კევლიანის კვირაცხოველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კევლიანის კვირაცხოველიეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კევლიანში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრზე, ხშირი ტყით დაფარულ მაღალ ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (2,27 X 2,27 მ), ნაგებია რიყის ქვით და აგურით. წარმოადგენს პატარა სამლოცველოს, რომელიც დასავლეთ მხრიდან ღიაა, გადახურულია აგურის შესასვლელი კამარით. შიგნით, აღმოსავლეთ კედელში, სწორკუთხოვან შეღრმავებაში პატარა სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში - შეისრულთაღიანი თითო ნიში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]