ხახმატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ხახმატი

ხახმატი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ხევსურეთი
კოორდინატები 42°31′43″ ჩ. გ. 45°00′34″ ა. გ. / 42.52861° ჩ. გ. 45.00944° ა. გ. / 42.52861; 45.00944
ცენტრის სიმაღლე 1940
მოსახლეობა 6[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ხახმატი — საქართველო
ხახმატი
ხახმატი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ხახმატი
ხახმატი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ხახმატი

ხახმატისოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთის თემში.[1] მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუდანისჭალის ზემოთში. ზღვის დონიდან 1940 მ., დუშეთიდან 79 კმ, ბარისახოდან 14 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხახმატი ხევსურეთის უძველესი დასახლებაა. სოფელზე გადიოდა ბარისახო-შატილის გზა. დასახლებული იყო ალუდაურებით. განვითარებული იყო მესაქონლეობა, მემინდვრეობა. XV-XVIII საუკუნეებში, ძნელბედობის ჟამს, შესუსტდა ტრადიციული კავშირი ხევსურეთსა და ბარს შორის. გახშირდა არაქართველ მთიელთა შემოსევა, რასაც მოჰყვა ხახმატის მოსახლეობის მიგრაცია ბარში.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 6 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 69 35 34
2002[3] 17 10 7
2014[1] 6 4 2

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მახლობლად, მდინარე გუდანისჭალის ნაპირზე დგას ქვითკირით ნაგები ორი ოთხკუთხა კოშკი, იმედის ციხე და თამარის ციხე. პირველის აგება უკავშირდება მამუკა ქალუნდაურს. სოფლის აღმოსავლეთით, მდინარის მარცხენა ნაპირზე გორისყანის სამაროვანია, რომელიც 1973 წელს გათხარეს. აღმოჩნდა XI-XII საუკუნეების ქრისტიანული სამარხი და ორი აკლდამა. მიცვალებულს ჩატანილი ჰქონდა ვერცხლის და ბრინჯაოს სამკაული, მინის მძივები. სოფლის დასავლეთით, მდინარის მარჯვენა ფერდობზე, ღელისკარის სამაროვანია. 1973 გათხარეს ქვის ფილებისგან შემდგარი 2 ქრისტიანული სამარხი, რომელშიც ძვლებთან ერთად აღმოჩნდა ბრინჯაოს სამაჯური. სოფლის სამხრეთით, ტყეში აღმოჩნდა სალიქოკოს სამაროვანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რჩეულიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 447.
  • მაკალათია ს. ხევსურეთი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი, გამოც. 2, თბილისი, 1984
  • ბარდაველიძე ვ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, ტ 2. ნაწ 1, თბილისი, 1982
  • რჩეულიშვილი გ. ხახმატის სამაროვანი //ჟინვალის ექსპედიცია, თბილისი, 1975

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. მაკალათია ს., ხევსურეთი, მეორე გამოცემა, თბ.: „ნაკადული“, 1984. — გვ. 16.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.