ნატახტრის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნატახტრის კვირაცხოვლის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით. თარიღდება ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,1 X 4,1 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში და სარკმლებთან ურო დიდი ზომის ქვებია გამოყენებული. კედლებში მთელ სიგრძეზე ხის ძელები ყოფილა დატანებული. შიგნიდან და გარედან ტიმპანით დასრულებული შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნალისებრ აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. ასეთივე ნიშია ჩრდილოეთის კედელში, აფსიდის მხართან. გრძივ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]