ვასილ ბაბუხარდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბაბუხადია, ვასილ)

ვასილ დიმიტრის ძე ბაბუხადია (დ. 1 სექტემბერი, 1913, ტყიბული) — ქართველი ქირურგ-უროლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1972), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1978), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1995).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. მეორე მსოფლიო ომის წლებში დივიზიის წამყვანი ქირურგი იყო. 1946–1971 მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიულ კათედრაზე, 1971–1973 იმავე კათედრის პროფესორი იყო, ხოლო 1973-იდან უროლოგიის კათედრის გამგეა.

ბაბუხადია შეისწავლის თირკმლის პარენქიმის რეგენერაციას ჰიდრონეფროზის პირობებში, შარდ-კენჭოვან დაავადებას, საშარდე გზების ინფექციას, წინამდებარე ჯირკვლის ადენომას. იკვლევს საექიმო ეთიკისა და დეონტოლოგიის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]