Dig a Pony

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Dig a Pony“
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან Let It Be
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 8 მაისი, 1970
ჩაიწერა 30 იანვარი, 1969, ეპლის სტუდია
ჟანრი როკ მუსიკა
ხანგრძლივობა 3:52
ხმისჩამწერი ლეიბლი Apple, EMI
ავტორ(ებ)ი ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი
პროდიუსერი ფილ სპექტორი
Let It Beსიმღერები

Dig a Pony — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა, შეტანილი ალბომში Let It Be.

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ავტორი იყო ჯონ ლენონი, მაგრამ ალბომის კონვერტზე მის ავტორებად მითითებულები არიან ლენონი/მაკ-კარტნი. თავდაპირველად სიმღერას ერქვა „All I Want Is You“. მოგვიანებით ჯონი თვლიდა, რომ ეს სიმღერა ’’ნამდვილი ნაგავია’’.[1] თუმცა, მსგავსი დამოკიდებულება მას ბევრი სხვა სიმღერის მიმართ ჰქონდა.

სიმღერა მიეძღვნა იოკო ონოს. მასში რამდენიმე სასიყვარულო ფრაზაა შეტანილი, ხოლო მისამღერი "All I want is you" ონოზე მიგვითითებს.

ალბომის ამერიკულ ასლებში სიმღერა მითითებული იყო, როგორც „I Dig A Pony“.

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს იყო ერთ-ერთი ალბომის იმ სიმღერებიდან, რომლებიც სტუდიის სახურავზე გამართული კონცერტისას ჩაიწერა. თავდაპირველად სიმღერა იწყება, მაგრამ რინგო სტარს რაღაც ეშლება და იგი აჩერებს სხვა წევრებს - ვინაიდან თავად მხოლოდ ერთი ჯოხით უკრავს. კრებულში Anthology 3 შეტანილია ისეთი ვერსია, რომელშიც მაკ-კარტნი მღერის პირველ და ბოლო სტრიქონებს. საბოლოოდ გამოსაცემი ალბომიდან ეს ვერსია ამოჭრა ფილ სპექტორმა, ალბომის პროდიუსერმა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sheff, David (2000). All We Are Saying. New York: St. Martin's Press, გვ. 205. ISBN 0-312-25464-4. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Dig_a_Pony&oldid=4585735“-დან