ძეგვის ყველაწმინდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძეგვის ყველაწმინდაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, ბორცვის ფერდზე, წმ. გიორგის ხევის მარცხენა ნაპირზე. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის ზემოთ, ფილაზე არსებული მხედრული წარწერის მიხედვით ეკლესია აუგია კათალიკოს-პატრიარქ დომენტის 1716 წელს.

ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,25 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით, გამოყენებულია აგურიც (კარ-სარკმლის თაღები, წირთხლები, ლავგარდანი, სატრიუმფო თაღი). შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, მის ორივე მხარეს პატარა ნიშებია. სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზის სამხრეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია. კამარა ნახევარწრიულია. ინტერიერი შელესილი ყოფილა. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, აგურის წყობით უხეშად და ულაზათოდ გამოყვანილია ჯვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]