4.8 1.2 .8 26.0
2011–12 ნიუ-იორკი 5 5 40.8 .419 .222 .756 8.2 2.2 1.2 .2 27.8
ტოტალი 54 54 38.8 .419 .327 .815 7.4 3.0 1.3 .4 24.9

ჯილდოები და მიღწევები[რედაქტირება]

  • NBA All Star არჩეული;
    • მეორე გუნდი: 2010;
    • მესამე გუნდი: 2006, 2007, 2009;
  • NBA All Star: 2007, 2008, 2010, 2011, 2012;
  • NBA ახალბედა MVP: 2005;
  • NBA ყველა ახალბედას პირველი გუნდი: 2004
  • ბრონზის მედალი აშშ ნაკრებთან ერთად: 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე;
  • ბრონზის მედალი აშშ ნაკრებთან ერთად: 2006 FIBA მსოფლიო ჩემპიონატზე;
  • ოქროს მედალი აშშ ნაკრებთან ერთად: 2007 FIBA ამერიკის ჩემპიონატზე;
  • ოქროს მედალი აშშ ნაკრებთან ერთად: 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე;

პრობლემები[რედაქტირება]

2004 წელს ენტონი შემჩნეული იქნა მარიხუანას მოხმარების გამო, სადაც დენვერის აეროპორტში ზურგჩანთაში უპოვეს მარიხუანა. ეს ყველაფერი მოხსნილი იქნა მას შემდეგ, რაც ენტონის მეგობარ ჯეიმზ კანინგემმა ხელიმოაწერა და თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა მარიხუანის შესახებ. იგივე წელს ენტონი გადაღებული იქნა ვიდეოთი სადაც შემდგომ ბალტიმორის მცხოვრები ძალადობაში ამხილებდა. 2006 წელს, ენტონის მეგობარი ტაილერ ბრენდონ სმიტს მოუვიდა საგზაო შემთხვევა ენტონის მანქანით, რითაც ის შეპატიმრებული იქნა და მანქანაში კი მარიხუანა იქნა ნაპოვნი, ასევე ბრალად ედებოდა 3 მანქანის შეჯახება. იგივე წელს ენტონი იქნა მონაწილე ცნობილი როგორც ნიქს-ნაგეტსის ჩხუბის, მედისონ სკვერ გარდენში, რასაც საბოლოოდ 15 მატჩით დასჯა მოჰყვა.

2008 წლის 14 აპრილს, ენტონი საეჭვო ტარების გამო იქნა შემჩნეული და დაპატიმრებული, სადაც ის შუქებს არ იყენებდა და ასევე ხშირად იცვლიდა მოძრაობის ზოლს. საბოლოოდ კარმელო დაჯარიმებული იქნა "არაფხიზელ მდგომაროებაში ტარებისთვის". სასამართლოზე კი ენტონიმ თავი დამნაშავედ აღიარა, რასაც მისი 1 წლიანი რეაბილიტაცია ალკოჰოლთან, 1 000 $ ჯარიმა და 24 საათიანი სახალხო სერვისში მსახურობა მოჰყვა.

პერსონალური ცხოვრება[რედაქტირება]

ენტონის ჰყავს ორი ძმა - რობერტი და უილფორდი და ასევე ნახევარ და - დეიფნი. ენტონის ჰყავდა ასევე და - მიშელი, რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა. ენტონის დედა - მერი არის აფრო-ამერიკელი, ხოლო მამა კი პუერტო რიკოელია. 2004 წელს, კარმელომ დაიწყო ცხოვრება ლა ლა-სთან ერთად, მათი შვილი კი კიან კარმელო ენტონი დაიბადა 2007 წლის 7 მარტს. 2010 წლის 10 ივლისს წყვილი დაქორწინდა ნიუ-იორკში 320 მოწვეული სტუმრის თვალწინ. ენტონი ამჟამად მანჰეტენის ზედა ნაწილში ცხოვრობს.

ქველმოქმედება[რედაქტირება]

დენვერში, ენტონი წარმომადგენელი იყო ოჯახების რესურს ცენტრის და ეხმარებოდა ქრისთმას წვეულებების მოწყობაში, რომელიც დასათაურებული იყო "A Very Melo Christmas," რომელიც განკუთვნილი იყო ტრავმა გადატანილი ბავშვებისთვის. ბალტიმორში, მელო იყო წამყვანი 3-3 ტურნირის, რომელიც ცნობილია როგორც "Melo's H.O.O.D. Movement 3 on 3 Challenge (HOOD - უჭირავს ჩვენი ბედი)" და ეხმარებოდა ლოკალური ბავშვებისთვის შექმნილ საზოგადოების ცენტრის. ენტონიმ გახსა "კარმელო ენტონის ახალგაზრდების განვითარების ცენტრი" ბალტიმორში 2006 წლის 14 დეკემბერს. მან 1.5$ მილიონი ჩადო რომ შეექმნთან საცხოვრებელი საკლასო ოთახები, რომელიც იყო არა მომგებიანი ორგანიზაცია "წარმოადგენს განათლების, სამუშაო ტრენინგების, საზოგადოების სერვის პროგრამებს 35 000 ბავშვისთვის, ახალგაზრდა და მოზრდილთათვის, რომელიც აღმოსავლეთ ბალტიმორის საზოგადოებაში ითვლებიან"

2004 წლის ცუნამის შემდეგ, ენტონიმ 35 000$ გაიღო დაზარალებულთათვის. მან გადარიცხა თითო ქულაზე 1 000 $, რომელიც მან სან ანტონიო სპურსის წინააღმდეგ ჩააგდო 2005 წლის 8-9 იანვარს. ენტონიმ ასევე 3 მილიონი $ დაამატა სირაკუსის უნივერსიტეტში, ახალი კალათბურთის დაგეგმილ სავარჯიშო დარბაზის შექმნაში. ნბა-ს ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით: "ენტონის საჩუქარი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე უდიდეს დახმარებას სირაკუსის უნივერსიტეტის ათლეტის და ასევე ერთერთი ყველაზე პროფესიონალი ათლეტის, რომელც უნივერსიტეტში ოდესმე ყოფილა". სავარჯიშო დარბაზს კარმელო ენტონის პატივსაცემად მისი სახელი უწოდეს და საბოლოოდ "კარმელო ენტონის კალათბურთის ცენტრი" დაარქვეს.

საბოლოო ჯამში, ენტონის 4 282 000 $ აქვს ქველმოქმედებაში აგდარიცხული, რომელიც ის მე-8 პოზიციაზე იმყოფება "30 კაციან ცნობილი სახეების სიაში - დააბრუნე უკან"

სხვა აქტიურობა[რედაქტირება]

ენტონი იყო სტუმარი "Lost and Found"-ს ეპიზოდში Ned's Declassified School Survival Guide. ის ასევე მონაწილეობას იღებს მუსიკალურ ვიდეოში ცნობილი როგორც "Be" რომელიც არის ალბომი Be-დან 2005 წელს. ენტონი არის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც იქნა ყველა EA სპორტის კალათბურთის სახეობების სამივე გარეკანზე მოთავსებული (NCAA March Madness, NBA Live და NBA Street). 2009 წლის იანვარში, კოლორადოს სპორტის დიდების დარბაზმა, აირჩია ენტონი როგორც მისი პროფესიონალი ათლეტი 2008 წელს. ენტონი და ვრესტლერი ანრი სეიუდო, რომელიც ასევე ოქროს მედლის მფლობელია, იყვნენ არჩეული 2009 წლის 14 აპრილს და დაჯილდოებული. 2010 წლის 24 აგვისტოს, გახდა ცნობილი რომ კარმელო ენტონი და დუაიტ ჰოვარდი იქნებოდნენ გადაღებული ფილმში, სახელად "Amazing"

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]