წყვილჩლიქოსნები
| წყვილჩლიქოსნები | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ჟირაფი (Giraffa camelopardalis)
|
||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Artiodactyla | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
|
|
წყვილჩლიქოსნები (Artiodactyla), ძუძუმწოვრების რიგი. თითოეულ ფეხზე 2 ან 4 თითი აქვთ. თითების ბოლო ფალანგები დაფარულია ჩლიქებით. ლავიწი არ გააჩნიათ. წყვილჩლიქოსნების ძირითადი კბილები შეგუებულია უხეში მცენარეული საკვების ღეჭვას. კუჭი უმრავლესობას რთული აქვს (ირემი, ძროხა), იშვიათად — მარტივი (ღორი). გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე ანტარქტიდის გარდა (ავსტრალიაში წყვილჩლიქოსნები ადამიანმა შეიყვანა). იკვებებიან მცენარეულობით, გარდა ღორებისა, რომლებიც ყოვლისმჭამელები არიან. რიგში გაერთიანებულია 2 ქვერიგი: არამცოხნელები (Nonruminantia) და მცოხნელები (Ruminantia). პირველში შედის 3 ოჯახის 12 სახეობა, ხოლო მეორეში — 6 ოჯახის 180-მდე სახეობა. საქართველოში გვხვდება წყვილჩლიქოსნების 3 ოჯახის 7 სახეობა. წყვილჩლიქოსნებს განეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო ცხოველების უმრავლესობა: ღორი, აქლემი, მსხვილი რქოსანი საქონელი, ცხვარი, თხა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 365, თბ., 1987 წელი.