მიქაელ ულუმბოელი (IX)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიქაელ ულუმბოელიქართველი წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 3 მაისი, ახალი სტილით - 16 მაისი.

წმინდანი იერუსალიმის პატრიარქის, სერგის (842-844) თანამედროვე იყო. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები მოიხსენიებს „წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოჲ“. როგორც ჩანს, არსენს და მიქაელს ჩაუყრიათ საფუძველი ქართველთა ბერ-მონაზვნობისთვის ულუმბოზე.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანთა დასში შერაცხა ულუმბოზე ქართული მონასტრის დამაარსებელნი, ღირსნი მამანი მიქაელი და არსენი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.