მიძოგუტი კენძი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიძოგუტი კენძი

მიძოგუტი კენძი (დ. 16 მაისი, 1898, ტოკიო ― გ. 24 აგვისტო, 1956, კიოტო), იაპონელი კინორეჟისორი. დაამთავრა ტოკიოს სამხატვრო სასწავლებელი. მიძოგუტის სადებიუტო ფილმი იყო "დღე, როდესაც სიყვერული ბრუნდება" (1922). ომამდელ იაპონურ ფილმებში რეალიზმის მწვერვალად ითვლება ფილმები: "ნანივას ელეგია" და "გიონელი დები" (ორივე 1936). მიძოგუტის საუკეთესო ფილმებია: "საიკაკუს ქალები" (1952, სხვა სახელმწოდებით - "კურტიზან ო-ჰარუს ცხოვრება"), "სანსიოს მმართველი" (1954) და სხვა.