კოტორაანთკარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოტორაანთკარის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტორაანთკარში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კილომეტრზე, პატარა ხევის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,2 X 3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია, რომლის ღერძზე ვიწრო და პატარა სარკმელია, სარკმლის ორივე მხარეს - თითო პატარა სწორკუთხა ნიში. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]