ბარსელონის პროვინცია (ესპ. Provincia de Barcelona) არის პროვინცია აღმოსავლეთ ესპანეთში, კატალონიის ცენტრალურ ნაწილში. მისი დედაქალაქია ბარსელონა. იგი გარშემორტყმულია ესპანეთის შემდეგი პროვინციებით: ტარაგონა, ლეიდა და გირონა. მას სამხრეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.
პროვინციაში ცხოვრობს 5,330,000 ადამიანი (2007 წლის მონაცემებით), რომელთაგანაც 1,595,110 ცხოვრობს ბარსელონის მუნიციპალიტეტში.
პროვინციის მნიშვნელოვანი ქალაქები: ოსპიტალეტი, ბადალონა, სერდანოლა დე ვალესი, მარტორელი, მატარო, გრანოლერსი, საბადელი, ტერასა, სიდჟესი, იგუალადა, ვიკი, მარსელა, ბერგა. იხ. ბარსელონის მუნიციპალიტეტების სია.