ცაცხვიანის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცაცხვიანის ხატიეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაქაროში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (4,7 X 4,1 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვიშაქვით. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა, საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკზე ერთი საფეხურით მაღალია. გარედან კედლები დასრულებულია ქვიშაქვის თაროსებრი ლავგარდნით. შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები გალავნის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]