ვაშლობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ვაშლობი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჭართალი
კოორდინატები 42°17′32″ ჩ. გ. 44°43′37″ ა. გ. / 42.29222° ჩ. გ. 44.72694° ა. გ. / 42.29222; 44.72694
ცენტრის სიმაღლე 1400
მოსახლეობა 10[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ვაშლობი — საქართველო
ვაშლობი
ვაშლობი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ვაშლობი
ვაშლობი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ვაშლობი

ვაშლობისოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჭართლის თემის შემადგენლობაში.[1] მდებარეობს გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჯუღისის (მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 43 კილომეტრით.

2017 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპედიცია ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინა. გამოვლინდა სამნავიანი ბაზილიკა, სამხრეთის და ჩრდილოეთის სათავსოები, ტაძრის მიმდებარედ — ამავე პერიოდის სამაროვნები.[2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 10 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა მამაკაცი ქალი
1926[3] 207 111 96
2002 26[4]
2014 10

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. სოფელ ვაშლობში შუა საუკუნეების ტაძრის ნანგრევები აღმოაჩინეს დაარქივებული 2017-08-22 საიტზე Wayback Machine. . 1tv.ge. 2017-08-22.
  3. ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 12
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.