დიეგო ბენალიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიეგო ბენალიო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დიეგო ორლანდო ბენალიო
დაბადების
თარიღი
8 სექტემბერი, 1983 (1983-09-08) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
ციურიხი, შვეიცარია
სიმაღლე 193 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1993–1997 შპრაიტენბახი
1997–1999 ბადენი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2002 გრასჰოპერი 23 (0)
2002–2005 შტუტგარტი 0 (0)
2003–2005   შტუტგარტი-2 37 (0)
2005–2008 ნასიონალი 69 (0)
2008–2017 ვოლფსბურგი 259 (0)
2015 ვოლფსბურგი-2 1 (0)
2017–2020 მონაკო 26 (0)
ეროვნული ნაკრები
2001 შვეიცარია 19-წლ. 3 (0)
2002 შვეიცარია 20-წლ. 1 (0)
2003–2005 შვეიცარია 21-წლ. 15 (0)
2006–2014 შვეიცარია 61 (0)
2012 შვეიცარია ოლ. 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დიეგო ორლანდო ბენალიო (დ. 8 სექტემბერი, 1983, ციურიხი) — შვეიცარიელი ფეხბურთელი, უკანასკნელად თამაშობდა საფრანგეთის ლიგა 1-ის „მონაკოში“ მეკარედ. კარიერა დაამთავრა 2020 წელს.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა დაიწყო მშობლიური ქალაქის კლუბ „გრასჰოპერში“. ახალგაზრდობაშივე გადავიდა გერმანიაში და შეუერთდა „შტუტგარტს“, მაგრამ სამი წლის განმავლობაში იყო სარეზერვო მეკარე.

2005-2006 წლებში თამაშობდა პორტუგალიურ „ნასიონალში“.

2008 წლის 22 იანვარს დაბრუნდა გერმანიაში და შეუერთდა „ვოლფსბურგს“.

შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობს 2006 წლიდან და გამოძახებული იყო 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როგორც მესამე მეკარე. მონაწილეობა მიიღო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე მშობლიურ ქვეყანაში.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სამხრეთ აფრიკაში ითამაშა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში, მათ შორის ესპანეთთან 1-0 მოგებულ მატჩში, რომელიც გახდა იმ გათამაშების ჩემპიონი.[1] 2012 წელს ოლიმპიადაზე ითამაშა შვეიცარიის ოლიმპიურ (23-წლამდელთა) ნაკრებში, ჩაატარა 4 შეხვედრა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Swiss happy to accept Spanish 'gift'. FIFA.com (16 June 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 6 October 2010.