ჩინთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჩინთი

ჩინთის კოშკი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჟინვალი
კოორდინატები 42°06′59″ ჩ. გ. 44°47′02″ ა. გ. / 42.11639° ჩ. გ. 44.78389° ა. გ. / 42.11639; 44.78389
ცენტრის სიმაღლე 680
მოსახლეობა 188[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,3 %
სომხები 1,1 %
ბერძნები 1,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ჩინთი — საქართველო
ჩინთი
ჩინთი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჩინთი
ჩინთი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ჩინთი

ჩინთისოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჟინვალის სადაბო თემში.[1] მდებარეობს ისტორიულ ხერკში, ფხოვისა და თიანეთის გზაგასაყარზე., მდინარე არაგვის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 680 მეტრზე, დუშეთიდან 17 კილომეტრში

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში მოსახლეობის გაჩენა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობამ განაპირობა. ჩინთში გადიოდა აგრეთვე გზა, რომელიც თიანეთის გავლით აღმოსავლეთისკენ მიემართებოდა. ამ მნიშვნელოვანი სამიმოსვლო გზების დაცვა-პატრონობა სოფლის მოსახლეობას ევალებოდა.

ჩინთი XVI საუკუნიდან არაგვის ერისთავთა კუთვნილება იყო, XVIII საუკუნიდან ქართლ-კახეთის სამეფო კარის კონტროლის ქვეშ მოექცა. XVII-XVIII საუკუნეებში ლეკთა თარეშის შედეგად სოფელში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. XIX საუკუნეში აქ ქართველი მთიელები (ძირითადად ბუჩუკურები) დასახლდნენ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 188 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 წ. აღწ.[2] 222 -- --
2014 წ. აღწ. 188 -- --

მატერიელური-კულტურის ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინთში შემონახულია კოშკების კომპლექსი. ვაკეზე, კლდის მცირე მასივის ორივე მხარეს, თითო-თითო კოშკია აღმართული. არაგვის მხარეს პირშექცეული, გეგმით სწორკუთხა კოშკი დანგრეულია. მეორე კოშკი ხუთსართულიანია, ნაგებია ნატეხი ქვით გამოყვანილი სწორი ჰორიზონტალური რიგებით. შესასვლელი II სართულიდან აქვს. კოშკები XVIII საუკუნეზე ადრინდელ ხანას მიეკუთვნება. აქედან დაახლოებით 30 მეტრზე დგას მესამე, ხუთსართულიანი კოშკი. იგი უჩვეულო სახისაა. მისი ქვედა ნახევარი გარედან კუთხედებმომრგვალებულია, ზედა ნახევარი ოთხკუთხედია. შესასვლელი აქვს II სართულზე გარედან მისადგმელი კიბით. ნაშენია დამუშავებული რიყის ქვითა და ლოდებით, ურევია ნატეხი ქვაც. იგი XV-XVIII სს. მიეკუთვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.