კარლ გუსტავ იუნგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან კარლ იუნგი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარლ იუნგი
Carl Jung

კარლ იუნგი
იუნგი 1910 წელს
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1875
დაბადების ადგილი კესვილი, თურგაუ, შვეიცარია
გარდაცვალების თარიღი 6 ივნისი, 1961 (85 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიუსნახტი, ციურიხი, შვეიცარია
მოქალაქეობა შვეიცარიის დროშაშვეიცარიელი
სამეცნიერო სფერო ფსიქიატრია, ფსიქოლოგია, ანალიტიკური ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია
მუშაობის ადგილი ბიურგჰელზლი, შვეიცარიის არმია (მუშაობდა ოფიცრად I მსოფლიო ომის დროს)
ალმა-მატერი ბაზელის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი ეიგენ ბლეილერი, ზიგმუნდ ფროიდი
გავლენა იქონიეს იოჰან იაკობ ბახოფენი,[1] ეიგენ ბლეილერი, კარლ გუსტავ კარუსი,[1] კონფუცი, პიერ ჟანე,[1] იმანუელ კანტი,[1] ლაო-ძი, ფრიდრიხ ნიცშე, პლატონი, ფრიდრიხ ვილჰემ იოზეფ შელინგი, არტურ შოპენჰაუერი, ჰერბერტ სილბერერი, დაისეცუ ტეიტარო სუძუკი, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე
გავლენა იქონია გასტონ ბაშლიარი, ჯოზეფ კემპბელი, ფედერიკო ფელინი, ჰერმან ჰესე, ურსულა კრებერ ლე გუინი, ტერენს მაკკენა, ერიხ ნოიმანი, ჯექსონ პოლოკი, ლორენს ვან დერ პოსტი, მარია-ლუისა ფონ ფრანცი, კარლფრიდ დიურკგჰეიმი
ცნობილია როგორც ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი
Carl Jung signature.svg

კარლ გუსტავ იუნგი (გერმ. Carl Gustav Jung [ˈkarl ˈgʊstaf ˈjʊŋ]; დ. 26 ივლისი, 1875, კესვილი, თურგაუ, შვეიცარია — გ. 6 ივნისი, 1961, კიუსნახტი, ციურიხი, შვეიცარია) — შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. იუნგმა ფსიქოანალიტიკაში შემოიტანა და განავითარა ექსტრავერტისა და ინტროვერტის ცნებები; არქეტიპები და კოლექტიური არაცნობიერი. მისმა ნაშრომებმა გავლენა მოახდინა ფსიქიატრიასა და რელიგიურ სწავლებაზე, არქეოლოგიაზე, ფილოსოფიაზე, ანთროპოლოგიაზე, ლიტერატურაზე და სხვა მსგავს დარგებზე.იუნგის ნაშრომების უმეტესი ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.

ანალიტიკური ფსიქოლოგიის მთავარი ცნება არის ინდივიდუალიზაცია — ფსიქოლოგიური პროცესი, როდესაც ურთიერთსაწინააღმდეგო სფეროები ერთიანდება, ცნობიერი და არაცნობიერი ერთად კოორდინირებენ, თუმცა ამავე დროს არ კარგავენ საკუთარ ავტონომიას. იუნგი ადამიანის განვითარების ცენტრალურ პროცესად ინდივიდუალიზაციას მიიჩნევს.

იუნგი ადამიანის ფსიქიკას განიხილავდა, როგორც „რელიგიურ ბუნებას“ და მის გამოკვლევებში რელიგიურობას მთავარი ადგილი ეჭირა. იუნგი ასევე ერთ-ერთი თანამედროვე წარმომადგენელია სიზმრების ანალიზსსა და სიმბოლიზმში.

მისი უნიკალური და გავლენიანი შეხედულება ფსიქოლოგიაზე ყურადღებას ამახვილებს ფსიქიკის გაანალიზებაზე სიზმრების, ხელოვნების, მითოლოგიის, მსოფლიო რელიგიებისა და ფილოსოფიის სამყაროთა შესწავლით. მიუხედავად იმისა, რომ ის პირველი არ ყოფილა, რომელმაც სიზმრების ანალიზი სცადა, ის უდავოდ ყველაზე ცნობილი პიონერია ამ დარგში. თუმცა, ის თეორეტიკოსი ფსიქოლოგი იყო და მთელი ცხოვრება კლინიკურ პრაქტიკას ეწეოდა, მისი ცხოვრებისეული ნაშრომების უმრავლესობა სხვა იდეათა შემეცნებას ეთმობა, როგორიცაა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფილოსოფია, ალქიმია, ასტროლოგია, სოციოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება. იუნგის ინტერესმა ფილოსოფიისა და ოკულტიზმისადმი მას ბევრის თვალში მისტიკოსის სახელი დაუმკვიდრა, მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობდა თავი მეცნიერად წარმოეჩინა. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიაზე, „რელიგიურ ფსიქოანალიზზე“, სპირიტუალიზმზე და ახალი ეპოქის მოძრაობაზე.

ფსიქოლოგია[რედაქტირება]

იუნგმა დაარსა ფსიქოთერაპიის ახალი სკოლა, რომელსაც ანალიტიკური ფსიქოლოგია ეწოდება.

თეორიები[რედაქტირება]

მისი თეორიები მოიცავს:

  • ინტროვერტისა და ექსტრავერტის ცნებას.
  • კომპლექსის ცნებას.
  • კოლექტიური არაცნობიერის ცნებას, რომელიც მოიცავს არქეტიპებს.
  • სინქრონულობას, როგორც ურთიერთობის ფორმას, რომელიც არ არის კაუზალური.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 [Association for the Development of Analytical Psychology in Colombia Influences on Jung]. წაკითხვის თარიღი: 2014-04-02.