ლისის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა გიორგის ეკლესია

ლისის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში. მდებარეობს სოფლის განაპირას, სამხრეთით, ძველ სასაფლაოზე, თარიღდება XIX საუკუნის 40-იანი წლებით.[1]

ეკლესია დარბაზულია (7,7 X 7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდაში ერთი სწორკუთხა სარკმელი და მის ორივე მხარეს თითო ღრმა, მრუდხაზოვანი ნიშია. ერთი სარკმელი დასავლეთის კედელშია. ეკლესიაში დაკრძალული არიან თარხან-მოურავთა საგვარეულოს წარმომადგენლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20184

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]