სუმბიანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუმბიანის ეკლესია — ეკლესია დგას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგებია აგურით; აქა-იქ რიყის ქვაც არის გამოყენებული.

ეკლესია გუმბათოვანი ნაგებობაა (7,5 × 5,53 მ). აქვს ორი შესასვლელი; ერთი დასავლეთის კედლის შუა ნაწილშია, მეორე ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. დარბაზი გეგმით წარმოადგენს მოკლემკლავებიან სწორკუთხა ჯვარს, რომელიც აღმოსავლეთით დაგრძელებულია ბემით და აფსიდით. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გარედან რვაწახნაგა გუმბათის ყელის ყოველ წახნაგში მაღალი სარკმელია გაჭრილი. ყელის ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა ნაწილში წიბოებს აგურის ლილვი აქვს შემოვლებული. გუმბათის ყელი დასრულებულია წრეთარგიანი ლავგარდნით.

აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ორივე მხარეს დიდი ნიშებია. თითო ასეთივე ნიში ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადების აღმოსავლეთ ნაწილშიც არის. დასავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე და გვერდებზე ჯვარი და გეომეტრიული ორნამენტია (დაზიანებულია) ამოკვეთილი. ფასადები დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]