არახვეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
არახვეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ქვეშეთი
კოორდინატები 42°25′29″ ჩ. გ. 44°32′05″ ა. გ. / 42.42472° ჩ. გ. 44.53472° ა. გ. / 42.42472; 44.53472
ცენტრის სიმაღლე 1520
მოსახლეობა 205[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
არახვეთი — საქართველო
არახვეთი
არახვეთი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
არახვეთი
არახვეთი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
არახვეთი

არახვეთი[2]სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მ, დუშეთიდან 61 კმ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 205 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა მამაკაცი ქალი
1926[3] 250 106 144
2002[4] 326 162 164
2014[1] 205 110 95

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი სოფელი თანამედროვე სოფლის მოშორებით, ლომისის მთის ფერდობზე იყო გაშენებული. ვახუშტი მას „არხვეთს“ უწოდებს. XIV საუკუნეში მთიულეთის არაგვის მთელ მარჯვენა სანაპიროსთან ერთად შედიოდა ქსნის საერისთავოში, XV საუკუნიდან არაგვის საერისთავოში. ნასოფლარის ადგილზე შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ციხესიმაგრის ტიპის სახლები. სოფლის თავზე XIX საუკუნის პატარა დარბაზული ეკლესიაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 17.
  3. ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 11
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.