სესკ ფაბრეგასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ფრანსესკ ფაბრეგასი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სესკ ფაბრეგასი
Cesc Fàbregas
Cesc Fàbregas Euro 2012 vs France 02.jpg
ფაბრეგასი ესპანეთის ნაკრების რიგებში ევრო 2012-ზე
პირადი მონაცემები
სრული სახელი Francesc Fàbregas i Soler[1]
დაბადების
თარიღი
4 მაისი, 1987 (1987-05-04) (27 წლის)[1]
დაბადების
ადგილი
არენის დე მარი,
კატალონია, ესპანეთი
სიმაღლე 175 სმ[2]
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ჩელსი
ნომერი 4
ახალგაზრდული კარიერა
1995–1997 Mataró
1997–2003 ბარსელონა
2003 არსენალი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2011 არსენალი 212 (35)
2011–2014 ბარსელონა 96 (28)
2014– ჩელსი 15 (1)
ეროვნული ნაკრები
2002–2003 ესპანეთი 16 წლ. 8 (0)
2003–2004 ესპანეთი 17 წლ. 14 (7)
2005 ესპანეთი 20 წლ. 5 (0)
2004–2005 ესპანეთი 21 წლ. 12 (8)
2006– ესპანეთი 89 (13)
2004– კატალონია 2 (0)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით. ბოლოს განახლდა: 8 დეკემბერი, 2014.

‡ ეროვნულ მატჩებში მონაწილეობისა და გოლების მაჩვენებელი ბოლოს განახლდა:
12 ივნისი, 2014.

ფრანსესკ „სესკ“ ფაბრეგასი (კატ. Francesc Fàbregas i Soler [ˈsɛsk ˈfaβɾəɣəs]; დ.4 მაისი, 1987, არენის დე მარი, კატალონია, ესპანეთი) — კატალონიელი შემტევი ნახევარმცველი, რომელიც წლების მანძილზე ლონდონის "არსენალში" თამაშობდა, 2011-14 წლებში "ბარსელონაში"[3], ხოლო 2014 წლის ზაფხულიდან „ჩელის“ ფეხბურთელია.

კარიერა[რედაქტირება]

„არსენალში“ გადასვლამდე ფაბრეგასმა 17 წლამდე ნაკრებების ტურნირში მიიღო მონაწილეობა, სადაც არაერთხელ გამოიჩინა თავი - „ადიდასისა“ და ტურნირის ოქროს ბუცები მოიგო, როგორც ბომბარდირმა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშემ, მისმა ნაკრებმა კი მეორე ადგილი დაიკავა ბრაზილიელთა შემდეგ.

კლუბში სესკის დებიუტი ლიგის თასის თამაშში შედგა „როტერჰემ იუნაიტედთან“; ამ გამოსვლით იგი ასევე „არსენალის“ ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა. იმ მატჩშიც სესკს მოედანი უშედეგოდ არ დაუტოვებია - ზუსტად შეასრულა თავისი დარტყმა პენალტების სერიაში. ამის შემდეგ, ლიგის თასის მოგვიანებით ეტაპზე მან თამაშიდანაც გაიტანა „ვულვერჰემპტონთან“. ფაბრეგასს 2004-05 სეზონამდე არ დაუწყია ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად გამოსვლა - პირველი შემთხვევა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაფიქსირდა ინგლისის სუპერთასის მატჩში, ამას კი მიყოლებით ოთხი გამოსვლა მოჰყვა პრემიერლიგის შეხვედრებში „ევერტონთან“, „მიდლსბროსთან“, „ბლექბერნთან“ და „ნორიჯთან“. ფრანსესკმა ბევრი გააკვირვა ამ თამაშებში („ბლექბერნთან“ მან გოლიც გაიტანა), შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაშიც გამოიჩინა თავი „როსენბორგთან“ გატანილი გოლით.

ამას ლონდონელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმება მოჰყვა, რომლის თანახმადაც სესკი „არსენალის“ საკუთრება იყო 2011 წლამდე. გუნდიდან პატრიკ ვიეირას წასვლის შემდეგ ესპანელმა მყარი ადგილი მოიპოვა ნახევარდაცვაში და 2005-06 სეზონის დასაწყისიდანვე ხშირად გამოდიოდა ძირითადში; სესკს არც გოლების შეგდება დავიწყებია - გაუტანა „ბლექბერნსა“ და „ფულემს“ პრემიერლიგაში, თუმცა ყველაზე მეტად შესამჩნევი მისი თამაში ჩემპიონთა ლიგაში იყო - ჯერ „რეალ მადრიდთან“, შემდეგ კი „იუვენტუსთან“ ნახევარფინალში, სადაც ფაბრეგასი საგოლე პასისა და გოლის ავტორი იყო - მან და ტიერი ანრიმ ორჯერ გაითამაშეს საგოლე კომბინაცია, როდესაც ჯერ ფრანგმა გაატანინა ფრანსესკს, შემდეგ კი როლები გაცვალეს და უკვე სესკი იყო ანრის ასისტენტი.

ნაკრებში ფაბრეგასმა პირველი თამაში 2006 წლის 1 მარტს ჩაატარა, როდესაც დავიდ ვილიამ სწორედ მისი პასით გაუტანა კოტ დ'ივუარს.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Player Profile: Cesc Fàbregas, FC Barcelona, accessed 15 August 2011.
  2. Barcelona profile. Fcbarcelona.com. წაკითხვის თარიღი: 13 June 2013.
  3. Arsenal, Barca agree Fabregas deal, Soccerway.com.