She Loves You

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„She Loves You“
She Loves You გარეკანი
სინგლის ყდა
სინგლი, შემსრულებელი - ბითლზი
B-მხარე "I'll Get You"
გამოსვლის თარიღი 23 აგვისტო 1963 (ინგლისი)
16 სექტემბერი 1963 (აშშ)
ფორმატი გრამფირფიტა
ჩაიწერა 1 ივლისი 1963
ები-როუდის სტუდიები, ლონდონი
ჟანრი როკ მუსიკა
ხანგრძლივობა 2:17
ლეიბლი Parlophone R5055 (ინგლისი)
Swan 4152 (აშშ)
სიმღერის ავტორი ლენონი/მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
ბითლზი - სინგლების ქრონოლოგია
"From Me to You"
1963
"She Loves You"
1963
"I Want to Hold Your Hand"
1963

She Loves You — ჯგუფ ბითლზის სიმღერა, დაწერილი ჯონ ლენონისა და პოლ მაკ-კარტნის მიერ. სიმღერის იდეა ეკუთვნის მაკ-კარტნის. იგი გამოიცა სინგლის სახით 1963 წელს.

ინგლისის ჰიტ-აღლუმებში სინგლს მრავალი წარმატება ხვდა წილად, ხოლო შტატებში - უფრო მეტიც, მრავალი რეკორდის სახით, რომელიც დღემდე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჯგუფის 5 სიმღერა ერთდროულად იქაურ ჰიტ-აღლუმებში იყო მოხვედრილი. She Loves You არის ჯგუფის ყველაზე გაყიდვადი სინგლი ბრიტანეთში და ყველაზე გაყიდვადი იყო 1963 წელს.

She Loves You იყო ჯგუფის პირველი სიმღერა, რომელიც ამერიკელების უმეტესმა ნაწილმა მოისმინა, რადიოეთერის მეშვეობით. თუმცა, "From Me to You", რომელიც მანამდე გამოიცა, ასევე ტრიალებდა ეთერში, მაგრამ მსმელებში მისი წარმატება აისახა ჰიტ-აღლუმებში პოზიციაზე, #116-ს სახით.

2004 წელს ჟურნალმა „როლინგ სტოუნი“ კომპოზიციას მიანიჭა 64-ე პოზიციას თავის მიერ შედგენილ ’ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის’ სიაში. 2005 წელს ჟურნალმა Uncut მას უწოდა რიგით მესამე უდიდესი სიმღერა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო, სიმღერების "Heartbreak Hotel" (ელვის პრესლი) და "Like a Rolling Stone" (ბობ დილანი) შემდეგ.

2009 წელს აგვისტო BBC-ს რადიო 2-მა ბითლზისადმი მიძღვნილ ’ბითლზის უიკენდის’ მსვლელობისას აღნიშნა, რომ „She Loves You“ არის ჯგუფის ყველაზე გაყიდვადი ბრიტანული სინგლი.

„She Loves You“ (ასევე „Sie liebt dich“) იყო ერთ-ერთი ორი სიმღერიდან (ასევე „I Want to Hold Your Hand“), რომელიც ბითლზმა გერმანულ ენაზე ჩაწერა და ცალკე სინგლის სახით გამოსცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=She_Loves_You&oldid=2705014“-დან