Free as a Bird

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Free as a Bird“
სინგლი  - ბითლზი
ალბომიდან Anthology 1Anthology 1
B-მხარე „Christmas Time (Is Here Again)“
გამოსვლის თარიღი 4 დეკემბერი 1995 (ბრიტანეთი)
12 დეკემბერი 1995 (აშშ)
ფორმატი 7", კომპაქტ დისკი
ჩაიწერა ნიუ-იორკი, დაახლოებით 1977
სასექსი, ინგლისი, თებერვალი-მარტი 1994
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 4:26
ლეიბლი Apple Records
სიმღერის ავტორი ჯონ ლენონი; ჩაწერა - მაკ-კარტნი, ჰარისონი და სტარკი (ლენონის ვოკალით)
პროდიუსერი ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი, ჯეფ ლინი
სერტიფიკატი ოქრო (RIAA)[1]
ბითლზი - სინგლების ქრონოლოგია
Baby It's You
(1995)
Free as a Bird
(1995)
Real Love
(1996)

Free as a Bird — ჯგუფ ბითლზის სიმღერა სინგლი 1995 წლის კრებულიდან Anthology 1. იგი ეფუძნება ჯონ ლენონის მიერ დაახლოებით 1977 წელს ჩაწერილ დემოს. სიმღერა მოგვიანებით, 1994 წლის თებერვალში-მარტში ჩაიწერა პოლ მაკ-კარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის მიერ. ჩანაწერის თანაპროდიუსერია ჯეფ ლინი.

ასევე გამოვიდა სიმღერის ოფიციალური პრომო-კლიპი (რეჟისორი ჯო პიტკა). ამ რგოლში კამერა მოძრაობს ისე, თითქოს იგი ფრინველი იყოს და მაყურებელს უჩვენებს სხვადასხვა სიუჟეტს, რომელიც არის მინიშნება ბითლზის სიმღერებზე. ასეთებია „Penny Lane“, „Paperback Writer“, „A Day in the Life“, „Eleanor Rigby“ და „Helter Skelter“.

სიმღერები[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები: ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი, გარდა მითითებულისა:

  • 7" ბრიტანეთი: R6422 / აშშ: NR-58497
  1. Free as a Bird – 2:42
  2. Christmas Time (Is Here Again) – 3:02
    • მუსიკის ჩაწერა: 28 ნოემბერი 1967, EMI-ს სტუდია; საშობაო მილოცვების ჩაწერა: 6 დეკემბერი 1967, EMI-ს სტუდია, ლონდონი
  • კომპაქტ დისკი ბრიტანეთი: CDR6422 / აშშ: CDP 58497
  1. Free as a Bird – 4:26
  2. I Saw Her Standing There (ლენონი/მაკ-კარტნი) – 2:51
    • ჩაწერა: 11 თებერვალი 1963, EMI-ს სტუდია, ლონდონი
    • პროდიუსერი - ჯორჯ მარტინი
    • ეს ვერსია (დუბლი 9) ჩაიწერა მას შემდეგ, რაც გამოვიდა ალბომი Please Please Me (რომელზეც გამოყენებული იყო დუბლი 1). თვლა შესავალში 9-ე დუბლიდან ალბომის ვერსიისათვის, პირველ დუბლში იქნა ჩასმული.
  3. This Boy (ლენონი/მაკ-კარტნი) – 3:17
    • ჩაწერა: 17 ოქტომბერი, 1963, EMI-ს სტუდია, ლონდონი
    • პროდიუსერი: ჯორჯ მარტინი
    • ორი არასრული ვერსია (დუბლები 12 და 13), ორივე სრულდება სიცილით
  4. Christmas Time (Is Here Again) – 3:02

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. RIAA Gold & Platinum Searchable Database - The Beatles Gold Singles. წაკითხვის თარიღი: 2009-07-20.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Free_as_a_Bird&oldid=2704495“-დან