კავაი ლეონარდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავაი ლეონარდი

ლეონარდი ტორონტო რაპტორსთან ერთად (2019)
№ 2 – ლოს-ანჯელეს კლიპერსი
მსუბუქი ფორვარდი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 29 ივნისი, 1991 (1991-06-29) (32 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
ეროვნება ამერიკელი
უმაღლესი სკოლა Canyon Springs (მორენო ვილი, კალიფორნია), მარტინ ლუთერ კინგის უმაღლესი სკოლა (რივერსაიდი, კალიფორნია)
სიმაღლე 201 სმ
წონა 104 კგ
კარიერა
NBA-ის დრაფტი 2011 / რაუნდი: 1 / არჩევა: მე-15
არჩეული ინდიანა პეისერსი
პროფესიონალური კარიერა 2011–დღემდე
კარიერის ისტორია
2011–2018 სან-ანტონიო სპურსი
2018–2019 ტორონტო რაპტორსი
2019-დღემდე ლოს-ანჯელეს კლიპერსი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები
სტატისტიკა NBA.com-ზე

კავაი ლეონარდი (ინგლ. Kawhi Leonard; დ. 29 ივნისი, 1991, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდის, ტორონტო რაპტორსის პროფესიონალი კალათბურთელი. ლეონარდი ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა კოლეჯის კალათბურთს გუნდ „სან დიეგო სთეით აცტეკებთან ერთად“. 2011 წლის NBA-ის დრაფტზე იგი არჩეულ იყო ინდიანა პეისერსის მიერ პირველი რაუნდის მე-15 პიკად, თუმცა გუნდმა კავაი არჩევის დღესვე სან-ანტონიო სპურსში გაცვალა. სპურსთან გატარებული შვიდი წლის შემდეგ, 2018 წელს ლეონარდი გუნდა ტორონტო რაპტორსში გაცვალა.

2012 წელს ლეონარდი დასახელდა NBA-ის ყველა-ახალბედის წლის პირველი გუნდის წევრად. 2014 წელს იგი სპურსთან ერთად გახდა NBA-ის ჩემპიონი; კავაი ლეონარდი ამ წლეს ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდოთი დაჯილდოვდა. მას სამჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში, ორჯერ არის არჩეული NBA-ის ყველა-მოთამაშის პირველ გუნდში ხოლო ხუთჯერ არჩეულია NBA-ის ყველა-მცველის პირველი გუნდში. კავაი ლეონარდის ზედმეტსახელია „The Claw“ ან „The Klaw“ და იგი NBA-ში ცნობილია ყველასათვის კარგად ნაცნობი დაცვითი უნარებით რის გამოც მან ორჯერ მოახერხა NBA-ს წლის მცველის ჯილდოს მოპოვება (2015, 2016).

კარიერა კოლეჯში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ წელს, 2009-10 წლებში ლეონარდი „აცტეკებისათვის“ საშუალოდ აგროვებდა 12.7 ქულასა და 9.9 მოხსნას.[1] იგი დაეხმარა აცტეკებს, რომ სეზონი 25-9 მოგება-წაგებათა ბალანსით დაესრულებიათ. ამ სეზონში გუნდმა „Mountain West Conference“-ის (MWC) ჩემპიონობის ტიტული მოიპოვა.

იგი მეორე სეზონში საშუალოდ აგროვებდა 15.7 ქულას და 9.9 მოხსნას.[2] აცტეკებმა ეს სეზონი 34-3 შედეგით დაასრულეს და კვლავ მოიპოვეს ჩემპიონობა.[3]

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სან ანტონიო სპურსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011-12 სეზონი: ახალბედობის წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კავაი ლეონარდი 2011 წელს ინდიანა პეისერსმა პირველი რაუნდის მე-15 პიკად აირჩია, თუმცა არჩევის დღესვე გაცვალა სან ანტონიო სპურსში; ინდიანამ კავაი ლეონარდის, ერაზემ ლობრეკის და დევის ბერტანსის სანაცვლოდ გუნდში ჯორჯ ჰილი მიიღო.[4] 2011 წლის 10 დეკემბერს, მან სან ანტონიო სპურსთან ხელი მოაწერა მრავალწლიან კონტრაქტს.[5]

ლეონარდი და მისი თანაგუნდელი ტიაგო სპლიტერი არჩეულები იყვნენ ჩარლს ბარკლის გუნდში 2012 წლის ამომავალი ვარსკვლავების გამოწვევაზე. რიჩარდ ჯეფერსონის გოლდენ სტეიტ უორიოსრსში გაცვლის შემდეგ კავაიმ ძირითად ხუთეულში მსუბუქი ფორვარდის ადგილი დაიკავა; ამ დრომდე მას ჯეფერსონის ზუგრს უკან უხდებოდა თამაში.

სეზონის დასასრულს ლეონარდმა წლის ახალბედის გამოკითხვაში მეოთხე ადგილი დაიკავა[6] და მოხვდა NBA-ის ყველა-ახალბედის პირველ გუნდში.[7]

2012-13 სეზონი: NBA-ის ფინალებში პირველი მონაწილეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 26 ოქტომბერს სპურსმა გუნდის ლეონარდის გარშემო აწყობა გადაწყვიტა და 2013-14 წლების სეზონში მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.[8]

ამ წელს ლეონარდი აირჩიეს რათა ეთამაშა NBA-ის ამომავალი ვარსკვლავების გამოწვევაზე.[9] მან ამ მატჩზე მოიპოვა 20 ქულა და 7 მოხსნა და ჩარლზ ბარკლის გუნდა უკვე მეორედ დაამარცხა შაკის გუნდი ანგარიშით 163-135.[10]

ამავე სეზონში სპურსი გავიდა NBA-ის ფინალებში, სადაც მაიამი ჰიტს დაუპირისპირდა. ლეონარდმა საშუალოდ დააგროვა 14.6 ქულა და 11.1 მოხსნა; ამ ფინალებში სან-ანტონიო სპურსი შვიდ თამაშში დამარცხდა.

2013-14 სეზონი: NBA-ის ჩემპიონობა და ფინალების MVP[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 6 აპრილს ლეონარდმა სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი 26 ქულა მოიპოვა მემფის გრიზლისთან მოგებულ მატჩში (112-92).[11] მან სეზონი შემდეგ მაჩვენებლით დაასრულა: საშუალოდ 12.8 ქულა, 6.2 მოხსნა, 2.0 შედეგიანი გადაცემა და 1.7 ჩაჭრა (სეზონში იგი 52.2% სიზუსტით უტევდა). ლეონარდი დაეხმარა გუნდს, რათა სეზონის ბოლოს 62-20 შედეგი დაეფიქსირებიათ; ამ სეზონში კავაი პირველად დასახელდა NBA-ის ყველა-მცველის მეორე გუნდში.[12]

2013-14 წლის NBA-ის ფინალებში ერთმანეთს კვლავ სან-ანტონიო სპურსი და მაიამი ჰიტი დაუპირისპირდა. 2014 წლის 10 ივნისს ლეონარდმა მესამე თამაშში დააფიქსირა კარიერული შედეგი — 29 ქულა; მატჩში გამარჯვებული 111-92 სან-ანტონიო დარჩა.[13] გუნდმა ამ სერიის 4-1 მოგება მოახერხა. კავაიმ საშუალოდ 17.8 ქულის მოპოვება შეძლო (ისროდა 61% სიზუსტით) და ფინალების დასრულებისას მას გადაეცა NBA-ის ფინალების MVP-ის ჯილდო.[14][15] ამ შედეგით იგი ლეონარდი გახდა მესამე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა (22 წლის და 351 დღის);[16] მის წინ მხოლოდ მეჯიკ ჯონსონი იდგა, რომელმაც ეს ჯილდო 1980 (20 წლის და 278 დღის) და 1982 წლებში (22 წლის და 298 დღის) მოიპოვა.[17][18]

2014-15 სეზონი: წლის საუკეთესო მცველი-მოთამაშე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NBA-ის 2014-15 წლების სეზონში გახსნითი ექვსი თამაში გამოტოვა თვალის ტრავმის გამო; მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ბოლომდე არ ჰქონდა ნამკურნალები იგი თამაშს 31 ოქტომბერს, ფენიქს სანსის წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაუბრუნდა.[19] შემდეგ თამაშებში ლეონარდმა ტრამის მიუხედავად მაინც ითამაშა; 2014 წლის 10 ნოემბერს, ლოს-ანჯელეს კლიპერსთან მოგებულ შეხვედრაში მან მოიპოვა 26 ქულა, რაც მისთვის ამ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.[20] ამავე წლის 22 დეკემბერს ლეონარდი მარჯვენა ხელის გამო გაუერკვეველი დროით ჩამოშორდა კალათბურთს.[21] 2015 წლის 16 იანვარს, 15 თამაშის გამოტოვების შემდეგ იგი თამაშს დაუბრუნდა და პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან მოგებულ მატჩში დააგროვა 20 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა.[22]

5 აპრილს კავაიმ გოლდენ სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში კარიერულად-უმაღლესი შედეგი — 7 ჩაჭრა მოიპოვა.[23] 23 აპრილს ლეონარდი წლის საუკეთესო დამცველ მოთამაშედ დასახელდა; იგი ამ შედეგით გახდა მესამე მოთამაშე, ვინც კარიერაში ერთხელ მაინცმოიპოვა წლის დამცველის ტიტული და ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო (მაიკლ ჯორდანის და ჰაკეემ ოლაჯუვონის შემდეგ).[24] მომდევნო დღეს, ლოს-ანჯელეს კლიპერსის წინააღმდეგ გამართულ პირველი რაუნდის მესამე მატჩში მან playoff-ში პირადი საუკეთესო შედეგი — 32 ქულა — დააფიქსირა.[25] სპურსმა ამ სერიაში 7 თამაშში დამარცხდა.

2015-16 სეზონი: NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩზე პირველი მონაწილეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის 15 ივლისს ლეონარდმა სპურსთან 5 წლიანი 90 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.[26][27] 28 ოქტომბერს მან მოიპოვა კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი — 32 ქულა, თუმცა გუნდი ოკლაჰომა-სიტი თანდერის წინააღმდეგ დამარცხდა.[28] 3 დეკემბერს მემფის გრიზლის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში 27 ქულა დააგროვა; თამაშში მან კარიერის უმაღლესი შედეგის — შვიდი 3-ქულიანის ჩაგდება მოახერხა.[29] 2016 წლის 21 იანვარს კავაი დასავლეთ კონფერენციის NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის სასტარტო ხუთეულში აირჩიეს (ეს იყო მისი პირველი NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი) და ამ არჩევით იგი სპურსის ისტორიაში გახდა მეექვსე მოთამაშე, რომელმაც შეძლო NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში სასტარტო ხუთეულში მოხვედრა (ჯორჯ ჯერვინის, ლერი კენონის, ელვინ რობერტსონის, დევიდ რობინსონის და ტიმ დანკანის შემდეგ).[30]

2016 წლის 23 მარტს ლეონარდმა მაიამი ჰიტის წინააღმდეგ მოგებულ თამაშში კვლავ 32 ქულა მოიპოვა და ამ გამარჯვებით სპურსმა დააფიქსირა ფრენჩაიზის რეკორდი: მიყოლებით გამართული 45 საშინაო თამაში მოიგო.[31] 2 აპრილს გააუმჯობესა პირადი კარიერული რეკორდი: ტორონტო რაპტორსის წინააღმდეგ მოგებულ თამაშში მოიპოვა 33 ქულა; ამ გამარჯვებით სპურსმა ფრენჩაიზის რეკორდი გააუმჯობესა — სეზონში 64 თამაში მოიგო. ლეონარდი დაეხმარა სპურსს რათა სეზონის ბოლოს დაეფიქსირებიათ 67-15 მოგება-წაგებათა ბალანსი. ამავე წელს მან ზედიზედ მეორედ მოიპოვა NBA-ის წლის დამცველის ჯილდო.[32] გარდა ამისა, კავაიმ სეზონის MVP-ის გამოკითვაში მეორე ადგილი დაიკავა (პირველი სტეფან კარი იყო).[33]

ამ წელს სპურსი პირველ რაუნდში მემფის გრიზლის დაუპირისპირდა; სერიის მესამე თამაშში ლეონარდმა playoff-ში ერთ თამაშში ჩაგდებული ქულების პირადი რეკორდი მოხსნა: დააგროვა 32 ქულა და ამ შედეგით დაეხმარა გუნდს გრიზლის წინააღმდეგ გამარჯვება მოეპოვებიათ (112-88).[34] მეორე რაუნდში გუნდი ოკლაჰომა სიტი თანდერს დაუპირისპირდა. სერიის მესამე თამაშში კავაი 31 ქულით და 11 მოხსნით დაეხმარა გუნდს, რომ ანგარიშI მათ სასარგებლოდ 2-1 გაეხდათ.[35] თუმცა სპურსმა შემდეგი სამი თამაში წააგო და სერია საბოლოოდ ოკლაჰომას გამარჯვებით ანგარიშით 4-2 დასრულდა.

2016-17 სეზონი: NBA-ის ყველა-მოთამაშის მეორე გუნდში არჩევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 25 ოქტომბერს, სეზონით გახსნით თამაშში დააფიქსირა კარიერაში უმაღლესი 35 ქულა და 5 ჩაჭრა; თამაშში გუნდმა გოლდენ სტეიტ უორიორსი ანგარიშით 129-100 დაამარცხა.[36] 2017 წლის 14 იანვარს, კვლავ კარიერის საუკეთესო შედეგი, 38 ქულა დააფიქსირა ფინიქს სანსის წინააღმდეგ წაგებულ მატჩში; ამ შედეგით იგი გახდა ტონი პარკერის (2012) შემდეგ პირველი სპურსის კალათბურთელი, რომელმაც ზედიზედ 3 თამაშში 30+ ქულა მოიპოვა.[37] 19 იანვარს დასახელდა NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის დასავლეთის გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრად და ამ დღეს მან მოიპოვა 38 ქულა დენვერ ნაგეტსის წინააღმდეგ.[38] მოიგვიანებით მოიპოვა დასავლეთ კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო.[39][40]

2017 წლის 15 აპრილს მემფის გრიზლისის წინააღმდეგ გამართულ პირველი რაუნდის პირველ თამაშში დააგროვა 32 ქულა.[41] ორი დღის შემდეგ სერიის მეორე თამაშში მოიპოვა კარიერის უმაღლესი შედეგი playoff-ში 37 ქულა და 11 მოხსნა; მატჩი სპურსის გამარჯვებით, 102-96 დასრულდა.[42] სერიის მეოთხე თამაშში ლეონარდმა კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა 43 ქულით, თუმცა გუნდმა ეს თამაში დათმო, რითაც სერიაში ანგარიში 2-2 გახდა.[43] ლეონარდის 29 ქულის დახმარებით სპურსმა მეექვსე თამაშში მოუგო სერია გრიზლის და გუნდი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა.[44] სპურსმა დასავლეთ კონფერენციის ფინალში ჰიუსტონ როკეტსი 6 თამაშში დაამარცხა მოიხედავად იმისა, რომ ლეონარდმა მეექვსე თამაშში მონაწილეობის მიღება ტრავმის გამო ვერ მოახერხა.[45]

დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში, გოლდენ სტეიტ ოირიორსთან გამართულ პირველი მატჩის მესამე მეოთხედში კავაი ლეონარდმა ზაზა ფაჩულიასთან კონტაქტის გამო ტერფი მძიმედ დაიზიანა. მან თამაში 26 ქულით დატოვა. ლეონარდი რეგულარულ სეზონში საშუალოდ აგროვებდა: 25.5 ქულას, 5.8 მოხსნას, 3.5 შედეგიან გადაცემას და 1.8 ჩაჭრას ხოლო playoff-ში:27.7 ქულას, 7.8 მოხსნას, 4.6 შედეგიანი გადაცემას და 1.7 ჩაჭრას.[46]

2017-18 სეზონი: ტრავმის გამო გამოტოვებული სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NBA-ის 2017-18 სეზონის პირველი 27 თამაში ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა და მისი დებიუტი სეზონში მოხდა მავერიკსთან შეხვედრაში, 2017 წლის 12 დეკემბერს.[47] ლეონარდმა 12 დეკემბრი-3 იანვარის პერიოდში ცხრა თამაშში შეძლო მონაწილეობის მიღება.[48] 17 იანვარს, კავაი განუსაზღვრელი ვადით ჩამოშორდა კალათბურთს რათა ტრავმა ბოლომდე განეკურნა.[49] მან ამ სეზონში კალათბურთის თამაში ვეღარ შეძლო.[50]

ლოს-ანჯელეს კლიპერსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის 9 ივლისს ლეონარდმა ლოს-ანჯელეს კლიპერსთან კონტრაქტი გააფორმა.[51]

2019 წლის 22 ოქტომბერს შედგა მისი დებიუტი გუნდში; აღნიშნულ შეხვედრაში კლიპერსი ლოს-ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდა; კავაიმ პირად ანგარიშზე 30 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ხოლო თამაში კლიპერსის გამარჯვებით 112-102 დასრულდა.[52] 24 ოქტომბერს გოლდენ-სტეიტ უორიორსთან 141-122 მოგებულ შეხვედრაში კავაიმ 21 ქულასთან ერთად პირად ანგარიშზე კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი 9 შედეგიანი გადაცემა მოიპოვა.[53]

კარიერული სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეგენდა
  GP ნათამაშები თამაშები   GS  სასტარტოში იყო  MPG  დრო თითოეულ თამაშში (წუთებში)
 FG%  სროლის პროცენტი  3P%  3-ქულიანების სროლის პროცენტი  FT%  საჯარიმო სროლის პროცენტი
 RPG  მოხსნა თითოეულ თამაშში  APG  შედეგიანი გადაცემა თითოეულ თამაშში  SPG  ჩაჭრა თიოეულ თამაშში
 BPG  ბლოკი თითოეულ თამაშში  PPG  ქულა შითოეულ თამაშში  Bold  კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი


NBA[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგურალური სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2011-12 სან-ანტონიო 64 39 24.0 .493 .376 .773 5.1 1.1 1.3 .4 7.9
2012-13 სან-ანტონიო 58 57 31.2 .494 .374 .825 6.0 1.6 1.7 .6 11.9
2013-14 სან-ანტონიო 66 65 29.1 .522 .379 .802 6.2 2.0 1.7 .8 12.8
2014-15 სან-ანტონიო 64 64 31.8 .479 .349 .802 7.2 2.5 2.3 .8 16.5
2015-16 სან-ანტონიო 72 72 33.1 .506 .443 .874 6.8 2.6 1.8 1.0 21.2
2016-17 სან-ანტონიო 74 74 33.4 .485 .381 .880 5.8 3.5 1.8 .7 25.5
2017-18 სან-ანტონიო 9 9 23.3 .468 .314 .816 4.7 2.3 2.0 1.0 16.2
2018-19 ტორონტო 60 60 34.0 .496 .371 .854 7.3 3.3 1.8 .4 26.6
კარიერა 467 440 30.8 .495 .383 .848 6.3 2.4 1.8 .7 17.7

Playoffs[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი გუნდი GP GS MPG FG% 3P% FT% RPG APG SPG BPG PPG
2011-12 სან-ანტონიო 14 14 27.1 .500 .450 .813 5.9 .6 1.2 .4 8.6
2012-13 სან-ანტონიო 21 21 36.9 .545 .390 .633 9.0 1.0 1.8 .5 13.5
2013-14 სან-ანტონიო 23 23 32.0 .510 .419 .736 6.7 1.7 1.7 .6 14.3
2014-15 სან-ანტონიო 7 7 35.7 .477 .423 .771 7.4 2.6 1.1 .6 20.3
2015-16 სან-ანტონიო 10 10 33.9 .500 .436 .824 6.3 2.8 2.6 1.4 22.5
2016-17 სან-ანტონიო 12 12 35.8 .525 .455 .931 7.8 4.6 1.7 .5 27.7
კარიერა 87 87 33.4 .514 .427 .803 7.3 1.9 1.7 .6 16.5

ჯილდოები და პატივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

NBA[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლეჯი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • NABC-ის ყველა-ამერიკელის მესამე გუნდი (2011)

უმაღლესი სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კალიფორნია მისტერ კალათბურთი (2009)

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონარდი არის მარკ ლეონარდისა და კიმ რობერტსონის ვაჟი. ჰყავს ოთხი უფროსი და.[54] 2008 წლის 18 იანვარს მამამის მარკს საკუთარ სახლის (კომპტონში) ეზოში მანქანის რეცხვის დროს ესროლეს და მოკლეს.[55] 2014 წლისათვის მკვლელი ნაპოვნი კიდევ არ იყო,[56][57][58] ამიტომ ოჯახმა სამძებრო სამუშაოები შეაჩერა.[59] ლეონარდი არის ამერიკული ფეხბურთელის, სტივ ჯონსონის ბიძაშვილი.[60][61]

ლეონარდის პირველი შვილი დაიბადა 2016 წლის ივლისში,[62] მეგობარი გოგონას, კიშელი შიპლეის მიერ.[63] 2019 წლის მარტში წყვილს შეეძინა მეორე შვილი (ბიჭი).[64]

2018 წელს ლეონარდმა New Balance-თან მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ლეონარდმა აგრეთვე ხელი მოაწერა კონტრაქტს Air Jordan-თან, Nike-ის შვილობის კომპანიასთან.[65]

ლეონარდი არის ინტენსიურად კერძო პიროვნება, რომელმაც მედიის მიმართ სიძულვილი საჯაროდ აღნიშნა. ძირითადად იგი იშვიათად იძლევა ინტერვიუებს და თავს არიდეს კითხვებს პირადი ცხოვრების შესახებ.[66][67][68] იგი აგრეთVე არ არის სოციალურ მედიაში.[69]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1] ESPN.go.com
  2. Kawhi Leonard Stats. ESPN. ციტირების თარიღი: December 21, 2011.
  3. Zeigler, Mark (March 12, 2011). „Aztecs beat BYU to win MWC Tournament“. The San Diego Union-Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2014.
  4. NBA Draft trades: Pacers deal Leonard to San Antonio for George Hill. SportingNews.com (June 23, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 29, 2013. ციტირების თარიღი: December 21, 2011.
  5. Spurs Sign Kawhi Leonard. NBA.com (December 10, 2011). ციტირების თარიღი: December 21, 2011.
  6. Cavaliers' Kyrie Irving named Kia Rookie of the Year. NBA.com (May 15, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — May 17, 2012. ციტირების თარიღი: May 15, 2012.
  7. San Antonio's Kawhi Leonard Named to NBA's All-Rookie First Team. NBA.com (May 22, 2012). ციტირების თარიღი: May 22, 2012.
  8. Spurs Exercise Team Options on Cory Joseph and Kawhi Leonard. NBA.com (October 26, 2012). ციტირების თარიღი: October 26, 2012.
  9. Kawhi Leonard Selected by Team Chuck for BBVA Rising Stars Challenge. NBA.com (February 7, 2013). ციტირების თარიღი: February 7, 2013.
  10. Team Shaq at Team Chuck. NBA.com (February 15, 2013). ციტირების თარიღი: February 15, 2013.
  11. Grizzlies at Spurs. ციტირების თარიღი: February 16, 2017.
  12. Kawhi Leonard Named to 2013-14 NBA All-Defensive Second Team. ციტირების თარიღი: February 16, 2017.
  13. Spurs at Heat. ციტირების თარიღი: February 16, 2017.
  14. Price, Tom (June 16, 2014). „Notebook: Spurs 104, Heat 87“. NBA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2014.
  15. „Kawhi Leonard named Finals MVP“. ESPN. Associated Press. June 16, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2014.
  16. „MVP Leonard does it all“. ESPN. June 16, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2014.
  17. Scott, Nate (June 16, 2014). „Kawhi Leonard is third youngest NBA Finals MVP ever“. USA Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 16, 2014.
  18. Martin, Brian (June 16, 2014). „Game 5 By The Numbers“. NBA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 22, 2014.
  19. Kawhi Leonard available for Spurs. ESPN (October 30, 2014). ციტირების თარიღი: November 28, 2014.
  20. Leonard scores 26, Spurs rally past Clippers 89-85. NBA.com (November 10, 2014). ციტირების თარიღი: November 11, 2014.
  21. Kawhi Leonard gets hand injection. ESPN (December 22, 2014). ციტირების თარიღი: December 23, 2014.
  22. Leonard has 20 in return, powers Spurs past Blazers. NBA.com (January 16, 2015). ციტირების თარიღი: January 21, 2015.
  23. Warriors at Spurs. ციტირების თარიღი: February 16, 2017.
  24. Kawhi Leonard wins NBA Defensive Player of the Year. suntimes.com (April 23, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 25, 2015. ციტირების თარიღი: April 23, 2015.
  25. Clippers at Spurs. ციტირების თარიღი: February 16, 2017.
  26. Spurs Re-Sign Kawhi Leonard. NBA.com (July 16, 2015). ციტირების თარიღი: July 16, 2015.
  27. Sources: Kawhi Leonard agrees to five-year, $90M deal to remain with Spurs. ESPN (July 1, 2015). ციტირების თარიღი: July 16, 2015.
  28. Spurs vs Thunder. ციტირების თარიღი: February 16, 2017.
  29. Spurs vs Grizzlies. ციტირების თარიღი: February 16, 2017.
  30. KAWHI LEONARD SELECTED AS STARTER FOR THE 2016 NBA ALL-STAR GAME. NBA.com (January 21, 2016). ციტირების თარიღი: January 22, 2016.
  31. Leonard matches career high with 32, Spurs beat Heat 112-88. NBA.com (March 23, 2016). ციტირების თარიღი: March 24, 2016.
  32. KAWHI LEONARD WINS 2015-16 KIA NBA DEFENSIVE PLAYER OF THE YEAR AWARD. NBA.com (April 18, 2016). ციტირების თარიღი: April 18, 2016.
  33. Warriors' Curry wins second straight Kia MVP award. NBA.com (May 10, 2016). ციტირების თარიღი: May 10, 2016.
  34. Spurs take 3-0 series lead, beating ragtag Grizzlies 96-87. NBA.com (April 22, 2016). ციტირების თარიღი: April 22, 2016.
  35. Leonard's 31 help Spurs beat Thunder 100-96, take 2-1 lead. NBA.com (May 6, 2016). ციტირების თარიღი: May 6, 2016.
  36. Leonard, Spurs spoil Durant's Warriors debut with blowout. ESPN.com (October 25, 2016). ციტირების თარიღი: October 26, 2016.
  37. Wright, Michael C.. (January 14, 2017) Devin Booker and Kawhi Leonard wow sellout crowd in Mexico City. ESPN.com. ციტირების თარიღი: January 14, 2017.
  38. Leonard has 34, Spurs overcome Gasol's injury to top Nuggets. ESPN.com (January 19, 2017). ციტირების თარიღი: January 20, 2017.
  39. Joel Embiid, Kawhi Leonard named NBA Players of the Week. NBA.com (January 23, 2017). ციტირების თარიღი: January 23, 2017.
  40. KAWHI LEONARD NAMED WESTERN CONFERENCE PLAYER OF THE WEEK. NBA.com (January 23, 2017). ციტირების თარიღი: January 23, 2017.
  41. Leonard has 32 points, Spurs rout Grizzlies 111-82 in Game 1. ESPN.com (April 15, 2017). ციტირების თარიღი: April 15, 2017.
  42. Leonard's 37 points lead Spurs by Grizzlies 96-82. ESPN.com (April 17, 2017). ციტირების თარიღი: April 18, 2017.
  43. Tied at 2: Gasol lifts Grizzlies past Spurs 110-108 in OT. ESPN.com (April 22, 2017). ციტირების თარიღი: April 23, 2017.
  44. Spurs advance: San Antonio beats Grizzlies 103-96 in Game 6. ESPN.com (April 27, 2017). ციტირების თარიღი: April 28, 2017.
  45. Spurs rout James Harden, Rockets 114-75 to win series. ESPN.com (May 11, 2017). ციტირების თარიღი: May 11, 2017.
  46. Kawhi Leonard 2016-17 Game Log. Basketball-Reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 11, 2021. ციტირების თარიღი: May 22, 2017.
  47. Barea, Mavs spoil Leonard's return with 95-89 win over Spurs. ESPN.com (December 12, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — December 13, 2017. ციტირების თარიღი: December 12, 2017.
  48. Kawhi Leonard 2017-18 Game Log. Basketball-Reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 24, 2019. ციტირების თარიღი: May 23, 2019.
  49. Leonard, Bertans lead Spurs to 112-80 win over Denver. ESPN.com (January 13, 2018). ციტირების თარიღი: January 14, 2018.
  50. Barnewall, Chris; Maloney, Jack. Kawhi Leonard injury updates: Spurs star will miss entire 2018 NBA playoffs, report says. CBS Sports (April 15, 2018). ციტირების თარიღი: May 6, 2018.
  51. „L.A. Clippers Sign Two-Time Finals MVP Kawhi Leonard“ (პრეს-რელიზი). Los Angeles Clippers. July 10, 2019. ციტირების თარიღი: July 10, 2019.
  52. Leonard leads Clippers over LeBron and Lakers 112-102 (October 22, 2019). ციტირების თარიღი: October 23, 2019.
  53. Now with Clippers, Kawhi Leonard spoils Warriors' fun again (October 24, 2019). ციტატა: „Leonard, the reigning NBA Finals MVP, shot 9 for 17 from the field and also dished out a career-high-tying nine assists in his second game with the Clippers...“ ციტირების თარიღი: October 25, 2019.
  54. The Island of Kawhi: Leonard gives second wind to Spurs' dynasty. Sports Illustrated (March 14, 2016). ციტირების თარიღი: August 21, 2017.
  55. Eric Sondheimer (March 8, 2008). „Shooting death of his father drives Riverside King's Leonard“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: December 21, 2011.
  56. Father's memory helps drive Aztecs star Fox Sports, January 20, 2011
  57. Kawhi Leonard: Basketball, Family, Honor დაარქივებული 2011-03-14 საიტზე Wayback Machine. CraveOnline.com, March 11, 2011
  58. If Spurs Clinch On Sunday, It Will Be Bittersweet For Kawhi Leonard (June 13, 2014). ციტირების თარიღი: February 16, 2017.
  59. Powell, Shaun. (October 21, 2013) The Spurs' Kawhi Leonard is ready to break out.. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 26, 2017. ციტირების თარიღი: February 16, 2017.
  60. Henne, Ricky. (August 3, 2015) The Lightning Report. chargers.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 12, 2015. ციტირების თარიღი: August 3, 2015.
  61. McCarney, Dan. (August 18, 2014) Kawhi Leonard, a man after Matt Bonner's heart. mysanantonio.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 21, 2017. ციტირების თარიღი: August 18, 2014.
  62. Kawhi Leonard expecting birth of first child this summer. ციტირების თარიღი: February 16, 2017.
  63. The tight arse worth a cool $94 million. ციტირების თარიღი: February 16, 2017.
  64. Kawhi Leonard Missed Game In Chicago Due To His Wife Giving Birth To Their Second Child (1 April 2019). ციტირების თარიღი: 1 April 2019.
  65. Haynes, Chris. Sources: Kawhi Leonard agrees to endorsement deal with New Balance (November 28, 2018). ციტირების თარიღი: November 28, 2018.
  66. Loung, Steven. Raptors’ Kawhi Leonard doesn’t want to talk about Christmas right now (December 11, 2018). ციტირების თარიღი: December 21, 2018.
  67. Abrams, Jonathan. The Making of Kawhi Leonard, the Silent Superstar (April 4, 2017). ციტირების თარიღი: December 21, 2018.
  68. Wiggins, Brandon. Spurs legend David Robinson can 'count on one hand' the number of words Kawhi Leonard has spoken to him (July 24, 2018). ციტირების თარიღი: December 21, 2018.
  69. Raptors’ Kawhi Leonard on laugh reaction: ‘I don’t have social media’ (October 2, 2018). ციტირების თარიღი: December 21, 2018.