სვიანა-როსტიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
სვიანა-როსტიანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
თემი ქვეშეთი
კოორდინატები 42°27′21″ ჩ. გ. 44°31′43″ ა. გ. / 42.45583° ჩ. გ. 44.52861° ა. გ. / 42.45583; 44.52861
ცენტრის სიმაღლე 1580
მოსახლეობა 2[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სვიანა-როსტიანი — საქართველო
სვიანა-როსტიანი
სვიანა-როსტიანი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
სვიანა-როსტიანი
სვიანა-როსტიანი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
სვიანა-როსტიანი

სვიანა-როსტიანისოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში (ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეული).[1]

მდებარეობს მთიულეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ხადას ხეობაში. ზღვის დონიდან 1580 მეტრზე. დუშეთიდან 72 კმ.

2020 წელს სვიანა-როსტიანის მიდამოებში (როსტიანების ნამოსახლარი) ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ შესწავლილ იქნა ენეოლითის, ადრებრინჯაოს, შუაბრინჯაოს, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები. სოფლის მიდამოებში მდებარეობს ასევე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები: ზურგიანი კოშკის ნანგრევი, სვიანაანთ ნასოფლარი ეკლესიის ნანგრევებით, სვიანაანთ ციხე-კოშკი, ნაეკლესიარ და ნიში მჟავე წყალთან, როსტიაშვილების საცხოვრებელი სახლი და სხვ.[2]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა მამაკაცი ქალი
1926[3] 15+21 6+8 9+13
2002[4] 15 9 6
2014[1] 2 1 1

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 316.
  • გოგოჭური გ., ღამბაშიძე ი., მურვანიძე ბ., ოთხვანი ნ. “მთიულეთისა და ხევსურეთის 2020 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიში”. 2020 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული. თბ. 2021. გვ. 43-49.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება №02/80, 7 დეკემბერი 2020.
  3. ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 11
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.