არსენ ულუმბოელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არსენ ულუმბოელიქართველი წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 3 მაისი, ახალი სტილით - 16 მაისი.

წმინდანი იერუსალიმის პატრიარქის, სერგის (842-844) თანამედროვე იყო. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები მოიხსენიებს „წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოჲ“. როგორც ჩანს, არსენს და მიქაელს ჩაუყრიათ საფუძველი ქართველთა ბერ-მონაზვნობისთვის ულუმბოზე.

პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ერთ-ერთი მოხსენიებული პირი — არსენი არის წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფე,

ვიკიციტატა
„„კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა, ტომი დიდისა ეფრემ მაწყუერელ ეპისკოპოსისა“.“

იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ულუმბოზე ქართული მონასტრის დამაარსებელნი, ღირსნი მამანი მიქაელი და არსენი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბ., 2004