ნეოიმპრესიონიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეოიმპრესიონიზმი (ინგ. Neo-impressionism) – მიმდინარეობა ფერწერაში.

იგი 1885 წელს აღმოცენდა საფრანგეთში. მისი წარმომადგენლები იყვნენ ჟორჟ სერა და პოლ სინიაკი. ისინი ავითარებდნენ იმპრესიონიზმის ტენდენციებს. განსაკუთრებით აინტერესებდათ ოპტიკისა და ფერთა ახალი თეორიის დარგში მიღწეული სიახლეები და პრაქტიკულად იყენებდნენ მათ.