ჟანრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟანრი (ფრ. genre - "სახეობა" ან "ტიპი"), ლიტერატურული კომპოზიციის კატეგორიზებისთვის კრიტერიუმების თავისუფალი ერთობლიობა; ამ ტერმინს ხელოვნების ნებისმიერი სხვა სახის თუ გამონათქვამის ფორმის განსაზღვრისთვის იყენებენ.

ხელოვნების ნებისმიერ ფორმაში, ჟანრები ბუდნოვანი კატეგორიებია, რომელთაც მკვეთრად გამოხატული საზღვრები არ გააჩნიათ. ჟანრები კონვენციური ხასიათისაა და ხელოვნების არაერთი ნიმუში ერთსა და იმავე დროს რამდენიმე ჟანრს განეკუთვნება, ამა თუ იმ ჟანრის პრინციპების სესხებისა და გაერთიანების გამო. სიტყვა "ჟანრი", როგორც წესი, ვრცელდება ხელოვნებასა და კულტურაზე, განსაკუთრებით ლიტერატურაზე. ჟანრის შესწავლის საკითხში ჟანრის კონცეფცია დოგმატურობას გამორიცხავს. უფრო მეტად, აღიარებულია, რომ ხელოვნების და ლიტერატურის ნიმუშებში აისახება ესა თუ ის ჟანრი ან მიესადაგება მათ კონვენციებს.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჟანრი&oldid=2646261“-დან