ზაქათკარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზაქათკარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ქვეშეთი
კოორდინატები 42°26′24″ ჩ. გ. 44°31′20″ ა. გ. / 42.44000° ჩ. გ. 44.52222° ა. გ. / 42.44000; 44.52222
ცენტრის სიმაღლე 1640
მოსახლეობა 57[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ზაქათკარი — საქართველო
ზაქათკარი
ზაქათკარი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ზაქათკარი
ზაქათკარი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ზაქათკარი

ზაქათკარისოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ქვეშეთის თემის შემადგენლობაში.[1] მდებარეობს მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში, დიდველზე ანუ კაიშაურის პლატოზე. ზღვის დონიდან 1640 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 70 კილომეტრით.

სოფლის სახელწოდება იქ მცხოვრებ ზაქაიძეთა გვარიდან მომდინარეობს. შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხესიმაგრის კომპლექსი, რომელსაც „ციხისთავიანთს“ უწოდებენ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 57 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა მამაკაცი ქალი
1926[2] 104 56 48
2002[3] 81 43 38
2014[1] 57 30 27

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 11
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.