მცოხნელები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცოხნელები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ქვერიგი: მცოხნელები
ლათინური სახელი
Ruminantia
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მცოხნელები (Ruminantia), ძუძუმწოვრების ქვერიგი წყვილჩლიქოსნების რიგისა. უმეტესობას 4-განყოფილებიანი (ფაშვი, ბადურა, წიგნარა, მაჭიკი) კუჭი აქვს. საჭმლის მონელების პროცესში დიდ როლს თამაშობს ცოხნა. მცოხნელებტაგან ბევრს კარგად განვიტარებული რქები აქვთ. ზედა საჭრელები არა აქვთ. კიდურებზე ყველაზე მეტად განვითარებულია მე-3 და მე-4 თითები, რომლებზეც დიდი რქოვანი ჩლიქები აქვთ. არსებობს მცოხნელების 6 ოჯახის (ირმულასებრნი, მუშკისებრნი, ირმისებრნი, რქახრახნილისებრნი, ჟირაფისებრნი, ძროხისებრნი) 180-მდე სახეობა. ველური მცოხნელები თითქმის ყველგან გვხვდებიან (ავსტრალია, მადაგასკარისა და ანტილის კუნძულების გარდა). უმეტესად ჯოგური, პოლიგამიური ცხოველებია. აქვთ დიდი სამეურნეო მნიშვნელობა (იყენებენ უმთავრესად ხორცსა და ტყავს).

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ავალიანი რ., ქსე, ტ. 7, გვ. 255, თბ., 1984