სოციალისტური რეალიზმი
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|სოციალისტური რეალიზმი}} |
სოციალისტური რეალიზმი (შემოკლებით აგრეთვე სოცრეალიზმი) (რუს. Социалистический реализм) — ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში აღწერის მეთოდი, რომელიც სამყაროსა და ადამიანის სოციალისტურ კონცეფციებს ემყარება. მხატვრის მოვალეობა საკუთარი ნაწარმოებებით სოციალისტური საზოგადოების მშენებლობისთვის მსახური იყო. შესაბამისად, მას ცხოვრება სოციალიზმის იდეალების ფონზე უნდა გამოესახა. ტერმინში სიტყვა „რეალიზმი“ ლიტერატურას უკავშირდება, ხოლო „სოციალისტური“ — იდეოლოგიას. ეს ორი ცნება თავისთავად ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა ხელოვნების ამ თეორიაში ისინი ერთმანეთს ერწყმის. შედეგად კომუნისტური პარტიის კარნახით იქმნებოდა ნორმები და კრიტერიუმები, ხოლო ხელოვანი, იყო ეს მწერალი, მოქანდაკე თუ მხატვარი, ვალდებული იყო ამ ნორმების მიხედვით შეექმნა.
სოცრეალიზმის ლიტერატურა პარტიული იდეოლოგიის ინსტრუმენტი ხდებოდა. მწერალი ადამიანის სულის „ინჟინერი“ იყო. საკუთარი ტალანტით ის მკითხველზე ზემოქმედებას ახდენდა, როგორც პროპაგანდისტი. მისი მოვალეობა მკითხველის აღზრდა იყო პარტიის სულისკვეთებით და ამასთან მხარს უჭერდა მასში კომუნიზმის გამარჯვებისკენ ბრძოლისთვის შემართებას. პიროვნების სუბიექტური ქმედებები და მისწრაფებები აუცილებლად თავსებადი უნდა ყოფილიყო ისტორიის ობიექტურ მსვლელობასთან.
სტატიის