ნატახტრის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნატახტრის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში. მდებარეობს სოფლის ცენტრში, აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

ეკლესია დარბაზულია (12,9 X 7,5 მ), ნაგებია აგურით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველში ერთი სარკმელია. საკურთხევლის წინ არდაბაგია. დარბაზის გრძივ კედლებზე სამ-სამი ფართო სწორკუთხა სარკმელი და წყვილი პილასტრია. პილასტრებს კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. განივი კედლები დასრულებულია კუთხის პილასტრებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. ფასადებზე პილასტრები ხაზგასმულია აგურის წყობაში ამოყვანილი მაღალი, ვიწრო ნიშებით. პილასტრების ორსაფეხურიანი კაპიტელები გაერთიანებულია სარტყლით. სარტყლებს აგურის საპირე აქვს. ეკლესიის თაღოვან კარიბჭეზე დაშენებულია სამრეკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]