მიშველე! (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიშველე!
რეჟისორი რიჩარდ ლესტერი
პროდიუსერი უოლტერ შენსონი
სცენარის ავტორი ჩარლზ ვუდი
მარკ ბემი
კომპოზიტორი ბითლზი
დისტრიბუტორი United Artists
Apple Films
გამოსვლის თარიღი 1965 წლის 29 ივლისი
2007 წლის ნოემბერი (ახალი DVD გამოცემა)
ხანგრძლივობა 92 წთ
ქვეყანა ბრიტანეთი
ენა ინგლისური
IMDb პროფილი

მიშველე! (ინგლ. Help!) — ჯგუფ ბითლზისა და რიჩარდ ლესტერის კომედიური ჟანრის ფილმი, რომელშიც შეტანილია სიმღერები ჯგუფის ალბომიდან Help!.

ფილმის შესახებ[რედაქტირება]

ფილმი გამოვიდა 1965 წელს, როდესაც ბითლომანია უკვე სრულ პიკზე იყო. ფილმში მოთხრობილია ერთ-ერთი სექტის შესახებ, რომელიც ეძებს დიდ ბეჭედს, რათა თავის ღვთაებას შესწიროს. ასეთ ბეჭედს სექტანტები რინგოს ხელზე აღმოაჩენენ და მთელი ფილმის განმავლობაში დასდევენ მას, ბეჭდის ნებისმიერი ძალებით ასაღებად.

თავად ჯგუფის განცხადებით, მთავარი იდეა მათ მიაწოდა კლასიკურმა ფილმმა "იხვის სუპი", რომელიც ჯეიმზ ბონდის სერიალის პაროდია იყო. საინტერესოა, რომ რიჩარდ ლესტერმა, რომელსაც ფილმის გადაღება ანდეს, უფრო დიდი ბიუჯეტი მიიღო, ვიდრე ეს მძიმე დღის ღამის გადაღებისას მოხდა.

ფილმის დიდი ნაწილი ლონდონში, ავსტრიულ ალპებში, ბაჰამებზე და ტვიკენჰემის სტუდიაში გადაიღეს. ჯგუფი გადაღებებით კმაყოფილი არ იყო. 1970 წლის ინტერვიუში ლენონმა ახსენა, რომ ისინი ფილმში თითქოს ეპიზოდურ როლებს ასრულებდნენ.

სიმღერები[რედაქტირება]

ფილმში ჟღერს ჯგუფის სიმღერები:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]