ძეგვის დედაღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძეგვის დედაღვთისმშობლის ეკლესია, ძეგვის კარის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში. მდებარეობს შუა სოფელში, შემაღლებულ ადგილზე მთავარი გზის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (13,5 X 6,25 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ეკლესიას ორი შიგნიდან სწორკუთხა და გარედან თაღოვანი შესასვლელი აქვს: ერთი დასავლეთ კედლის ღერძზეა გაჭრილი, მეორე - სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. ფართო მხრებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი მაღალი და წინწამოწეულია. შუა ნაწილში ოთხსაფეხურიანი კიბეა ჩაჭრილი. ეკლესიის დარბაზის დასავლეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია, გრძივ კედლებში ორ-ორი; ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ სარკმლის ძირი დაწეულია და მასში სანათლავია ამოკვეთილი. ფასადზე, დასავლეთ შესასვლელის თავზე შემორჩენილია აგურის სამრეკლოს ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]