All My Loving

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„All My Loving“
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან With The Beatles
გამოსვლის თარიღი 22 ნოემბერი 1963
ჩაიწერა 30 ივლისი 1963
ჟანრი როკ მუსიკა, პოპ-მუსიკა[1]
ხანგრძლივობა 2:04
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი ლენონი/მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
With The Beatlesსიმღერები

All My Loving — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში With The Beatles, რომელიც გამოვიდა 1963 წელს. იგი ასევე გამოვიდა ჯგუფის ამერიკულ ალბომზე Meet the Beatles!. სიმღერის ავტორია პოლ მაკ-კარტნი[2], ხოლო ჩანაწერებში ავტორებად მითითებულები არიან ლენონი/მაკ-კარტნი.

მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა ბრიტანეთსა თუ აშშ-ში სინგლის სახით არ გამოცემულა, რადიოეთერში მას რეგულარულად გადასცემდნენ და EMI-ს ის EP დისკის სასათაურო სიმღერის სახით გამოსცა. [3] სინგლის სახით სიმღერა კანადაში გამოვიდა, სადაც #1 ჰიტად იქცა. კანადური სინგლი ასევე იმპორტირებული იქნა აშშ-ში. მისმა გაყიდვებმა ჩანაწერი 1964 წლის აპრილში ბილბორდის ცხელი ასეულის 45-ე პოზიციაზე მოახვედრეს.[4][5]

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალის ბილ ჰარის თანახმად მაკ-კარტნი ტექსტზე ფიქრობდა გაპარსვისას [6] , თუმცა ბარი მაილზთან საუბარში მან აღნიშნა, რომ სიმღერა ტურნეს ავტობუსში დაიწერა. [2] მან აგრეთვე აღნიშნა: „ეს იყო ჩემი პირველი სიმღერა, რომლის შექმნა ტექსტით დავიწყე. ტექსტებით არასოდეს დამიწყია, ვინაიდან ჩემთვის ეს ერთგვარი აკომპანემენტი იყო. მის შემდეგ ეს თითქმის არ გამიკეთებია.“ [2] სიმღერის ტექსტი მიჰყვება „ასოების სიმღერის“ მოდელს, რომელიც გამოყენებული იქნა სიმღერაში P.S. I Love You [3], ჯგუფის პირველი სინგლის B-გვერდიდან. საკონცერტო ადგილზე მისვლის შემდეგ მან კულისებში, ფორტეპიანოზე, სიმღერის მელოდია დაწერა. [2]

თავდაპირველად მაკ-კარტნი All My Loving-ს ხედავდა, როგორც ქანთრისა და ვესტერნის ჟანრის ნომერს. ჯორჯ ჰარისონმა სიმღერას დაამატა ნეშვილის სტილის სოლო გიტარაზე. [2][3] ჯონ ლენონი სოლო რიტმულ გიტარაზე აღსანიშნავია ჯგუფ The Crystals-ის სიმღერის „Da Doo Ron Ron“ მსგავსი ჟღარუნა სამეულბით. [3]

თავისი პატივისცემა ამ სიმღერის მიმართ ლენონმა გამოხატა 1980 წელს, ინტერვიუში ჟურნალთან 'Playboy[7]:

ვიკიციტატა
„ლენონი:All My Loving არის, სამწუხაროდ, პოლი. ჰა ჰა ჰა.

Playboy: რატომ?

ლენონი: იმიტომ, რომ ეს საოცრად კარგი ნამუშევარი...მე კი ფონად ვუკრავ ფრიად საშუალო დონის სოლოს.“

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Beatles-მა სიმღერა 11 დუბლის მცდელობით და ინსტრუმენტებით სამჯერ დამატებით 1963 წლის 30 ივლისს ჩაწერა. ჩანაწერის დედანი იყო 14-ე დუბლი, რომელიც 11-ე დუბლზე იქნა დადებული. [8] 21 აგვისტოს სიმღერა მონო ფორმატში[8], ხოლო 29 ოქტომბერს - სტერეოში იქნა გადაყვანილი. [9]

სიმღერის განსხვავებული სტერეო გამოცემა, რომელიც შეიცავს თეფშებზე შესრულებულ პერკუსიულ შესავალს (რომელიც არც ერთ სტერეო თუ მონო ვერსიაში არ გამოცემულა) გერმანია და ნიდერლანდებში 1965 წელს კრებულზე Beatles' Greatest.[10] გამოვიდა. ეს ვერსია მოგვიანებით გამოვიდა ბრიტანეთშიც, მხოლოდ კრებულის The Beatles Box შემადგენლობაში.

გამოცემები და შესრულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„All My Loving“ ბრიტანეთში გამოვიდა 1963 წლის 22 ნოემბერს, ალბომზე With The Beatles. [11] პირველი აშშ გამოცემა გამოჩნდა ალბომზე Meet the Beatles! (20 იანვარი, 1964) [11]. სიმღერა ასევე შევიდა EP-ზე All My Loving, რომელიც ბრიტანეთში 1964 წლის 7 თებერვალს გამოვიდა. [11] იგი გამოვიდა კიდევ ერთ EP-ზე, Four by the Beatles (აშშ, 11 მაისი, 1964).

სიმღერით ჯგუფმა გამოსვლა „ედ სალივანის შოუზე“ სადებიუტო გამოსვლა, 1964 წლის 9 თებერვალს. [12] „All My Loving“ აგრეთვე შევიდა კრებულში Anthology 1.[13] ჯგუფმა „All My Loving“ BBC-ს რადიოსათვის სამჯერ შეასრულდა - ერთხე 1963 და ორჯერ - 1964 წელს. საბოლოო ვერსია, ჩაწერილი 1964 წლის 28 თებერვალში, გამოვიდა კრებულზე Live at the BBC.[14]

სიმღერა ჯგუფის ფილმებში ორჯერ იქნა გამოყენებული. იგი ჟღერს ფილმის „მძიმე დღის ღამე“ ღამის კლუბის სცენაში, უკანა ფონზე (დასარტყმელი საკრავებისა და კოდას გარეშე), ხოლო ინსტრუმენტული ვერსია ჟღერს ფილმში „ჯადოსნური იდუმალი მოგზაურობა“.

რუზველტის ჰოსპიტალში ხმოვან სისტემაში, რეანიმაციის პალატაში ლენონის გარდაცვალების შემდეგ ჟღერდა „All My Loving“ - ამას ადასტურებს ტელეპროდიუსერი ალან ვაისი, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა. [15]

მიმოხილვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„All My Loving“ დადებითად იქნა შეფასებული რამდენიმე კრიტიკოსის მიერ. იენ მაკ-დონალდი ამბობდა: „ადრეული 60-იანი წლების ბრიტანული პოპულარული მუსიკის უმანკოება სრულყოფილად გამოხდილია ამ ნომრის მჭერმეტყველ სიმარტივეში“. მაკ-კარტნი მან ლენონს გაუტოლა. [3] Allmusic-ის რიჩი უნტერბერგერის აზრით, „მხოლოდ ალბომში შეტანილი სიმღერების კატეგორიიდან ეს შესაძლოა იყო 1964 წლამდე The Beatles-ის მიერ ჩაწერილი საუკეთესო სიმღერა“ და დასძინა, რომ ამერიკაში სინგლზე გამოცემის შემთხვევაში სიმღერა დიდ ჰიტად იქცეოდა.[16]

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფორმაცია მოყვანილია იენ მაკ-დონალდის თანახმად [3]

ქავერ-ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემსრულებელი გამოცემის თარიღი ალბომი დამატებითი ინფორმაცია
ანეტ ფუნიჩელო 1964 Something Borrowed Something Blue
ემი უაინჰაუსი 2004 არაოფიციალურ გამოცემებზე
სკოტი ანდერსონი 2003-09-23 Classic Scotty[17]
Hollyridge Strings 1964-07-04 (სინგლი) იმყოფებოდა ბილბორდის ცხელ ასეულში ერთი კვირის მანძილზე, #93 პოზიციაზე (4 ივლისი 1964)
The Trends 1964 (სინგლი)[18]
Herb Alpert & Tijuana Brass 1964-10 South of the Border[19]
მაიკ ბაიარდი 2009-01-27 Rockabye Baby! More Lullaby Renditions of The Beatles[20]
სიუზი ბოგასი და ჩეტ ეტკინსი 1995 Come Together: America Salutes The Beatles[21]
The Ballroom Band 1999-07-13 Swing[22]
Helloween 1999 Metal Jukebox[23]
The Punkles 2002 Punk[24]
ჯიმ სტერჯესი 2007-09-18 Across the Universe[25]
ემილი ოტემნი 2007-08-03 A Bit o' This & That[26]
Me First and the Gimme Gimmes 2001-03-20 Blow in the Wind[27]
ჯონი იანგი 1967 (სინგლი) ავსტრალიის 10-ეულში მოხვედრილი ჰიტი[28]
The Dowlands 1964-01 (სინგლი) 1964 წლის იანვარში ბრიტანეთში #33 პოზიცია[28]
Fancy 1989 All My Loving სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში განასახიერებს The Beatles-ის ოთხივე წევრს
ტიმ ურბანი 2010-04-06 All My Loving შესრულდა შოუზე American Idol
Los Manolos 1991 (სინგლი) ასევე გამოვიდა ალბომზე Pasión Condal (1991)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=All_My_Loving&oldid=4585510“-დან