ბუნების მსოფლიო ფონდი
| ბუნების მსოფლიო ფონდი World Wide Fund for Nature |
|
ბუნების მსოფლიო ფონდი |
|
| დევიზი |
ცოცხალი პლანეტისთვის |
|---|---|
| დაარსების თარიღი |
29 აპრილი, 1961 |
| ტიპი |
არასამთავრობო ორგანიზაცია |
| მიზანი/მიმართულება |
გარემოს დაცვა, კონსერვაცია, ეკოლოგია |
| სათავო ოფისი |
ნიუ-იორკი |
| ემსახურება რეგიონს |
მსოფლიო მასშტაბის |
| ბიუჯეტი |
€525 (2010 წ)[1] |
| ვებ-საიტი | |
ბუნების მსოფლიო ფონდი (ინგლ. World Wide Fund for Nature; WWF) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მოღვაწეობს ბუნებრივი გარემოს კონსერვაციის, კვლევებისა და აღდგენის საკითხებში. წარსულში მას მსოფლიოს ველური ბუნების ფონდი ერქვა, რაც დღემდე ოფიციალურ სახელად რჩება კანადასა და აშშ–ში. იგი მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი საკონსერვაციო ორგანიზაციაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, მოღვაწეობს 100–ზე მეტ ქვეყანაში და მხარს უჭერს დაახლოებით 1 300 საკონსერვაციო და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ პროექტს.[2] conservation and environmental projects. WWF is a foundation,[3] 2010 წელს, ფონდმა სუბსიდირების 57% კერძო პირებისგან მიიღო, 17% სამთავრობო წყაროებისგან (მაგალითად მსოფლიო ბანკისა და USAID–ისგან), 11% კი კორპორაციებისგან.[1]
ორგანიაციის ჯგუფის მოსაზრებით, მათი მისიაა „ჩვენი გარემოს ნგრევის შეჩერება და წინააღმდეგობის გაწევა“.[4] ამჟამად, მისი სამუშაოების უმრავლესობა ფოკუსირდება სამი ბუნებრივი ზონის კონსერვაციაზე, სადაც განთავსებულია მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების უმეტესი ნაწილი: ტყეები, მტკნარი წყლის ეკოსისტემები, ოკეანეები და სანაპიროები. სხვა სსაკითხებს შორის, ფონდი კონცენტრირებულია საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებზე, დაბინძურებასა და კლიმატის ცვლილებაზე.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Panda.org, WWF international Web site
- WorldWildlife - the corporate HQ of WWF listing Board Members
- WWF.mobi, WWF international mobile website
- WWF არხი საიტზე YouTube
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 (2010) WWF-INT Annual Review. World Wide Fund for Nature, გვ. 43. წაკითხვის თარიღი: 21 July 2011.
- ↑ http://www.panda.org/about_wwf/where_we_work/project/
- ↑ How is WWF run?. წაკითხვის თარიღი: 21 July 2011.
- ↑ Finland - Organization of the World Wildlife Fund